უფლის ნებას მხეციც მორჩილებს
უფლის ნებას მხეციც მორჩილებს
ყველამ იცის, თუ რამდენი შრომა სჭირდება გარეული მხეცის მოთვინიერებას. სასურველი შედეგის მისაღებად ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყოს მისი გაწვრთნა. მაგრამ ის ბოლომდე სანდო მაინც არ არის, რადგან არავინ იცის, როდის გაიღვიძებს მასში ისევ ველური ნადირი.

სულ სხვაა, როდესაც უფლის განგებულებით მხეცი ისეთივე თვინიერი ხდება, როგორც შინაური ცხოველი.
ღირსი მამა გერასიმე მოღვაწეობდა V საუკუნეში მდინარე იორდანეს მახლობლად თავისსავე დაარსებულ მონასტერში.
ერთხელ მან ნახა ლომი, რომელსაც თათში ეკლები ჰქონდა შესობილი. წმიდა მამამ ცხოველს ეკლები გამოუღო და ნაიარევი მოურჩინა. ადამიანს და ცხოველს ერთმანეთის არ შეშინებიათ,
ლომი ხუთი წელი ემსახურებოდა წმინდანს-ასრულებდა მის ყოველ დავალებას. როდესაც წმიდა გერასიმე გარდაიცვალა, ნადირმა ძლიერ იდარდა. აღარ ჭამდა და სვამდა, ტიროდა და დარბოდა. ღონემიხდილი ლომი წმინდანის საფლავზე გარდაიცვალა.

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1