უნდა შეიყვარო და დაიცვა ქრისტიანები
უნდა შეიყვარო და დაიცვა ქრისტიანები
წმინდა კოზმა ათონელის სახელი ბევრისთვისაა ცნობილი. "კარიბჭის" ფურცლებზეც ხშირად გვისაუბრია მასზე და მისი წინასწარმეტყველების მადლზე. მის სახელზე პირველი ტაძარი აუგია ალბანელ ფეოდალს ვაჰირ ალი ფაშა ტეპენელს. ერთხელ, როცა ალი ფაშა ჯერ კიდევ ბეი იყო, მას წმინდა კოზმამ უთხრა, - მალე მთელ სამყაროში გაითქვამ სახელს, მხოლოდ ალბანეთში კი არა, სხვაგანაც დაიპყრობ ქალაქებს. დიდ სახელს დატოვებ სოფელში. ასეთია ნება ღვთისა. მაგრამ დაიმახსოვრე, თუ გინდა, რომ ხელისუფლება შეუნარჩუნო შენს მემკვიდრეებს, უნდა შეიყვარო და დაიცვა ქრისტიანებიო. ოცდაათი წლის მერე, როცა მისი წინასწარმეტყველება ახდა, ალი ფაშას გაახსენდა წმინდა კოზმას ნათქვამი. მღვდელმთავარს დაავალა მონასტრის აშენება, სადაც წმინდა კოზმას ნეშტი გადაასვენებინა, ხოლო წმინდანის პატიოსანი თავი ვერცხლით მოაჭედვინა.

ბეჭდვა
1კ1