წირვის დროს ხშირად ხედავდა ბარძიმის თავზე მოფარფატე თოვლივით თეთრ მტრედს
წირვის დროს ხშირად ხედავდა ბარძიმის თავზე მოფარფატე თოვლივით თეთრ მტრედს
ხშირად ბავშვები იმას ხედავენ, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ. ოპტელი იღუმენი თედოსი (პოპოვი) ყვებოდა ბებიის მონათხრობს: 7-8 წლის გოგონას თურმე ძალზე უყვარდა ტაძარში სიარული, როცა კი ზარს დარეკავდნენ, მიატოვებდა მეგობრებს და ტაძარში მიჰქროდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ წირვის დროს ხშირად ხედავდა ბარძიმის თავზე მოფარფატე თოვლივით თეთრ მტრედს. ეს ამბავი მეგობრებსაც გაანდო... ერთად დგებოდნენ ამბიონის წინ და ელოდნენ მტრედის გამოჩენას, რომელიც მხოლოდ ერთი მოხუცი მღვდლის წირვაზე ფრთების ქნევით ბარძიმის თავზე ჰაერში ჩერდებოდა. ბავშვებმა ამის შესახებ მშობლებს უამბეს, მათ კი იმ მოხუც მოძღვარს და მას შემდეგ მტრედიც არ გამოჩენილა...


საუკუნო ნათელი
ღირსი გრიგოლ სინელის მოწაფე აარონი ბრმა იყო. წმინდა გრიგოლი ხშირად უხსნიდა მას, რომ ხორციელ თვალთა სიბრმავე არა მარტო განწმენდს სულიერ თვალს, არამედ საუკუნო ნათელს მისცემს მათ, ვინც მას მადლიერებით დაითმენენ. აარონმა უფალს სულიერი თვალის ახელა შესთოვა. ღმერთმა მოხედა მის სიმდაბლეს: მას სულიერი თვალნი იმდენად აეხილა, რომ მეტად აღარ სჭირდებოდა ხორციელი თვალებით ცქერა. მეგზურიც აღარ უნდოდა. ის შორს მყოფთა ქცევასაც ხედავდა. ერთხელ ის ბერ იაკობთან ერთად ერთ მონაზონთან მიდიოდა. ჯერ კიდევ შორს იყვნენ იმ ბერის კელიიდან, რომ აარონმა უთხრა იაკობს: "მონაზონს, ვისთანაც მივდივართ, ხელთ წმინდა ოთხთავი უპყრია და სახარების ამა და ამ თავს კითხულობსო". როცა კელიაში შევიდნენ, მონაზონი მართლაც სახარების იმ თავს კითხულობდა...
ბეჭდვა
1კ1