მორჩილება ყველაზე აღმატებულია. ყველაფერი მორჩილების მიერ შეიძინება
მორჩილება ყველაზე აღმატებულია. ყველაფერი მორჩილების მიერ შეიძინება
მამა ხარლამპე დიონისიატელი
წერილი სულიერ შვილს (დასასრული)
"...მონასტერში ბევრი მადლია. იქ არიან იქაური წმინდანები, იქ ბევრი წმინდა ნაწილია და როცა ლოცულობ, მადლი უხვად გამოგეცხადება. მოვა გაბრწყინება, გულის შემუსვრილება, შენ შიგნით გრძნობ სიხარულსა და მხიარულებას. მოვა ჟამი და ლოცვას დაიწყებ, განგეხსნება გონება და გაოცებული აღმოაჩენ, რომ უკიდურესი სიცხადით გესმის ლოცვაც და მისი აზრიც, რასაც ღვთისმსახურებაზე გალობენ. შენ ნამდვილი ღვთისმეტყველი შეიქმნები.

ყველაფერ ამას გეუბნები როგორც მოძღვარი, ნათქვამზე პასუხისმგებელი. ეს მართლაც ხდება მის თავს, ვინც ძალისხმევას გამოიჩენს. მხოლოდ თავნებები და ზარმაცები მარცხდებიან.

ასეთი იყო ჩვენი საუბარი ამ მონაზონთან. როგორც მან თვითონვე მითხრა, ჩვენგან "სიმდაბლითა და უღრმესი კმაყოფილებით აღვსილი" წავიდა. "აბა, ახლა საქმეს შეუდექი", - ვუთხარი დამშვიდობებისას.

თუმცა ღვთისმსახურების მოყვარენი რომ არ გავანაწყენო, ვიტყვი: მონასტრებში ის მონაზვნები, რომლებიც მუდმივად დადიან ტაძარში, კელიაში ასრულებენ საბერო კანონს და მორჩილებაში ცხოვრობენ, უდიდესი საფარველის ქვეშ იმყოფებიან. ისინი ყოველთვის შინაგანი სიხარულით და სიმშვიდით არიან ავსებულნი.

ვიცი ისეთი შემთხვევებიც, როცა მონაზვნები ეშმაკეულნი გამხდარან. ეს იმათ ემართებათ, ვინც თავის ნებაზე ცხოვრობს და არად აგდებს საკუთარ საბერო აღთქმებს. ამგვარი რამ ხდება მონასტრებშიც, როცა მონაზვნები მარჯვენა მხრიდან მარცხდებიან, რამდენადაც ისინი ხელმძღვანელის გარეშე მოსაგრეობენ და თავიანთ ნებას მიჰყვებიან.

ამას იმიტომ გწერ, რომ ცოდნა და სულიერი გამდიდრება გწყურია, ამის გარდა, შენი მეგობრები ჩემს ამ წერილს წაიკითხავენ იესოს ლოცვასთან დაკავშირებით და თავიანთ მრავალ შეკითხვაზე პასუხს მიიღებენ.

შენ ასევე რჩევას მეკითხები, - გამოვდგები თუ არა მონაზვნადო. ვხედავ, რომ ნიჭიერი ხარ, მაგრამ სჯობია აქ ადგილზე გამოგცადო, ამიტომაც, როცა საშუალება მოგეცემა, ჩვენთან რამდენიმე დღით ჩამოდი.

შენ დღისით მუდმივად იქანცები და რამდენიმე საათი გჭირდება გონების მოსაკრებად, ამიტომაც კანონად დაიდე, დილით რაც შეიძლება ადრე ადგე. ვიდრე სამუშაოზე წასვლის დრო არ მოგივა, სკვნილზე განუწყვეტლივ იესოს ლოცვა იმეორე და ორმოცდაათჯერ დიდი მეტანია აღასრულე. კვირასა და სადღესასწაულო დღეებში, როცა არ მუშაობ, ეცადე, მაქსიმალური ძალისხმევა გამოაჩინო. კვირასა და ქრისტეს დიდ დღესასწაულებზე მადლი გარდამეტებულად გარდამოევლინება.

მახსოვს, როცა ჩემს მოძღვართან მორჩილებაში ვცხოვრობდი, ყოველდღიურად ვშრომობდით საარსებო პურის მოსაპოვებლად. კვირასა და დღესასწაულებზე ვისვენებდით. დამიჯერეთ, ამ დღეებს ისე ველოდი, თითქოს კვირა დღე აღდგომა ყოფილიყოს. ღამის რვა საათს მღვიძარებასა და ლოცვაში ვატარებდი, ფეხზე მდგარი. სხვა რვა საათს დღისით ვლოცულობდი, მაშინაც პრაქტიკულად სულ ფეხზე ვიდექი. აბა, როგორ აგიხსნა, რომ მიხვდე? ჰოი, როგორი ლოცვა იყო ეს! რაოდენი გულისშემუსვრილება, რაოდენი ჭვრეტაა! ეს ნამდვილი სამოთხე იყო!

ერთ-ერთ კვირა დღეს კელიაში ვიღაცები გვესტუმრნენ. მოძღვარმა დამიძახა და მითხრა:

- მამა ხარლამპე, ამათ წმინდა პავლეს მონასტერში წაიყვან სიწმინდეების თაყვანისსაცემადო.

დამიჯერეთ, საშინლად ავღელდი. არა იმიტომ, რომ რაიმეს გაკეთება მეზარებოდა... გავიფიქრე: "ეჰ, მამაო, რას მიშვრები... მორჩა, დაიკარგა კვირადღე".

ვერაფერი დაემალებოდა მამა იოსებს. სანამ თავში ეს აზრი გამიელვებდა, მან მითხრა:

- ნუ დაღონდები, მამაო. დღეს ისე წაგივა ლოცვა, რომ დიდხანს დაგამახსოვრდება.

ასეც მოხდა. წმინდა პავლეს სავანეში, მონასტრის სასტუმროში მომათავსეს. მაშინვე ჩავკეტე კარები და ოთხი საათი ვლოცულობდი, ცრემლები კი წყაროსავით მოედინებოდა ჩემს თვალთაგან. ჩემი სული ისე დატკბა ღვთაებრივი სიყვარულით, ისე ჩავუღრმავდი ლოცვას, რომ სიტყვებით ამის გადმოცემა შეუძლებელია.

იმ დღეს მე ერთი გაკვეთილი შევითვისე: მორჩილება ყველაზე აღმატებულია. ყველაფერი მორჩილების მიერ შეიძინება.

ახლა, როცა ხშირად ადმინისტრაციული მოვალეობები კვირა დღეებში მარტო ყოფნის საშუალებას არ მაძლევს, სული მიყვირის, აპროტესტებს, სურს, ქრისტეს შეუვრდეს, უფრო მეტად, ვიდრე ირემს წყაროთა მიმართ წყალთასა. მოთხოვნილება მიჩნდება, თუნდაც მცირე დროით სადმე დავიმალო, სულის წყურვილი რომ დავიკმაყოფილო.

შენ მწერ, რომ ღვთისმშობლის ხარების აკათისტო იყიდე, სადაც წერია, რომ დედა ღვთისა გვპირდება, იყოს მფარველი მათი, როგორც აქ, ისე იმ ცხოვრებაში, ვინც ყოველდღიურად კითხულობს ამ აკათისტოს.

ამის შესახებ მეც გამიგია. ეს აკათისტო ზეპირად ვიცოდი ჯერ კიდევ ერისკაცობისას. ღვთისმშობლის დაპირება ყველა ადამიანზე ვრცელდება. მაგრამ მოსაგრისათვის ეს საკმარისი არ არის. ჩვენი მიზანი არა მხოლოდ ცხონებაა, ქრისტე მოგვიწოდებს, მისი სამეფოს მემკვიდრენი გავხდეთ. ამიტომ უნდა მოვიმუშაკოთ არა მარტო სათნოებები, არამედ მოუკლებელი ლოცვაც. ძალისხმევის მაქსიმუმი უნდა გამოვიჩინოთ იმისთვის, რათა ლოცვა, "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე", ყოველთვის გვქონდეს ბაგეებსა და გულში. როცა მიეჩვევი იესოს ლოცვის მოუკლებლად გამეორებას, მაშინ ისეთ სიტკბოებას იგემებ, რომ არც ჭამა მოგინდება, არც სმა, არც სხვებთან ურთიერთობა და არც სხვა რამის კეთება. ამ დროს ფხიზლად უნდა ვიყოთ. მცირეოდენი სიზარმაცე, ლოცვისადმი მცირეოდენი უყურადღებობაც და იგი დაგტოვებს. ამიტომაც თუ ასე მოხდება, ნურავის გაესაუბრები და სხვა ლოცვაზე გადადი. ამ დროს თუნდაც თავი ანებე აკათისტოს კითხვას, დედა უფლისა ამას ცოდვად არ ჩაგითვლის.

სხვა დროს თუ იესოს ლოცვისკენ გული არ გიწევს, თავი ანებე მას და აკათისტო წაიკითხე, ანდა იმეორე: "ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, მაცხოვნე მე". ილოცე ისე, როგორც გულისხმაგიყოფს ღმერთი.

ამიტომაც ჰქვია მონაზვნობას ხელოვნებათა ხელოვნება. შენ მკითხე, თუ არსებობს სულიერ ცხოვრებაში რაიმენაირი ტაქტიკაო. რა თქმა უნდა, არის. შენ უმაღლეს ხელოვნებას სწავლობ და ხელმძღვანელობის გარეშე თავს როგორ გაართმევ? წაიკითხე ნიკოდიმოს მთაწმინდელი, წაიკითხე სათნოებათმოყვარება, წაიკითხე "გულახდილი საუბრები"... ისიქასტი მამები. ისინი ყველანი საუბრობენ მეთოდებზე, საუბრობენ პრაქტიკაზე, ანუ საუბრობენ მეცნიერებაზე. შენ ახლა პირველ კლასში ხარ. კიდევ ერთხელ შეგახსენებ პირველ გაკვეთილს. რადგანაც შინ დაღლილი ბრუნდები, საღამოს ივახშმე და წაიკითხე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების აკათისტო. მერე კი, ვიდრე ძილი მოგერევა, იესოს ლოცვა ილოცე. რაც შეიძლება ადრე დაწექი და კარგად დასვენებული ადექი. ერთს ხუთი საათი ძილი ჰყოფნის, მეორეს - ექვსი, მესამეს - შვიდი... შენც ძილის დრო შენი სხეულის მოთხოვნილების მიხედვით განსაზღვრე. გაღვიძებისთანავე შეუდექი ლოცვასა და მუხლთა დრეკას. თუ დრო კიდევ დაგრჩება, წაიკითხე ახალი აღთქმა, ფსალმუნები, ანდა რომელიმე წმინდა მამის ნაწერი. თუ ლოცვამ შეგიპყრო, თავს ნუ დაანებებ. ილოცე, ვიდრე სამსახურში წასვლის დრო არ მოგივა. იქაც, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ჩურჩულით იმეორე იესოს ლოცვა, შეუჩერებლად, ვიდრე ვინმესთან სამსახურის გამო გასაუბრება არ მოგიხდება.

როცა საშუალება მოგეცემა, ჩამოდი ჩვენთან სტუმრად, გელოდებით. ეცადე, აასრულო ის, რაც მე მოგწერე. იმედი მაქვს, ახალი შეკითხვები გაგიჩნდება, რომელსაც უახლოესი შეხვედრისას განვიხილავთ.

ამით ვამთავრებ წერილს და ყოველგვარ წარმატებას გისურვებ.

სასოწარკვეთის (მოწყინების) მძლეველი".

ახლა კი გთავაზობ ერთ მონაზონთან მამა ხარლამპეს საუბარს, რომელიც მოწყინების ცოდვასთან ბრძოლას ეხება:

- მოწყინება, რომლისაც ასე შეგეშინდა, ყველაზე ძლიერი იარაღია სატანის ხელში. მაგრამ თუ ღმერთმა დაუშვა ეს განსაცდელი, ნიშნავს, რომ რაღაც საბაბი მიეცი. როცა ახალდამწყები დაიწყებს თავის ლოცვით ცხოვრებას და გვერდით გამოცდილი ხელმძღვანელი არ ჰყავს, მას შეიძლება მოწყინება ეწვიოს. იგი ყოველთვის მეგობრობს თავნებებთან და ამაყებთან. თუ გაიგე, რომ ვინმე მორჩილების გარეშე ცხოვრობდა და გონიერი ლოცვა მოიპოვა, იცოდე, რომ ეს კაცი ხიბლშია.

მოგიყვები იმას, თუ რა არის საჭირო ღამისთევის ლოცვისთვის.

პირველ რიგში უნდა იცოდე, რომ მღვიძარება (ღამისთევის ლოცვა) ნიშნავს შეხვედრას, თვით ღმერთთან საუბარს, სადაც უმთავრესი თხოვნაა: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე". მან კი სახარებაში მხოლოდ ერთი პირობა დაგვიყენა: "ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ".

- მამაო, ჩვენ, მონაზვნებს, არავითარი საკუთრება არ გვაქვს, მოწყალებას როგორღა გავცემთ?

- ნეტავ იცოდეთ, რა არის მონაზვნობა! ნამდვილი მონაზონი, შვილო ჩემო, მოწყალების იქით მიდის. კარგია, როცა ნამეტნავისაგან გაცემა შეგიძლია. მაგრამ უკეთესია, როცა სახარებისეული ქვრივის მსგავსად, გასცემ ნაკლულოვნებისაგან შენისა. მონაზონი ამ მცნებას სრულყოფილად აღასრულებს: იგი უარყოფს ყველაფერს, რაც აქვს და ბოლოს, ქრისტეს სიყვარულისთვის, უარყოფს საკუთარ თავსაც. შენ გესმის ეს?

ეს ის მტკიცე საძირკველია, რომელსაც მონაზონი ჩაყრის. თავისი მოძღვრის სახით, ის თვით ღმერთს ემორჩილება. ვინც ასე იქცევა, სრულყოფილებას მიაღწევს. ამგვარად, თუ შენ დღისით ყველაფრით სათნოეყავ შენს მოძღვარს, ამით ავალდებულებ ქრისტეს, ასევე მოგექცეს. მღვიძარებისას (ღამისთევის ლოცვისას) იგი გეტყვის: "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ"... მიდი და განგისვენებს.

თუ კეთილსინდისიერად ასრულებ მორჩილებას, პატიოსანი ხარ ძმებთან ურთიერთობისას, მაშინ კვლავ მოგესმება: "ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ. მაგრამ თუ უგულისყუროდ ასრულებ ყოველდღიურ მოვალეობებს, მაშინ ღამით წარმატებებს ნუ ელი.

როცა არქონდარიკში მესტუმრე სტუმრებს ცივ წყალს სთავაზობს, მაშინ მათი სახით თვით ქრისტეს სთავაზობს წყლის შესმას. მომლოცველებს თუ ღამის გასათევს მისცემს, ამით თვით ქრისტეს მისცემს თავშესაფარს. ჩვენი მონასტერი დიდი არაა. სტუმრისათვის თავშესაფარზე უარის თქმით შეიძლება თვით ქრისტეს უთხრა უარი. ერთი მონაზონი, რომელიც მონასტერში მესტუმრის მორჩილებას ასრულებდა, როცა სტუმრებს ხედავდა, ძალზე ბრაზდებოდა. ამის შესახებ არაერთხელ მითხრა, ვუპასუხე: - თუ შენგან მესტუმრე არ გამოვა, მაშინ სხვა მორჩილებას მოგცემ-მეთქი. ის კი მეუბნება: "შემინდე, მამაო, ნება მომეცი, წლის ბოლომდე ამ მორჩილებაზე დავრჩე, მერე კი სხვაგან გადამიყვანე". რადგან ამ მორჩილებაზე დარჩენა გსურს, ფხიზლად იყავი. სტუმრების მიღებისას მუდმივად იესოს ლოცვა იმეორე. უსაჭიროდ მათთან საუბარს ნუ გააბამ. მათი მსახურებისას ჩათვალე, რომ თვით ქრისტეს ემსახურები-მეთქი. წლის ბოლომდე იღვწოდა ეს ძმა არქონდარიკში, მერე კი კვლავ ამავე მორჩილებაში დატოვება მთხოვა. ისეთი სიმშვიდე და ისეთი ლოცვა მოიპოვა აქ.

მზარეული, როცა პიროფლიანი შრომობს და იღლება ტრაპეზზე ძმათა სასიამოვნებლად, ამით ქრისტესაც განუსვენებს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler