"უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო..."
"უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო..."
წმინდა გრიგოლ ხანძთელი ერთხელ ეწვია წმინდა მეფე აშოტ კურაპალატს. მეფემ ღირს მამას ასე მიმართა: ისრაელის მეფეებს ღმერთი დროდადრო წინასწარმეტყველებს აღუდგენდა შჯულისა ზღუდედ, მორწმუნეთა სიქადულადო. გრიგოლმა მიუგო: "დავით წინასწარმეტყველისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ხელმწიფეო, მეფობა და სათნოებანიცა მისნი დაგიმკვიდრენ ქრისტემან ღმერთმან, რომლისათვისცა ამას მოგახსენებ: "არა მოაკლდეს მეფობაი შვილთა შენთა და ნათესავთა მათთა ქვეყანათა ამათ უკუნისამდე ჟამთა, არამედ იყვნენ იგინი მტკიცედ უფროის კლდეთა მყართა და მთათა საუკუნეთა და დიდებულ უკუნისამდე", - ამგვარად იწინასწარმეტყველა წმინდა გრიგოლმა ბაგრატოვანთა ათასწლოვანი მეფობა საქართველოში.


ბეჭდვა
1კ1