ახლოს ვიყოთ ქრისტესთან და არაფრის გვეშინოდეს
ახლოს ვიყოთ ქრისტესთან და არაფრის გვეშინოდეს
სამწუხაროდ, ზოგიერთი თანამედროვე "გნოსტიკოსი" თავიანთ სულიერ შვილებს ჩვილებივით სახვევებში ახვევს, რათა არ იღელვონ. "ეს მნიშვნელოვანი არ არის, - ამბობენ ისინი, - საშიში არაფერია, ოღონდ შინაგანი რწმენა გვქონდეს". ანდა ამბობენ: "ნურაფერს იტყვით ამ თემაზე - პირადობის მოწმობაზე, ანტიქრისტეს ბეჭედზე, რათა ადამიანები არ აღელდნენ!" როცა ხალხს ეუბნებიან, ვეცადოთ, უფრო სულიერად ვიცხოვროთ, ახლოს ვიყოთ ქრისტესთან და არაფრის გვეშინოდეს, დიდი-დიდი - მოწამეები გავხდებითო, ისინი მომავალი სიძნელეების დასათმენად მაინც გაამზადონ. ჭეშმარიტებას რომ შეიტყობს, კაცი ჩაფიქრდება და ძილისგან გამოერკვევა, განიცდის მომხდარს, იწყებს ლოცვას და ფრთხილობს, რომ ხაფანგში არ გაებას.

ბეჭდვა
1კ1