როგორ ვადიდოთ უფალი
როგორ ვადიდოთ უფალი
წმინდა ნექტარიოს ოპტელი ჰყვებოდა მამა ელეაზარზე, ანზერის სკიტის განდეგილზე: მამა ელეაზარმა თავისი ღვთივსათნო მოსაგრეობით მოიპოვა მადლი ცრემლთა ღვრისა. ერთ ღამეს ღირსი მამა თავისი სენაკიდან გამოვიდა და მიმოიხედა. მთვარის შუქით განათებული, საოცრად ლამაზი იყო ანზერის სკიტი. ირგვლივ მყუდროება სუფევდა, მხოლოდ მდინარე ჟიზდრას დუდუნი არღვევდა ამ იდილიას. მამა ელეაზარი აცრემლდა და საღმრთო სიყვარულით შემუსვრილი გულიდან აღმოხდა: "ჰოი, უფალო, რა მშვენიერია შენი ქმნილება! მე, მატლმა შეურაცხმა, როგორ გადაგიხადო მადლობა ყველა იმ წყალობისთვის, რაც ჩემთვის, ცოდვილი სულისთვის, გაიღეო". ღირსი მამის ლოცვის ძალით განიხვნა ზეცა, მამა ელეაზარს მიეცა სულიერი ხედვა და დაინახა გუნდნი ანგელოზთა, საკვირველად რომ ადიდებდნენ უფალს იმავე გალობით, ქრისტეშობას რომ იგალობეს: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა! ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება". უხილავმა ხმამ მიმართა ღირს მამას: "შენც, ელეაზარ, ამ სიტყვებით შესწირე მადლობა უფალს, შენს შემოქმედსა და გამომსყიდველს".
ბეჭდვა
1კ1