იქ, სადაც ბავშვებია - თბილა და კარგია
იქ, სადაც ბავშვებია - თბილა და კარგია
* "მაშინ 23 წლისა ვიყავი, - ჰყვება ერთი ხელოსანი, - ადრე დავქორწინდი, დავწვრილშვილდი, მაგრამ როცა ჩემი ოჯახი შიმშილობდა, მე ვლოთობდი. ერთხელ შინ გალეშილი მივედი... ვხედავ, ვიღაც ახალგაზრდა მღვდელი ზის და ჩემს შვილს ალერსით რაღაცას უყვება. ბავშვიც ყურადღებით უსმენს. გავბრაზდი, გალანძღვა დავაპირე. წავედი მისკენ, მან ამ დროს ისე ალერსიანად, სერიოზულად შემომხედა, რომ შევჩერდი. შემრცხვა. თვალები დავხარე, ის კი თითქოს სულში მიყურებდა. საუბარი დაიწყო: შინ სამოთხე გაქვს. იქ, სადაც ბავშვები არიან - თბილა და კარგია. ეს სამოთხე არაფერზე არ უნდა გავცვალოთო. არ მადანაშაულებდა, სულ მამართლებდა, თუმცა არ ვიყავი გასამართლებელი. წავიდა და მდუმარედ დამტოვა. არ ვტიროდი, თუმცა სული ცრემლით მქონდა სავსე. ცოლი მიცქერდა... მას მერე ადამიანად ვიქეცი". ეს მამა კი წმინდა იოანე კრონშტადტელი გახლდათ.

* სულიერად ძლიერი იყო წმინდა ლუკა (ვოინო-იასენეცკი), მღვდელი და ქირურგი. იმ საყოველთაო სულიერი დაბრმობის წლებში არ უშინდებოდა ბოლშევიკურ ტერორს. ერთხელ ერთ სახალხო სასამართლოზე მას კოლეგა ექიმების დაცვა მოუხდა. ბრალმდებელმა ჰკითხა:

- ღმერთის როგორ გწამთ, მღვდელო და პროფესორო ვოინო-იასენეცკი? განა გინახავთ ღმერთი?

- ღმერთი მართლაც არ მინახავს, - უთხრა მას წმინდა ლუკამ, - მაგრამ ბევრისთვის თავის ტვინის ოპერაცია გამიკეთებია, თავის ქალა გამიხსნია, მაგრამ იქ არც ჭკუა და არც სინდისი არ შემინიშნავს.
ბეჭდვა
1კ1