ნუ გაამართლებ ღარიბს, თუ ის მართალი არ არის და ნუ გაამტყუნებ მდიდარს, თუ ის სუფთაა ამ საქმეში
ნუ გაამართლებ ღარიბს, თუ ის მართალი არ არის და ნუ გაამტყუნებ მდიდარს, თუ ის სუფთაა ამ საქმეში
წმინდა ეპიფანეს ეპარქიაში მსახურობდა ერთი დიაკვანი, წიგნების მწერალი, რომელიც გამოირჩეოდა ღვთისმოშიშებითა და სიბრძნით. წმინდა ეპიფანემ მას საეკლესიო სასამართლოს გაძღოლა უბრძანა. ერთხელ მასთან ორი მომჩივანი მიიყვანეს, ერთი - მდიდარი, მეორე - ღარიბი. დიაკვანმა ღარიბის მხარე დაიჭირა, თუმცა სიმართლე მდიდრის მხარეს იყო. წმინდა ეპიფანე საიდუმლო ადგილიდან თვალყურს ადევნებდა ამ სასამართლოს. როცა დიაკვანს ღვთისმსახურების რიგი დაუდგა, წმინდა ეპიფანემ მიიხმო და უთხრა: - წადი, შვილო, გადაწერე წიგნები და ისწავლე, შიგ რაც წერია, რათა განიბრძნო და გადაწყვიტო ძნელი საქმეები. ხოლო სასამართლოზე ნუ გაამართლებ ღარიბს, თუ ის მართალი არ არის და ნუ გაამტყუნებ მდიდარს, თუ ის სუფთაა ამ საქმეში. წმინდა ეპიფანემ დიაკვანი სასამართლოს ჩამოაშორა და დილიდან საღამომდე თვითონ განსჯიდა და აძლევდა ხალხს სამართალს.

* წმინდა ბარსანოფი ოპტელი ჰყვებოდა: "მამა ილიოდორთან ახლოს არ ვყოფილვარ, მთელი ჩვენი ურთიერთობა საქმიანი, მშრალი და ოფიციალური იყო. მისი სიკვდილის დღეს, საზეიმო წირვის მერე რატომღაც ვკითხე: "აბა, ძმაო, რაიმე თუ მოიმზადე სამგზავროდ?" კითხვა ისეთი მოულოდნელი იყო მისთვისაც და ჩემთვისაც, რომ მამა ილიოდორი დაიბნა კიდეც. ლანგრიდან შაქარლამა ავიღე, ხელში ჩავუდე და ვუთხარი: "აჰა, შენ ეს, სამგზავროდ".
ბეჭდვა
1კ1