რომ იძახი, მწამსო, არა ლოცულობ და რა რწმენა შენ გაქვს?!
რომ იძახი, მწამსო, არა ლოცულობ და რა რწმენა შენ გაქვს?!
საგურამოელი ქალბატონი პელაგია წერდა: "მქონდა მიომა და ფიბრომა. საოპერაციო ვიყავი. სნეულების გამო ენა მიბუჟდებოდა. ნათესავმა მამა გაბრიელის (ურგებაძე) ზეთი მოიტანა. ორჯერ რომ წავისვი, უკეთესობა ვიგრძენი, მესამედ რომ უნდა წამესვა, ენის დაბუჟება კიდევ ვიგრძენი. მაინც არ მშველის-მეთქი და იმავე საღამოს ისე დავწექი, რომ აღარ წამისვამს ზეთი. ვნახე სიზმარი: დიდწვეროსანი მღვდელი შემოვიდა ჩემთან სახლში და მითხრა: რომ გაიძახი, - არ მიშველა, არ მიშველაო, რამ უნდა გიშველოს, როცა არ გილოცია. აბა, ილოცე, თუ არ გიშველოს. შემომხედე მე, მღვდელი ვარ და წვერი მაქვს. წვერი რომ არა მქონდეს, მღვდელი ვიქნები? რომ იძახი, მწამსო, არა ლოცულობ და რა რწმენა შენ გაქვს?! ილოცე და გეშველებაო.

გამომეღვიძა. გავაგრძელე ზეთის წასმა. თან ვლოცულობდი. გუშინ გადავიღე ექოსკოპია. აღარაფერი მჭირს".


ოპერაციის დროს აღმოჩნდა, რომ სიმსივნე აღარ ჰქონდა
თბილისელი გულნარა აღნიაშვილი წერს: "ჩემს ძმას ჰქონდა თავში ავთვისებიანი სიმსივნე - უკვე ბოლო სტადიაში იყო, მეტასტაზები - გასული. მხედველობა დაკარგული ჰქონდა და გონება - დაქვეითებული. მამა გაბრიელის ზეთს თავზე ვუსვამდით და ძლიერი ტკივილი მომენტალურად უჩერდებოდა. ორი კვირის შემდეგ ოპერაცია გავუკეთეთ. ოპერაციის დროს აღმოჩნდა, რომ სიმსივნე აღარ ჰქონდა. არადა ოპერაციას არ უკეთებდნენ - აზრი არა აქვსო. ხელიც მოგვაწერინეს, რომ პასუხს არ აგებდნენ. იმ ორი კვირის განმავლობაში წამალი არ დაგვილევინებია, მხოლოდ მამა გაბრიელის ზეთს ვუსვამდით. დღეს ის ჯანმრთელად და კარგად არის".
ბეჭდვა
1კ1