გწამდეს ჩემი, დედაკაცო
გწამდეს ჩემი, დედაკაცო
მეფე ზენონი ფრიად მოწყალე იყო და მარადის კეთილს უყოფდა გლახაკთ. ერთხელ მეფემ ქვრივ დედაკაცს ასული მოსტაცა. გამწარებული დედა შევიდა ტაძარში, ღვთისმშობლის ხატთან დაემხო და შესთხოვა: "დედოფალო ყოველთა დაბადებულთაო, ჩემს მაგივრად სამაგიერო მიუზღე მეფესა ზენონს". ამას ყოველდღე შესტიროდა. გამოეცხადა ღვთისმშობელი და უთხრა: "გწამდეს ჩემი, დედაკაცო, შენი ცრემლების გამო მრავალგზის შურისძიება განვიზრახე, მაგრამ ხელნი მისნი მაჩერებენ, რამეთუ იგი ფრიად მოწყალეა და წყაროსავით გაედინება მის ხელთაგან მოწყალება, ხოლო მოწყალე კაცის ძვირისყოფა არავის ძალუძს".
ბეჭდვა
1კ1