აღუთქვი უფალს, რომ ამიერიდან მისი მცნებების მიხედვით იცხოვრებ
აღუთქვი უფალს, რომ ამიერიდან მისი მცნებების მიხედვით იცხოვრებ
ანტიოქიელ დიდებულს არქელაოსს, სახე კეთრმა დაუფარა. მიუხედავად ბევრი მცდელობისა, არაფერი ეშველა. ყველა ზიზღით ერიდებოდა. მეგობარმა მახლობელ მონასტერში წაიყვანა ბერ იოანესთან, რომელზეც ბევრ კარგს ამბობდა ხალხი. მეგობრები დაემხნენ ბერის წინაშე და განკურნება შესთხოვეს. იოანემ უთხრა არქელაოსს: "აღუთქვი უფალს, რომ ამიერიდან მისი მცნებების მიხედვით იცხოვრებ, მერე კი შენი სახელით ღატაკებს მოწყალება დაურიგე და ბოლოს, გწამდეს, რომ ღმერთს შეუძლია შენი განკურნებაო". არქელაოსმა აღთქმა დადო და დაუმატა, - ყველას, ვისაც რაიმე უსამართლოდ წავართვი, გარდამეტებულად დავუბრუნებო. მაშინ მამა იოანემ ძმებს უბრძანა, - არქელაოსი ნაკურთხი წყლით განებანათ. ეს უკანასკნელი სრულიად გამოჯანმრთელდა.


ბეჭდვა
1კ1