წლობით გულის სნეულებით გატანჯული სრულიად განიკურნა
წლობით გულის სნეულებით გატანჯული სრულიად განიკურნა
ათონზე გრიგორიატის მონასტერში დასვენებულია წმინდა უვეცხლოდმკურნალ დამიანეს მტევანიც. ამ რამდენიმე ათეული წლის წინ ერთმა ქაიროელმა ბერძენმა, დემეტრიუსმა, როცა მღვდელმა მის წინაშე თაყვანისცემისთვის გახსნა წმინდა ნაწილები, სიწმინდის ხილვით აღელვებულმა აიტაცა მტევანი და გულში ჩაიკრა.

მოხდა სასწაული - წლობით გულის სნეულებით გატანჯული სრულიად განიკურნა და შემდგომში მან მონასტერში სამადლობელი წერილი გამოგზავნა, რომელიც მამებმა ჩარჩოში ჩასვეს და სტუმრების ოთახში მოათავსეს, რათა მისი წაკითხვის შემდეგ გაოცებულიყვნენ ღვთის წმინდანებში უფლის ძალის მოქმედებით.



ბეჭდვა
1კ1