ჩვენ, მეფეო, მოწაფე გვეგონე ამათ მოძღვართა თქვენთა
ჩვენ, მეფეო, მოწაფე გვეგონე ამათ მოძღვართა თქვენთა
წიგნის კითხვა უყვარდა წმინდა მეფე დავით აღმაშენებელს და ლაშქრობისას თუ ნადირობისას ხელიდან ვერ გააგდებინებდი წიგნს! მისი ცხოვრების წესი კი მის ამ ცოდნას ნათელმოსილს ხდიდა. ერთხელაც მან მოიწვია იოანე კათალიკოსი, მეუდაბნოე მამები, წმინდა არსენ იყალთოელი და სხვანი, რათა პაექრობა გაემართათ სომეხი მღვდელმთავრებისათვის, რჯული გამოეძიათ. ცისკრიდან ვიდრე მეცხრე ჟამამდე პაექრობდა ორივე მხარე. ორივეს ძლევა სურდა და "შევიდიან შეუვალთა საქმეთა და ძნიად გამოსავალთა". მოეწყინა მეფეს და უთხრა: "თქვენ, მამანო, ისეთ სიღრმეებში ხართ შესულნი, ჩვენ ვერაფერს შევიტყობთ უსწავლელნი და ერისკაცნი. თქვენ იცით, რომ სწავლისა და მეცნიერებისაგან შორს ვარ და სამხედრო საქმეს ვეწევი. და ამიტომაც მარტივი ენით გეტყვით..." და იწყო მათდამი სიტყვათა თქმა, "რომელსა ღმერთი მოსცემდა უეჭველად პირსა მისსა". ისეთ იგავებს და შედარებებს დაუდებდა, ისე განმარტავდა, რომ დაეხშო მწვალებელს პირი. მათ აღიარეს დამარცხება და უთხრეს: "ჩვენ, მეფეო, მოწაფე გვეგონე ამათ მოძღვართა თქვენთა, გარნა ვითარ ვხედავთ, შენ სამე ხარ მოძღვარი მოძღვართასა, რომლის ბრჭალსა ვერ მიმწთუარ არიან ეგე მოძღვარ საგონებელნი თქვენნიო" - და შერცხვენილნი იქაურობას გაშორდნენ.
ბეჭდვა
1კ1