მე მოვალე ვარ, მათ ვუთხრა ის, რის თქმასაც ღმერთი შთამაგონებს
მე მოვალე ვარ, მათ ვუთხრა ის, რის თქმასაც ღმერთი შთამაგონებს
სქემარქიმანდრიტი ზაქარია (მინაევი, +1936) ამბობდა: "უფალს ვთხოვე, შემოსულიყო ჩემში, რათა მე თავით თვისით რაიმეს თქმა არ გამებედა, არამედ მხოლოდ ის, რის თქმასაც უფალი მიბრძანებდა. ზოგჯერ კეთილკრძალული შიში შემიპყრობს, როცა შიგნიდან ღვთის ძალასა და ხმასა ვგრძნობ. ვიცი, რომ ზოგჯერ ადამიანებს ჩემი სიტყვით ტკივილს ვანიჭებ და ზოგჯერაც ღმერთი ანუგეშებს მათ ჩემი სიტყვებით, მაგრამ მე მოვალე ვარ, მათ ვუთხრა ის, რის თქმასაც ღმერთი შთამაგონებს: თავით თვისით ახლა აღარაფერს ვამბობ, არაფერს და ყოველთვის ახდება სიტყვა ღვთისა, რამეთუ იგია ჭეშმარიტება და ცხოვრება".






ბეჭდვა
1კ1