ილოცე ჩემთვის
ილოცე ჩემთვის
სინელ მამათა ცხოვრების ამსახველ რუსულ კრებულში მოთხრობილია VI-VII საუკუნეებში მცხოვრებ ამბა მიქაელ ქართველზე, რომელიც არსელში, მაღალ კლდეში გამოკვეთილ აკლდამაში ცხოვრობდა თავის მოწაფეებთან ერთად. სიკვდილის წინ დასნეულდა. როცა აღსასრულის მოახლოება იგრძნო, სულიერ შვილს წყალი მოატანინა, განიბანა, ეზიარა წმინდა საიდუმლოს და უთხრა მორჩილ ევსტატეს: - შვილო, იცი, რა საშიში ჩასავლელია ჩვენი აკლდამიდან ქვევით. თუ აქ მოვკვდები, მეშინია, ჩემი ცხედრის ჩატანისას კლდიდან არ გადაიჩეხო. ჯობს ახლავე ნელ-ნელა ჩავიდეთო. მშვიდობიანად ჩააღწიეს. მერე კი მოძღვარმა ლოცვა აღავლინა, გადაკოცნა ევსტატე და უთხრა: "მშვიდობა შენდა, შვილო ჩემო, ილოცე ჩემთვის". კუბოში ჩაწვა და წარვიდა უფლისა მიმართ.

ბეჭდვა
1კ1