კეისარს კეისრისა მიაგო
კეისარს კეისრისა მიაგო
იულიანე განდგომილმა სპარსელების წინააღმდეგ ჯარი დაძრა. გზად კაპადოკია გაიარეს, სადაც ამ დროს მღვდელმთავრობდა წმინდა ბასილი დიდი. წმინდანმა, მაცხოვრის სიტყვისაებრ, "კეისარს კეისრისა მიაგო" - იულიანეს, როგორც ცხებულ მეფეს დახვდა და სამი ქერის პური მიართვა. იულიანემ კი ბრძანა, ბასილისთვის თივის ძნა მიეცათ და უთხრა: "აი, ჩვენთან საქონლის საჭმელი და დარწმუნებული იყავი, რომ თივას გაჭმევ, როცა სპარსეთიდან დავბრუნდებიო". წმინდა ბასილი კელიაში დაბრუნდა და ღმერთს შესთხოვა, განენათლებინა განდგომილი თვისი მადლით, თუმცა ღვთის რისხვა მოეწია იულიანეს და სპარსელებთან ომში უხილავმა მარჯვენამ განგმირა იგი.






ბეჭდვა
1კ1