მისი დახეული ანაფორა კეთილსურნელებას აფრქვევდა
 მისი დახეული ანაფორა კეთილსურნელებას აფრქვევდა
მთაწმინდაზე მოღვაწეობდა მეუდაბნოე პართენი, რომელსაც ერისკაცობაში დიდი საზოგადოებრივი ადგილი ეკავა. კარულის უდაბნოში გადასვლამდე "ბურეზარის" კელიაში მოღვაწეობდა. ერთხელ, როცა ტაძარს აშენებდნენ, ერთი რუსი დედაკაცის წერილი მიიღო, - ტაძრის მშენებლობის ამბავი რომ გავიგე, რადგან ფული არ მქონდა, გრძელი ნაწნავები გავყიდე. ეს ფული, გთხოვთ, ისე მიიღოთ, ვითარცა ქვრივის ორი წვლილიო. '

ამან შეძრა მამა პართენი და გადაწყვიტა, კარულის კლდეების მკვიდრი გამხდარიყო. ამას რომ იხსენებდა, ამბობდა: "ამ წერილის წაკითხვისას გავიფიქრე: ზოგი ნაწნავს იჭრის, ზოგიერთი, თვითონ გაჭირვებული, ჩვენ ფულს გვიგზავნის. მე კი ვზივარ სავარძელში, ვსვამ ჩაის, ნუგბარს მივირთმევ და ყველა სიკეთე მაქვს... უნდა წავიდე კარულში ქრისტეს სიყვარულისა და სულის ცხონებისათვის-მეთქი".

ამბობენ, რომ მამა პართენს სახე უბრწყინავდა და დაფარულმცოდნელობის მადლი ჰქონდა, მხოლოდ უმი საკვებით საზრდოობდა. ზამთარში ღუმელს არ ანთებდა. ქვეშაგებად ტყავი ეფინა და თავქვეშ კუნძი ედო. მისი დახეული ანაფორა კეთილსურნელებას აფრქვევდა.
ბეჭდვა
1კ1