განამრავლეთ სწავლა საღმრთოისა წერილისა
განამრავლეთ სწავლა საღმრთოისა წერილისა
1836 წელს წმინდა ილარიონ ქართველმა ივერონში დაცული ხელნაწერების კატალოგი შეადგინა და საქართველოში გამოგზავნა. ერთგან მიუწერია: "გავბედავ და ვიტყვი, ვინაიდგან მაიძულებს ნაწლევი სიყვარულისა მშობელისათვის ქვეყანისა. განამრავლეთ სწავლა საღმრთოისა წერილისა და ნუ პითაღორასა და ნურცა პლატონისა... მესმის, სწავლა განმრავლდა საქართველოსა შინაო და უხარის სულსა ჩემსა, უკუეთუ სახარებასა და ცნობასა ქრისტესსა. უკეთუ არა - ვაი ჩემდა უბადრუკსა... ღვთისთვის სიბრძნესა შეუდგეს შიში ღვთისა და შიშსა ღვთისასა - ხსენება სიკვდილისა და სასუფევლისა, და ამათსა ხსენებასა შეუდგეს მოღვაწება და სათნოება და სიყვარული ღვთისა. ხოლო სიბრძნესა ეშმაკისასა შეუდგეს უდებება, ნაყროვანება, შფოთი, მტერობა, სიძულვილი და სხვანი მრავალნი უკეთურებანი და უბადრუკება... ხოლო უკუეთუ პირველ სიბრძნესა იწურთით - სამგზის სანატრელ ხართ და ჩემს ცოდვილისთვისაც სახარულევან... ხოლო უკუეთუ შემდგომსა, ვაი ჩემდა უბადრუკსა"...

* ღვთაებრივი ნათლით იყო განათლებული წმინდა გრიგოლ ხანძთელი, და დიდი სიბრძნით აღსავსე. ყოველივე ამას კი საძირკველი მან ყრმობიდანვე ჩაუყარა. მისი სწავლისადმი გულისხმიერება განსაკვირვებელი იყო ფრიად, "რამეთუ მსწრაფლ ხოლო დაისწავლა დავითი და ხმითა სასწავლელი სწავლა საეკლესიო, სამოძღვრო ქართულსა შინა ყოველი დაისწავლა და მწიგნობრობაცა ისწავა მრავალთა ენათა და საღმრთონი წიგნნი ზეპირით მოიწვართნა. ხოლო სიბრძნეცა ამის სოფლისა ფილოსოფოსთა ისწავლა კეთილად და რომელი პოვის სიტყვა კეთილი, შეიწყნარის, ხოლო ჯერკვალი განაგდის".
ბეჭდვა
1კ1