ჯერ კისერი მომაჭერით და მერე ამხსენით ჯვარი
ჯერ კისერი მომაჭერით და მერე ამხსენით ჯვარი
ოპტელ ახალმოწამეს მამა ტროფიმეს ერისკაცობაში, მას მერე, რაც ინსტიტუტში ორი კურსი დახურა, პირობა წაუყენეს: ან ჯვარს მოიხსნი და დაგტოვებთ, ან ჯვრიანად გაფრინდები ინსტიტუტიდანო. მან უთხრა: "მოდი, მეც წაგიყენებთ პირობას - ჯერ კისერი მომაჭერით და მერე ამხსენით ჯვარიო" - და კისერი მიუშვირა. რა თქმა უნდა, მაშინვე ინსტიტუტიდან გარიცხეს.

* "ცხელ წყალში რომ ჩაგაგდო, დაგიცავს თუ არა შენი ქრისტე?" - ჰკითხა ჯალათმა წმინდა პატრიკს. "მრწამს ჩემი ქრისტეს მადლისა, თუ მისთვის სათნო იქნება, მაშინ მრთელი და უვნებელი გადავრჩებიო". ჯალათმა მისი მდუღარე წყალში ჩაგდება ბრძანა. წმინდანი ბაგეზე ლოცვით ჩავარდა წყალში და თითქოს ცივი წყალი ყოფილიყოს, სრულიად უვნებელი გადარჩა და ადიდებდა ქრისტე ღმერთს.
ბეჭდვა
1კ1