მე კი ნუ მეთაყვანები, ქრისტეს ეთაყვანე
მე კი ნუ მეთაყვანები, ქრისტეს ეთაყვანე
ერთხელ წმინდა არსენ კაპადუკიელთან ბრმა მუსლიმანი მიიყვანეს, სახელად ფატიმა, რათა მისთვის ლოცვა წაეკითხა. ოთხშაბათი იყო, ამ დღეს წმინდა არსენი დაეყუდებოდა და ხმასაც კი არავის სცემდა. თანამგზავრებმა ქალი მიატოვეს, თვითონ კი სოფელში წავიდნენ. ამ დროს ერთი ფარასელი ხელმოგრეხილი ქალი მოვიდა, მამა არსენის კელიის ზღურბლიდან მიწა აიღო, ხელზე წაისვა და განიკურნა (ასე იქცეოდნენ ფარასელები, როცა მამა არსენი დაეყუდებოდა ხოლმე). ბრმა ქალს თვალი რომ მოჰკრა, ჰკითხა, აქ რას უცდიო. ფატიმა თავის გასაჭირს მოუყვა: დროს რად კარგავ? არ იცი, რომ მამა არსენი ოთხშაბათ-პარასკევს კარს არ აღებს? აიღე ზღურბლიდან მიწა, თვალებზე წაისვი და განიკურნებიო.

ფარასელი თავის საქმეზე წავიდა. მოსმენილით გაოგნებულმა ფატიმამ ხელის ცეცებით ძლივს მიაგნო ზღურბლს, მიწა თვალებზე წაისვა და უკვე დაბინდულად დაინახა. გახარებულმა კარებზე ბრახუნი დაიწყო. მამა არსენმა გამონაკლისი დაუშვა, გააღო და ჰკითხა, - რა გინდაო. ქალმა აუხსნა, მაშინ მამა არსენმა აიღო სახარება და ფატიმას თავზე წაუკითხა. იგი მაშინვე განიკურნა. ქალი ფეხებში ჩაუვარდა წმინდა არსენს და ფეხებზე დაუწყო ამბორი. მამა არსენმა შეაჩერა და უთხრა: "თუ თაყვანისცემა გინდა, მე კი ნუ მეთაყვანები, ქრისტეს ეთაყვანე, რომელმაც მხედველობა მოგცაო".

გახარებული ქალი სიხარულით გაიქცა თანამგზავრებთან.
ბეჭდვა
1კ1