ლაზარე - ქრისტეს საყვარელი მეგობარი - აღდგა
ლაზარე - ქრისტეს საყვარელი მეგობარი - აღდგა
ლაზარე ქალაქ ბეთანიაში, იერუსალიმის მახლობლად, თავის ორ დასთან ერთად ცხოვრობდა. როგორც სახარება ამბობს, "უყვარდა იესოს ლაზარე და მისი დები". როცა ბეთანიის მახლობად იმყოფებოდა, მაცხოვარი მათთან ცხოვრობდა ხოლმე. ასეთ დროს ხალხი იკრიბებოდა ამ ოჯახში, რათა ესმინათ იესოს სწავლება. ლაზარეს ერთი და-მართა სახლში საქმიანობდა, მეორე და-მარიამი კი იჯდა და გაფართოებული თვალებით შესცქეროდა მაცხოვარს, რათა არცერთი მისი სიტყვა არ გამორჩენოდა.

ლაზარე ოცდაათი წლის იყო-თითქმის თანატოლი მაცხოვრისა. ერთხელ იესოს მოუტანეს ამბავი, რომ მისი მეგობარი შეუძლოდ იყო. იგი წავიდა ბეთანიაში და როცა მივიდა, ლაზარე უკვე ოთხი დღის დამარხული დაუხვდა. დები მგლოვარედ იყვნენ. იესომ ამოიოხრა და ითხოვა, საფლავთან მიმიყვანეთო. იქ მას ცრელი მოერია. დები შესტიროდნენ მას, აქ რომ ყოფილიყავი, ჩვენი ძმა არ მოკვდებოდაო. იესოს საფლავთან (ებარელები მიწაში კი არ ასაფლავებდნენ მიცვალებულს, არამედ კლდის გამოქვაბულში შეასვენებდნენ ხოლმე. ასე დაკრძალეს შემდგომ მაცხოვარიც) მივიდა და დაიძახა: ლაზარე, გამოდი გარეთ! და ლაზარე-ქრისტეს საყვარელი მეგობარი აღდგა.

მაგრამ ეს ამბავი არ მთავრდება. ლაზარეს აღდგომის შემდეგ, ვინც ეს სასწაული ნახა, ბევრმა იწამა იესო ქრისტე. ამიტომ მაცხოვრის მტრებმა ლაზარესადმი გულში ძვირი ჩაიდეს. უფლის აღდგომის შემდეგ, როცა დაიწყეს მისი მოწაფეების დევნა, ლაზარე პალესტინიდან კვიპროსის ქალაქ კიტიოში გაემგზავრა. აქ ის პავლე მოციქულს შეხვდა, რომელმაც ქალაქის პირველ ეპისკოპოსად დაადგინა. მთელი დარჩენილი სიცოცხლე მან ამ ქალაქში გაატარა, მიუძღოდა რა ადამიანებს უფლის გზაზე. გარდაიცვალა იგი 60 წლის ასაკში. მის საფლავის ქვაზე ასეთი წარწერაა: "ლაზარე, ქრისტეს მეგობარი, ოთხი დღის შემდეგ მკვდრეთით აღმდგარი".



ბეჭდვა
1კ1