ნუ გეშინია, ღმერთი დაგეხმარება!
ნუ გეშინია, ღმერთი დაგეხმარება!
ერთხელ მამა პაისი ათონელთან კრეტელი ელეფთერი ჩავიდა რჩევის საკითხავად. ელეფთერს უამრავი მოვალეობა ჰქონდა და უჭირდა, რაზეც ემოციურად მოუყვა ბერს. მამა პაისიმ ღიმილით უთხრა: "ნუ გეშინია, ღმერთი დაგეხმარება!" კაცმა აქ უკვე ვეღარ მოითმინა და შეეპასუხა: "კარგი რა, მამაო! ღმერთი ერთხელ დაგეხმარება, მეორედაც. მაგრამ განა მოვალეა, მუდმივად გეხმარებოდეს?" მამა პაისიმ სერიოზულად შეხედა: "დიახ, ღმერთი მოვალეა მუდმივად ეხმარებოდეს". ამგვარმა პასუხმა კაცი დაამშვიდა, სულში უსაზღვრო სიმშვიდე იგრძნო. მერე კი ჰკითხა: - ღმერთი რატომ არის მოვალე, რომ დაგვეხმაროსო. მამა პაისიმ ბრძანა: "შვილების გაჩენის მერე მოვალედ თვლი თავს, მათ დაეხმარო. სალონიკიდან ათონზე ავდარში ჩამოხვედი ჩემთან - და ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ შენ მათზე შფოთავ. ასეა ღმერთიც, რომელმაც შეგვქმნა, ვისი შვილებიც ვართ და ასევე ზრუნავს ჩვენზე, რადგან ის ამის აუცილებლობას ხედავს, რომ ჩვენ დაგვეხმაროს. დიახ, ის ვალდებულია, დაგვეხმაროს!"

კაცი შეძრა ამ პასუხმა და შემდგომში უკვე აღარ წუხდა მომავალზე.
ბეჭდვა
1კ1