მონაზვნის გარშემო კაშკაშა ნათელი იხილეს
მონაზვნის გარშემო კაშკაშა ნათელი იხილეს
1986 წელს 103 წლისა გარდაიცვალა წმინდა პარასკევას სახლობის მონასტრის დამაარსებელი და იღუმენია დედა კასიანა. ეს ამბავი მას გერმანელების ოკუპაციისას შეემთხვა. მისი თანასოფლელები მტერს ზირიაში გაერიდნენ. ოკუპანტებმა სოფლების გადაწვა დაიწყეს. სოფელში მარტო კასიანა დახვდათ. ფაშისტებს აინტერესებდათ, შეეტყოთ, თუ სად წავიდნენ სოფლის მკვიდრნი. გამოსატეხად დაიწყეს ღირსი დედის წამება. ვერაფერი რომ ვერ დააცდენინეს, გერმანელებმა მისი ჩამოხრჩობა ბრძანეს. მაგრამ სწორედ ამ დროს სასწაული მოხდა. ქსოვილი, რომელიც კისერზე მოაბეს, გაიპო. გერმანელები შეძრწუნებულნი გაიფანტნენ, რადგან მონაზვნის გარშემო კაშკაშა ნათელი იხილეს.

* მხნედ უნდა ვაღიაროთ ჩვენი მართლმადიდებლობა. მამა საბა (ოსტაპენკო) გვასწავლის: "ნუ შეგრცხვებათ, თავი მორწმუნე ადამიანად აღიაროთ, რელიგიაში განმტკიცდით. ადრე ქრისტიანები კატაკომბებში ლოცულობდნენ და ქრისტე არ უარუყვიათ, ჩვენ კი ცხადად ვლოცულობთ... ღმერთს მშიშრები არ უყვარს".

ბეჭდვა
1კ1