წმინდა საბას ლავრა-ქართული კულტურის ცენტრი
წმინდა საბას ლავრა-ქართული კულტურის ცენტრი
ქართული კულტურისთვის განსაკუთრებული ნიშვნელობა ჰქონდა ქართველ ბერ-მონაზონთა მოღვაწეობას იერუსალიმის მახლობლად მდებარე საბა განწმენდილის ლავრაში, რომელიც    483-484 წლებში დაარსდა. საბას ლავრა, ანუ "საბაწმინდას" ლავრა, იერუსალიმიდან სამხრეთაღმოსავლეთით, დაახლოებით, 13-15 კილომეტრზე მდებარეობს. მონასტრის დამაარსებელი წმინდა საბა განწმენდილი (439-532) წარმოშობით (ისევე, როგორც წმინდა ნინო) კაბადოკიიდან იყო. წმინდა  საბას ლავრა იყო ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი და ამავე დროს უძველესი ცენტრი საზღვარგარეთ, სადაც VIII-IX სს-ში ქართველთა ლიტერატურული მოღვაწეობა და ხელნაწერთა გადაწერასთან დაკავშირებული საქმიანობა მიმდინარეობდა. აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართველი მწიგნობრები: მარტვილი მონაზონი, სეითი, მაკარ ლეთეთელი, ამონა, ბასილი საბაწმინდელი, არსენი, იოანე-ზოსიმე (რომელიც არის გადამწერი მნიშვნელოვანი ქართული ძეგლისა - "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი"), სვიმეონ მგალობელი, მიქაელ ჩიხუარელი და სხვები. აქ უნდა იყოს შესრულებული IX საუკუნეში ქართული ოთხთავის საბაწმინდური რედაქცია, რომელიც იხსენიება წმ.გიორგი მთაწმინდლის ცნობილ ანდერძში. 

KARIBCHE

***
იერუსალიმის მახლობლად – ბაიით ვეგანში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების დროს ისრაელელმა არქეოლოგებმა ტყვიის ორმხრივგამოსახულებიანი უაღრესად იშვიათი საბეჭდავი აღმოაჩინეს, რომელიც ჯვაროსნული ლაშქრობების პერიოდით დაათარიღეს. საბეჭდავის ერთ-ერთ მხარეს წარმოდგენილია ჰიმატიონში შემოსილი წმიდანი ჯვრით ხელში. მარცხენა ხელში მას, სავარაუდოდ, სახარება უკავია. თანმხლებ ბერძნულ განმარტებით წარწერაზე "წმიდა საბა" იკითხება. საბეჭდავის მეორე მხარეს ამოტვიფრული ბერძნული ტექსტი შემდეგნაირად ითარგმნება: "ეს არის წმიდა საბას ლავრის საბეჭდავი".

KARIBCHEKARIBCHE

ბეჭდვა
1კ1