გსურს მებრძოლთა პირველ რიგში ჩადგე?
გსურს მებრძოლთა პირველ რიგში ჩადგე?
ერთხელ ბასილი დიდის სკიტში დაყუდებული მამა იოსებ ისიქასტი უეცრად ხელთუქმნელმა ნათელმა მოიცვა. ამ ნათელში მან დაინახა საბრძოლველად გამზადებულ მონაზონთა გრძელი მწკრივები. მათ მოპირდაპირე მხარეს კი ეშმაკები ემზადებოდნენ საბრძოლველად. ამ დროს მას მოუახლოვდა მაღალი და დიდებული მთავარსარდალი, რომელმაც უთხრა: "გსურს მებრძოლთა პირველ რიგში ჩადგე?" იოსებმა საშინელი სიძულვილი და აღშფოთება იგრძნო მოწინააღმდეგეთა მიმართ და გახარებული დათანხმდა. მთავარსარდალმა ის პირველ რიგში გადაიყვანა, სადაც ერთი-ორი მონაზონი იდგა და უთხრა: "ვისაც სურს, რომ მამაცურად ებრძოლოს ამ პირქუშ მტერს, წინ არ აღვუდგები, დავეხმარები". ბერი გონს როცა მოვიდა, საკუთარ თავს შეუძახა: "აბა, მდაბალო იოსებ, აღასრულე დაპირება". მართლაც, მალე მისი განსაცდელები უფრო გაძლიერდა.


ბეჭდვა
1კ1