კურთხეულ იყოს სახელი შენი
კურთხეულ იყოს სახელი შენი
მამა იერონიმე ეგინელს კელიაში გერმანელი ჯარისკაცის მიერ დატოვებული ყუმბარა აუფეთქდა და მარცხენა ხელთან ერთად სმენაც დაკარგა. მამა იერონიმე ღმერთს მადლობდა და ხშირად ამბობდა: "უფალო, არაფერი მქონდა, როცა დავიბადე. შენ შემქმენი და ყველაფერი მიბოძე, კურთხეულ იყოს სახელი შენი, და თუ ჩემი სულისთვის სასარგებლო იქნება, წაიღე ჩემი მეორე ხელიც".

ერთი წლის მერე მან ძილში წმინდა უვერცხლოდმკურნალნი ნახა და სმენა დაუბრუნდა, არადა, ექიმთა აზრით, ეს შეუძლებელი იყო. სამადლობლად მამა იერონიმემ თავისი სკიტიდან ორას მეტრში წმინდა უვერცხლოდმკურნალთა სახელზე პატარა საყდარი ააშენა.


ბეჭდვა
1კ1