დიდი მღვდელმთავარი მოწამის გვირგვინით შეიმოსა
დიდი მღვდელმთავარი მოწამის გვირგვინით შეიმოსა
წმინდა პეტრე ალექსანდრიელი ჭეშმარიტი რწმენის აღსარებისთვის დაიჭირეს და სიკვდილი მიუსაჯეს. მაშინ ალექსანდრიელი ქრისტიანები შეიკრიბნენ და იმ სახლთან მივიდნენ, სადაც მღვდელმთავარი ჰყავდათ დამწყდეული. სარდალი, რომელსაც მისი მოკვლა ჰქონდა დავალებული, ხელსაყრელ დროს უცდიდა მეფის დავალების აღსასრულებლად. თუ ახლა დასჯიდა, მაშინ ხალხი აუჯანყდებოდა, მაგრამ ქრისტიანები არ იშლებოდნენ. წმინდანს საყოველთაო სისხლისღვრა ნამდვილად არ სურდა და თვით ქრისტიანობის მდევნელშიც კი მეფეს ხედავდა და სათანადო პატივს მიაგებდა. ამიტომაც სარდალთან მცველი გაგზავნა და ურჩია: "ხომ გინდა მეფის ბრძანება აღასრულო, ამიტომ ღამით კედლის ქვეშ გვირაბი გათხარეთ და იქიდან გამიყვანეთო". გაოცდა სარდალი, გაუხარდა და რჩევა შეასრულა. ღამით წმინდა პეტრე გაიყვანეს და თავი მოჰკვეთეს. მეორე დღეს მორწმუნე მრევლმა შეიტყო, რომ დიდი მღვდელმთავარი მოწამის გვირგვინით შეიმოსა.
ბეჭდვა
1კ1