სულნი ჩვენნი მსხვერპლად შეიწირე, ვითარცა საკმეველი
სულნი ჩვენნი მსხვერპლად შეიწირე, ვითარცა საკმეველი
ბარბაროსთა შემოსევისას სინას მთის სავანეში მამა პავლე მონაზვნებს შეაგონებდა, არ ყოფილიყვნენ სულმოკლენი და უფლის სახელისთვის სიკვდილისთვის გამზადებულიყვნენ. მათ უპასუხეს: "მამაო, რასაც გვეტყვი, იმას აღვასრულებთ". წმინდა პავლემ მუხლნი მოიდრიკა, თვალები ზეცად აღაპყრო და ილოცა. "უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ყოვლისამპყრობელო! სასოო და შეწევნაო ჩვენო, მოიხსენე ჩვენი მწუხარება, განგვაძლიერე და სულნი ჩვენნი მსხვერპლად შეიწირე, ვითარცა საკმეველი. რამეთუ შენ გშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა". როცა ყველამ ერთხმად თქვა "ამინ", საკურთხევლიდან მოესმათ: "მოვედით ჩემთან მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენოთ თქვენ".

ბეჭდვა
1კ1