შენ არ შეგწევს ძალა, მაგრამ უფალი გაგაძლიერებს
შენ არ შეგწევს ძალა, მაგრამ უფალი გაგაძლიერებს
ქრისტიანებს დღესაც განამხნევებს მაგალითი მეფე სტეფანე დუშანისა, რომელიც ძალზე წუხდა, როცა მუსლიმანთაგან შევიწროებულ ქრისტიანებს ხედავდა. მას წმინდა გიორგი გამოეცხადა და უთხრა: შენ არ შეგწევს ძალა, მაგრამ უფალი გაგაძლიერებს. წადი, გაილაშქრე თურქების წინააღმდეგ, მე ვიქნები შენ გვერდით, ოღონდ ჩემი ხატი, რომლის წინაშეც ლოცულობდი, ათონზე ზოგრაფის მონასტერში გააგზავნეო. ორმოცი წელი ებრძოდა წმინდა სტეფანე თურქებს და მუსრს ავლებდა, ტყვედ ჩავარდნილნი კი ჰყვებოდნენ ერთ უშიშარ მეომარზე, რომელიც მუსრს ავლებდა მათ ნაწილებს - ის წმინდა გიორგი იყო. შემდგომში წმინდა მეფე სტეფანემ აღასრულა წმინდა გიორგის ნება და მისი წმინდა ხატი ათონზე, ზოგრაფის მონასტერში გაგზავნა.

***
თეოდულია, ანუ ღვთისმსხურება იყო უმთავრესი ნიშანი სერბ მეფეთა. "ქრისტე ღმერთის მონა" - ასე ეძახდნენ საკუთარ თავს და ასე აწერდნენ ხელს სერბი მეფეები. მათი სასახლეები არ შემორჩენილა, სამაგიეროდ, დღესაც დგანან მათ მიერ აგებული დუშბინები - პატარა თუ დიდი ტაძრები. კოსოვოს ბრძოლის წინ, 1371 წელს, წმინდა მეფე ლაზარეს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და შესთავაზა, ან ზეციური სასუფეველი (სამეფო), ანდა მიწიერი მეფობა. წმინდა მეფე ლაზარემ წარმავალი მიწიერი მეფობის ნაცვლად ღვთის სასუფეველი აირჩია და ბრძოლის ველზე დაეცა. მისი მაგალითი კი დღესაც განამხნევებს მართლმადიდებელ ქრისტიანებს.
ბეჭდვა
1კ1