გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ მორჩილება ლოცვაზე მეტია
გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ მორჩილება ლოცვაზე მეტია
დაფარულმცოდნელი. მამა ეფრემს ღვთისაგან დაფარულმცოდნეობის მადლიც ჰქონდა მინიჭებული. ერთი ახალგაზრდა მთაწმინდელი, კარგი მონაზვნური საძმოს იღუმენი, ჰყვებოდა, თუ როგორ შეშფოთდა და დაიბნა, როდესაც მამა ეფრემმა დიდი ხნით ადრე მონაზვნობა და მღვდლობა უწინასწრმეტყველა. თვითონ მას ცოლიანი მღვდლობა უნდოდა. "შენ ჩვენი ჯიშისა ხარ, - უთხრა მას მამა ეფრემმა, - მომავალში ოლარსაც ატარებ".

ერთმა ახალგაზრდა კვიპროსელმა მონაზვნობა გადაწყვიტა და ხშირად სტუმრობდა მამა ეფრემს. ბერიც, როგორც შეეძლო, დაეხმარა. მონაზვნად რომ აღიკვეცა, კვლავ ეწვია კატუნაკს. ბერს ძალზე გაუხარდა. საუზმობისას უთხრა, - შენმა პატარა ძამიკომ, ახლა რომ ზეცაშია, გაგხადა მონაზონიო. ახალგაზრდა მონაზონი გაოცდა. როცა მას კვიპროსიდან მამა ესტუმრა, ჰკითხა მამას: - ჩემი ცოცხალი ძმების გარდა სხვა ვაჟიც ხომ არ გყოლიაო. მამამ მიუგო, - ერთი შენი ძმა ჩვილი მოკვდა, მაგრამ ამაზე არასოდეს მითქვამს შენთვისო.

მამა ეფრემი ხშირად ამბობდა, რომ მძიმე ცოდვებს სიმყრალესავით გრძნობდა. ცოდვა ყარსო. ჰყვებოდა, მამა იოსებმა (ისიქასტმა) იგრძნო, როგორ მოუახლოვდა ერთი დარვინისტი. მასთან საუბარმა კი დაარწმუნა თავისი შეგრძნების სინამდვილეში. ერთხელ ერთმა ეპისკოპოსმა მას ეკუმენიზმზე ჰკითხა. ბერმა ილოცა, რომ ღმერთს მისთვის ეუწყებინა. "მხოლოდ სიმყრალეა სიმჟავით, მარილითა და სიმწარით შეზავებული", - თქვა ზიზღით.

მორჩილება. მამა ეფრემი მორჩილების აპოლოგეტი იყო. მისი სწავლებები მორჩილებაზე უმთავრესად მონაზვნებისთვის არის განკუთვნილი, თუმცა ისინი არც ერისკაცებს გვაწყენს:

* "ერთმა მონაზონმა მომწერა, - მამაო, გვესმის, რომ მალე თურქები შემოვლენ და არ ვიცით, რა ვქნათო. ჩემო ძვირფასო, შენ მორჩილება არა გაქვს. მორჩილებაში თუ იქნებოდი, ასე იფიქრებდი, - ეს რა ჩემი საქმეა? როგორც იღუმენია იტყვისო. იქ ხომ იღუმენია დედა მ-ია? ჰოდა, ასე: როგორც დედა მ-ი იტყვის. დანარჩენი მე არ მეხება!

აი, ეს არის მორჩილება. თუ გეშინია - ესე იგი, შენი სურვილი გაქვს, შენი ნება.

* კარგად იცით, რომ ჩვენი მოძღვარი მამა იოსები ჭეშმარიტი ისიქასტი და გონებისმიერი ლოცვის მუშაკი იყო. მაგრამ იგი პირველ რიგში მორჩილებას და კინოვიურ ცხოვრებას გვასწავლიდა და არა ისიქაზმსა და გონებისმიერ ლოცვას.

* თუ ყურადღებით მიადევნებთ თვალს წმინდა მამათა წიგნებს, ნახავთ, რომ ბევრმა მათგანმა წმინდანობას ადვილად მიაღწია: მათი სულები ზომაგადასული შრომისა და უკიდურესი ასკეტური ღვაწლის გარეშე განიწმინდნენ. რატომ? მათ არჩიეს მორჩილება.

* მორჩილებას ადამიანისთვის არა მარტო ხორციელი, არამედ სულიერი უვნებლობაც მოაქვს.

* მე გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ მორჩილება ლოცვაზე მეტია.

* ადამიანმა არცთუ ცოტა უნდა იშრომოს, რომ საკუთარ მსჯელობას არ დაუჯეროს. წავიდა სადმე შენი მოძღვარი, ჰკითხე ძმას და როგორც გეტყვის, ისე მოიქეცი. საკუთარი თავის დამდაბლება მძიმე შრომაა, მაგრამ სხვანაირად არაფერი გამოვა. თუ გსურს მიჰყვე მონაზვნურ კანონს - ამ გზას დაადექი.

* ჩვენს ცოტა ზემოთ, წმინდა მთავარანგელოზთა კალივაში ცხოვრობს მამა გედეონი. იქ ადრე ერთი მორჩილი ცხოვრობდა, რომელიც გედეონამდე კალივაში მობინადრე მოძღვრებს უვლიდა.

ოდესღაც ცოლიანი იყო, მაგრამ ცოლი გაეყარა, რადგან ეშმაკეული გახდა. დააწვინეს ათენის ფსიქიატრიულ კლინიკაში. ბოლოს ათონის მთაზე აღმოჩნდა. თქვა, - სულს მაინც ვაცხოვნებო.

ვიდრე მამებს ემორჩილებოდა, დემონი არ გამოჩენილა. ღამით მარილის დასამუშავებლად ქვემოთ ჩადიოდა და მთვარის შუქზე ბრუნდებოდა. ოკუპაციის დროს მარილს აგროვებდა, კარიესში მოჰქონდა და ლობიო-კარტოფილში ცვლიდა. ერთხელ დამ ამერიკიდან ასი დოლარი გამოუგზავნა და უნებურად ჯიბეში ჩაიდო. მაშინვე გამოეცხადა დემონი. მერე გვიყვებოდა, რომ მას დემონმა უთხრა: "ალბათ ფიქრობდი, რომ შენგან გამოვიდოდი? განა ქრისტემ არა თქვა, ეს ნათესავი მხოლოდ მარხვითა და ლოცვით განიდევნებაო" (შეადარე მათე 17,21)? შენ ამ ბერიკაცებთან მარტო ჭამ და სვამ და ამის მერე ფიქრობ, რომ განვალ?" დემონის მიზანი მისი მორჩილებიდან ჩამოცილება იყო, მერე კი უკვე ადვილად მოუვლიდა. წადი ქვემოთ, - ეუბნებოდა დემონი ბერს, - მარილის დამუშავებაზე, იმარხულე და მაშინ გამოვალო.

ეშმაკის ჩანაფიქრი, რა თქმა უნდა, სხვა იყო - სურდა, მონაზონი სასოწარკვეთილებაში ჩაეგდო და თვითმკვლელობამდე მიეყვანა. რით დაიწყო დემონმა? სახარებით. და რითი დაამთავრა? მონაზონი აიძულა, სოფელში წასულიყო. მერე კალივაში მამა გედეონი დასახლდა.

* წმინდა ანას სკიტში მცხოვრებ მამას თავისი მორჩილი ხშირად ეურჩებოდა. ეს ამბავი ღვთისმშობლის მიძინების წინა დღეს მოხდა: "მამაო, - უთხრა მორჩილმა, - წავალ, თევზს დავიჭერ, ხვალ ხომ ღვთისმშობლის დღესასწაულია. აბა, რას ვჭამთ?" "შვილო, - მიუგო მოძღვარმა, - ჩვენი მეზობლები ყველანი მეთევზეები არიან. საათობით თევზაობენ, დღეს კი ვერაფერი დაიჭირეს. ღვთსმშობელს რომ სდომოდა, ჩვენ თევზი გვეჭამა, მაშინ ისინი დაიჭერდნენ და მოგვცემდნენ. სათევზაოდ ნუ წახვალ". მორჩილი გაჯიუტდა. მოძღვარი შეწუხდა, - მორჩილი ურჩობის ცოდვაში ჩავარდა და ვაითუ რაიმე განსაცდელი შეემთხვას. შეიძლება ფეხი დაუცდეს და ზღვაში ჩავარდესო. შევიდა კელიაში და თავისი მორჩილისთვის სკვნილზე მარცვლას შეუდგა.

მორჩილმა ანკესი წყალში ისროლა. ნემსკავს რაღაცა მოეჭიდა. გაჭირვებით ამოათრია. უცებ საიდანღაც გაჩნდა შავზე უშავესი მრისხანე ეთიოპიელი, მზად იყო, სცემოდა მონაზონს, მაგრამ უხილავი ძალა აკავებდა. შეშინებული მორჩილი გაიქცა. დემონი წმინდა ანამდე მიჰყვა და დაუყვირა: - ზღვაში დაგახრჩობდი, მოძღვარი შენთვის სკვნილს რომ არ მარცვლავდესო. აი, სადამდე მივყავართ ურჩობას.

* ერთხელ ჩემი მოძღვარი, მამა ნიკიფორე რაღაცაში განვიკითხე. საღამოს სალოცავად წავედი. ვიგრძენი, ჩემს წინ კედელივით რაღაც აღიმართა და ლოცვაში წინ ვერ მივდივარ... "უფალო იესო... უფალო იესო", - ვჩურჩულებ. არ გამომდის ლოცვა! რაღაც გავაკეთე ისეთი, - ვფიქრობ, - რაღაც დავაშავე. გავიხსენე მთელი დღე: სად ვიყავი, რა ვთქვი, რა გავაკეთე. ბოლოს, გამახსენდა - ჩემი მოძღვარი განვიკითხე!

მეორე დღეს კვირა იყო და უნდა მემსახურა. რა ვქნა? ვლოცულობ: "ღმერთო ჩემო, მაპატიე, რომ მოძღვარი განვიკითხე. შევცოდე. შენდობას ვითხოვ", - ძვრა არ არის! რა ვქნა, ჩემთვის არ არსებობს შენდობა? არ არსებობს "მაპატიე"? - კვლავ არაფერი გამოდის. "მაგრამ უფალო, პეტრემ სამჯერ უარგყო და შენ შეუნდე. მე ხომ შენზე უარი არ მითქვამს. მხოლოდ ჩემი მოძღვარი განვიკითხე და ახლა ვინანიებ. ვნანობ და შენდობას გთხოვ", - კვლავ არაფერი!

სკვნილი ავიღე. ლოცვა წინ არ მიდის. ავტირდი, ცრემლები ღაპაღუპით წამომივიდა: "ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! აღარ არის ჩემთვის მიტევება? შენ ხომ მოწყალების და კეთილმოწლეობის ღმერთი ხარ. მე კი არ მპატიობ? ღირს მარიამ ეგვიპტელს, როცა შეინანა, შეუნდე. მრავალ ცოდვილს აპატიე და მრავალ ახალმოწამეს, რომლებიც გათურქებულები იყვნენ, აპატიე და შეიწყალე. ჩემთვის მოწყალება და მიტევება არ არსებობს?!"

ასე გავიდა სამი საათი. მთელ საკვირაო მსახურებას აცრემლებული ვატარებდი, მხოლოდ დასასრულს ვიგრძენი სიმშვიდე, სიტკბოება, სიხარული. მაშინ გამიცოცხლდა ლოცვა: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე! უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!" ჰოი, რა კარგია. ახლა შემიძლია ლიტურგიაც დავიწყო.

ასე რომ, უცხოს განკითხვაზე საშიში საკუთარი მოძღვრის განკითხვაა. მაშინ თვით ღმერთს განიკითხავ.

* ერთხელ ნავსადგურში ტომრით კარტოფილი მოგვიტანეს. ერთი ახალბედა მორჩილი გავგზავნე (ის უკვე აღარ არის ჩვენს ძმობაში). უარი მითხრა - დავიღალეო და არ წავიდა. თვითონ წავედი. ქვემოთ მოტორიანი ნავი იდგა. კატერიდან ორი კაცი გადმოვიდა, მომიახლოვდა და მომესალმა. უნივერსიტეტის პროფესორები გამოდგნენ. "მამაო, - მეკითხება ერთი მათგანი, - იცნობთ მამა ეფრემს, რომელიც ზევით ცხოვრობს?" "მე გახლავართ", - ვუპასუხე. მაშინ მან თქვა: "მამაო, თქვენ, მონაზვნები, ჭეშმარიტად ნეტარები ხართ, რადგან საუკეთესო სახით ახორციელებთ ქრისტიანულ ყოფა-ცხოვრებას".

შინ დაბრუნებულმა მორჩილს პროფესორებზე მოვუყევი. მან კი საკმაოდ უხეშად მომიგო: "ჰო, რა თქმა უნდა, როცა ისინი ამოდიან, აქედან ერეკები, როცა ქვემოთ ჩადიხარ, შეხვედრისას მათ აქებ". რას ვიზამთ, ასე მოხდა... კარგი, გვეყოფა, კელიაში წავიდეთ და ერთი საათი სკვნილზე ვილოცოთ-მეთქი. როცა დავასრულეთ ლოცვა, მოვიდა და მკითხა: - რამდენი სკვნილი ილოცეო. ვუპასუხე. მე მეტიც შემიძლიაო, - თქვა ურცხვად და კადნიერად. არაფერი მითქვამს, წავედი აღელვებული ჩემს კელიაში, სულიერი შვილის გამო ვევედრე უფალს.

წავიდა დასაძინებლად ჩემი მორჩილიც. მაგრამ ვინ დააძინა, სასტიკად შეუტიეს ეშმაკებმა. შეშინებული მოვარდა და მითხრა: - მამაო, ჩემს თავს რაღაც ხდება. გადამირჩინეო. ასე ემართება ყველას, ვინც ცუდად ექცევა თავის მოძღვარს და აწყენინებს-მეთქი. ლოცვა წავუკითხე და წავიდა.

* ერთხელ დავინახე, რომ ერთი მორჩილი მოძღვრის წინაშე მეორეს ასწავლიდა. ჭეშმარიტად საშინელი ურცხვობაა.

* თუ შენ ყურადღებით შეხედავ, შეამჩნევ, რომ ქრისტე ლოცვის წინ ჯერ მამისადმი ლოცულობს, შემდეგ კი შეუდგება სასწაულმოქმედებას.

კინოვია. კინოვია ნოეს კიდობანია.

გამოწვლილვით წაიკითხე წმინდა მამათა ნაწერები და იქ ნახავ, რომ კინოვიაში მრავალნი გაბრწყინდნენ, უდაბნოში კი მხოლოდ რჩეულნი, ვინაიდან მეუდაბნოე თავის ნებას ასრულებს. კინოვიაშია სრულყოფილება, სადაც ყველა ერთადაა. ქრისტემ მოგვცა კინოვიის მაგალითი: საერთო ტრაპეზი, ყველა ერთად ლოცულობს.

ეშმაკს მორჩილების ეშინია, ვინაიდან იგი ქრისტეს მიბაძვაა. წმინდა თეოდორე სტუდიელი ამბობს, - დაე, იოანიკეს დაემორჩილონ მთები და ბორცვები. ჩვენ აქ ერთად სიყვარულის სულით შევიკრიბეთ, სხვადასხვანაირი ხასიათის, სხვადასხვა პროფესიის, განსხვავებული ასაკისანი, რათა ერთობით ვუგალობდეთ ღმერთს.

ხედავთ, რას ამბობს წმინდა თეოდორე? ის არ შეაქებდა განდეგილობას. რა თქმა უნდა, კარგია განდეგილობაც, მაგრამ დღეს მე ამის რეკომენდაციას არ ვიძლევი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler