ტილოზე მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი აღიბეჭდა
ტილოზე მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი აღიბეჭდა
ედესის მეფე ავგარმა როცა შეიტყო ქრისტეს მიერ მოხდენილ სასწაულებზე, გაოცებულმა თქვა, - ასეთი რამ მხოლოდ ღმერთს შეუძლიაო. ავგარს კეთრი სჭირდა. თვითონ ვერ მოახერხებდა იერუსალიმში წასვლას, ამიტომაც მაცხოვართან თხოვნით კაცი გაგზავნა და ედესში ჩასვლა სთხოვა. ეჭვობდა, რომ იესო ქრისტე ჩასვლას შესძლებდა. ამიტომ გამოცდილი მხატვარი ანანია გააყოლა წერილს - იესოს სახე ტილოზე უნდა აღებეჭდა. მაცხოვარმა წერილი გაუგზავნა და მადლობა გადაუხადა ავგარს, ჩემი ამაღლების შემდეგ ჩემს ერთ-ერთ მოწაფეს გამოგიგზავნი, რომელიც სნეულებისგან განგკურნავსო. მერე უფალმა წყლის მოტანა ბრძანა, სახე დაიბანა, ტილოთი შეიწმინდა, ტილოზე ამ დროს მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი აღიბეჭდა. მისცა ეს წმინდა ხატი და წერილი ანანიას და ავგართან გაგზავნა. თავისი ამაღლების მერე მაცხოვარმა ედესის მეფესთან თადეოზ მოციქული გაგზავნა, რომელმაც იგი კეთრისგან განკურნა.
ბეჭდვა
1კ1