განთიადის ჟამი დადგება
განთიადის ჟამი დადგება
მამა ბარნაბა გეთსიმანიელმა (+1906) ბევრის წინაშე იწინასწარმეტყველა სარწმუნოებისთვის მომავალი დევნა და ურჩევდა, როგორ ეცხოვრათ იმ საშინელ ათწლეულებში. მამა ბარნაბა ბრძანებდა: "სარწმუნოებისთვის დევნა თანდათან გაძლიერდება. არნახული ბნელი და მწუხარება მოიცავს ყველას და ყველაფერს, ტაძრებს დახურავენ. ხოლო როცა დათმენა შეუძლებელი გახდება, განთავისუფლებაც მოვა. განთიადის ჟამი დადგება. ტაძრები ხელახლა აიგება. დასასრულის წინ განთიადი იქნება.


განიწინდე თავი სულიერად
მამა პორფირე კავსოკალიველს 17 წლისას საღვთო ლიტურგიაზე უფლის სისხლსა და ხორცთან ზიარების მერე მიეცა დაფარულმცოდნეობისა და წინასწარმეტყველების მადლი, რომელიც მთელი სიცოცხლე არ მოჰკლებია. ერთხელ ჰკითხეს: "მამაო, ღვთისთვის თუ გითხოვიათ რაიმე ქარიზმის მიღება?" უპასუხა: "არასოდეს, ფიქრადაც არ მომსვლია, თუმცა ეს ღვთის მადლით მოვიდა. ამის თხოვნა არ შეგიძლია, განიწინდე თავი სულიერად და ღმერთი მოგცემს მას, თუკი ღირსი იქნები".

ბეჭდვა
1კ1