მათ არათუ ვერ იპოვეს კარი, არამედ სამუდამოდ დარჩნენ ტაძრის გარეთ
მათ არათუ ვერ იპოვეს კარი, არამედ სამუდამოდ დარჩნენ ტაძრის გარეთ
ივერონში, ივერიის ღვთისმშობლის ხატის პარაკლისის ბაკებში, ანუ გალერეაში, წარმართი ბრძენნი არიან გამოსახულნი. მამა სერგის (ვესნინი) გადმოცემით, ეს ფაქტი ამგვარად განმარტა მიტროპოლიტმა ფილარეტმა: რაოდენ ამაღლებულიც არ უნდა ყოფილიყო წარმართი ფილოსოფოსების სიბრძნე, როგორც არ უნდა ეცადათ, საკუთარი გონებით ჩასწვდომოდნენ სიბრძნის საიდუმლოს, რწმენის ლამპრის გარეშე, გამოცხადების გარეშე, მათ ძლივძლივობით შესძლეს ქრისტიანული სიბრძნისმოყვარების პირველ საფეხურზე შედგომა. ისინი ახლოს იყვნენ ჭეშმარიტი სიბრძნისმოყვარებისა და ზეციურ სიბრძნესთან, მაგრამ რწმენის ნათლის გარეშე, თავიანთი საკუთარი გონების შემთხვევითი განათებით, მათ არათუ ვერ იპოვეს კარი, არამედ სამუდამოდ დარჩნენ ტაძრის გარეთ (როგორც აქ - ივერონის - კარიბჭეში). მიუხედავად იმისა, რომ თითოეულმა ღმრთაებრივი სიბრძნის მსგავსი წარმოთქვა.

ბეჭდვა
1კ1