ეს რა არის, ამაზე მეტი თავად მზის გამჩენის ყურებაა
ეს რა არის, ამაზე მეტი თავად მზის გამჩენის ყურებაა
* გაბრიელ ბერი (ურგებაძე) შუადღის მზეს შუაგულ დისკოში ისე უყურებდა, როგორც ჩვენ - მთვარეს. როცა ამის შესახებ სულიერმა შვილმა გაკვირვებულმა ჰკითხა, მიუგო: - ეს რა არის, ამაზე მეტი თავად მზის გამჩენის ყურებააო.

* ერთ მოხუც მასწავლებელს თვალები სტკიოდა და თვალის დისპანსერში მკურნალობდა. მიუხედავად ექიმების მცდელობისა, დაბრმავდა. ქალი მორწმუნე იყო, ამიტომ გული არ გაუტეხია, რამდენიმე დღე თვალებზე ნათლისღების წყალში დასველებული ქსოვილი ჰქონდა აკრული. ექიმების გასაოცრად, ერთ მშვენიერ დღეს ქალმა კარგად დაინახა.

* ერთმა ახალგაზრდა ქალმა თავისი ბრმადშობილი ვაჟი მოსკოვში წაიყვანა სამკურნალოდ. ექიმებმა გამოიკვლიეს და ოპერაცია დანიშნეს. ქალს შეეშინდა, მოჰკიდა ბავშვს ხელი და საავადმყოფოდან გამოიქცა. გზად წმინდა პანტელეიმონის ეკვდერთან გაიარა, სადაც უამრავი ხალხი შეკრებილიყო, ყველა მამა არისტოკლეს უცდიდა, რომლის ლოცვით მრავალი ადამიანი განკურნებულიყო. ქალი დაესწრო პარაკლისს, მერე ჯვართან მივიდა, ხელთ ბავშვი ეპყრა, რომელიც მძინარეს ჰგავდა. მამა არისტოკლემ პატარას ორივე თვალზე ზეთი სცხო; დედას კი უთხრა, ერთი წლის მერე შვილთან ერთად ჩამოხვალო. ქალი ჩამოვიდა, რამდენიმე თვე დარჩა, მამა არისტოკლე ყოველდღე სცხებდა ზეთს. ერთხელ პატარამ თავისი ცისფერი თვალებით დღის სინათლე იხილა და, რაც მთავარია, საყვარელი დედიკო დაინახა.
ბეჭდვა
1კ1