ამ ჯვრებიდან, რომლის ტვირთვასაც შეძლებ, ის აირჩიე
ამ ჯვრებიდან, რომლის ტვირთვასაც შეძლებ, ის აირჩიე
ერთ ქრისტიანს უამრავი განსაცდელი დაატყდა თავს, ჯერ უდრტვინველად ითმენდა, მერე გაუჭირდა და აწუწუნდა: "ღმერთო, ამისთანა რა შევცოდე, რომ ასეთი მძიმე ჯვრის ტვირთვა დამაკისრეო". იმავე ღამეს ხილვა ნახა. ერთ ადგილას მოხვდა, სადაც უამრავი სხვადასხვანაირი ჯვარი იყო დასვენებული. ვიღაცამ შესთავაზა: "ამ ჯვრებიდან, რომლის ტვირთვასაც შეძლებ, ის აირჩიეო". კაცს ოქროს მოზრდილ ჯვარზე მიუვიდა გული, მაგრამ ძვრა ვერ უყო. მერე ბრილიანტებით გამშვენებული ვერცხლის ჯვარისკენ გაიწია, მაგრამ ვერც დაძრა ადგილიდან. სპილენძის და რკინის ჯვრები კი ასწია, მაგრამ ვეღარ წაიღო. ბოლოს, ერთი პატარა, ლამაზი ჯვარი აირჩია, რომელიც ძალზე ემსუბუქა. "ეს იყოს ჩემი ჯვარიო!" - გაიფიქრა. ამ დროს ხმა მოესმა: "ეგ არის სწორედ ის ჯვარი, რომლის ტვირთვაც უფალმა შენ დაგაკისრა. ახლა წადი და მეტად ნუღარ იდრტვინებო". გაიღვიძა კაცმა, მადლობა შესწირა უფალს და თქვა: - თუნდაც განსაცდელების ქარიშხლები წინ აღმიდგნენ, მაინც ბოლომდე ვიტვირთავ უფლის მიერ ნაბოძებ ჯვარსო.

* ბრძოლის წინ წმინდა მეფე კონსტანტინემ ცაზე ბრწყინვალე ჯვარი იხილა გამოსახული, რომელსაც ეწერა: "ამითა სძლევ". მეორე დღეს მას თვით მაცხოვარი გამოეცხადა და უთხრა, - ჯვრითა სძლევ შენს მტერსო. მეფე კონსტანტინემ თავისი ალამი ჯვრით განაშვენა და ძლევა მოიპოვა. ამის მერე სხვა ჯვარი იტვირთა - ქრისტიანობის გავრცელებისა მთელ ბიზანტიის იმპერიაში.

უნდა ვახსენოთ ჩვენი დედა, წმინდა ნინო, რომელმაც ღვთისმშობლისაგან მიღებული ვაზის ჯვარი მიირქვა და აქვე იტვირთა უხილავი ჯვარი ღვთისმშობლის წილხვედრი ერის ქრისტესკენ მოქცევისა.

* ვლადიმირის და მთელი რუსეთის მიტოპოლიტი მაქსიმე წარმოშობით ბერძენი იყო. ერთხელ, ვიდრე მღვდელმთავარი გახდებოდა, კიევიდან ვლადიმირში ჩავიდა. დაღლილს კელიაში მიეძინა. გამოეცხადა დიდებული ნათლით შემკობილი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და უთხრა: "მონაო ჩემო მაქსიმე, კარგი ქენი, რომ ჩემს ქალაქს ესტუმრე". უფლის დედამ მას ომოფორი გადასცა და უთხრა: "მიიღე ომოფორი და ჩემს ქალაქში დამწყსე სიტყვიერი ცხოვარნი". როცა მაქსიმეს გამოეღვიძა, ეს ომოფორი დასვენებული ჰქონდა მკლავზე და შიშმა შეიპყრო. შემდგომში, როცა მღვდელმთავარი გახდა, მან იგი მისთვის სპეციალურად დამზადეულ კიდობანში ჩაასვენებინა და ამ მოვლენის აღსანიშნავად ხატიც დააწერინა.

* "როცა კაცი პირდაპირი გზით მიდის, მისთვის ჯვარი არ არსებობს, მაგრამ როგორც კი გადაუხვევს და აქეთ-იქით ხეტიალს დაიწყებს, მაშინ გამოჩნდება გარემოებანი, რომლებიც მას პირდაპირ გზაზე აყენებენ. ეს წაბიძგებანი შეადგენენ კაცისთვის ჯვარს", - ბრძანა წმინდა ამბროსი ოპტელმა.

* "ჯვრის აღება ჩვენგან იმის აღიარებაა, რომ ღირსნი ვართ თავს მოწეული განსაცდელისა", - ბრძანებს წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი.

* წმინდა ეფრემ ასური ბრძანებს: "ყოველივე სანთოება ჯვარია, რამეთუ მას სასტიკი და ძლიერი მწუხარებები შეხვდება წინ".

* წმინდა თეოფანე დაყუდებული ბრძანებს: "ცხონება ჩვენი ჯვარშია, სახელდობრ, ჯვარზე ვნებაში. თავს დატეხილი განსაცდელებით და ტანჯვით მივებმებით ქრისტეს ჯვარს და მისგან მივიღებთ ჯვრის ძალას, განმწმენდელს, მაკურთხებელს და ღვთის კეთილმოწყალების მიმზიდველს. ვიწრო და მწუხარე გზა პირდაპირი გზაა სამოთხისკენ მიმავალი".

* კიევის მღვიმის მონასტერში მოღვაწეობდა ღირსი პიმენი. სიყმაწვილეშივე ბერობა სურდა, მაგრამ მშობლები ნებას არ რთავდნენ. მაგრამ როცა დასნეულდა და სრულიად დაუძლურდა, ევედრებოდა ღმერთს, რათა შინ გამოჯანმრთელებული არ წაეყვანათ. ერთ ღამეს, ყველას რომ მიეძინა, პიმენთან ნათლით მოსილი ჭაბუკები (უფლის ანგელოზები) მივიდნენ წინამძღვრისა და ძმათა სახით და პიმენი ბერად აღკვეცეს, აღკვეცილის თმა თან წაიღეს და წმინდა თეოდოსის საფლავზე დადეს. წინამძღვრის სახით მოვლენილმა ანგელოზმა უთხრა: "უნდა იტანჯო ამ სენით, ხოლო როცა აღსასრული მოგიახლოვდება, ჯანმრთელობაც მოგეცემა და თვითონ წაიღებ შენს ლოგინსო. მშობლებს სხვა გზა არ ჰქონდათ, პიმენი მონასტერში დატოვეს, რადგან მამებმა ეს აღკვეცა ჭეშმარიტად ჩათვალეს. ოც წელზე მეტხანს იწვა წმინდა პიმენი მძიმედ სნეული. იგი თავისი მოთმინებით და რჩევებით განამხნევებდა სხვა სნეულთ, მათაც, ვისაც სნეულთა მოვლა ევალებოდა და ამ მსუბუქი ჯვრის ტვირთვა ეძნელებოდა. შეეძლო, ეთხოვა ღვთისთვის და განიკურნებოდა, მაგრამ უჯობდა, აქ ეტანჯა და იქ მარადიული ჯანმრთელობა მოეპოვებინა.

* წმინდა მაკარი დიდი გვასწავლის: "თუ ღმერთი დედამიწაზე ამგვარი გზით მიდიოდა, მაშინ შენც უნდა გახდე მისი მიმბაძველი. ასე მიდიოდნენ მოციქულები, წინასწარმეტყველები. და თუ გვსურს ვიყოთ ზედნაშენნი უფლისა და მოციქულების საფუძველზე, უნდა მივბაძოთ მათ, რამეთუ მოციქული სულიწმინდის მიერ ამბობს: "მობაძავ ჩემდა იყავით, ვითარცა მე ქრისტესა" (1 კორ. 4,16). თუ გიყვარს ადამიანური დიდება, გსურს, რომ თაყვანს გცემდნენ, ეძებ განსვენებას, მაშინ გზას ასცდენიხარ. შენ ჯვარცმულთან ერთად ჯვარს უნდა ეცვა, ივნო ვნებულთან ერთად, რათა ამის მერე იდიდო განდიდებულთან ერთად".

* ერთ ტულელ გლეხს, პეტრეს, ცოლ-შვილი ჰყავდა. იგი სიცოცხლეშივე იცნობდა წმინდა მაკარი ოპტელს და მოსაგრე ცხოვრებასაც ესწრაფოდა. ერთხელ ისე ძლიერ გაიტაცა ფიქრებმა, რომ გადაწყვიტა, ცოლ-შვილი მიეტოვებინა და თითქოსდა სულის ცხონებისთვის, ბერულ ცხოვრებას შესდგომოდა. მან ძილში იხილა იმ დროს უკვე გარდაცვლილი მამა მაკარი. იგი მივიდა პეტრესთან, ორივე ხელი პეტრეს ხელს მტკიცედ ჩაჰკიდა და უთხრა: "პეტრე, თავი ანებე შენს განზრახვას, უპატრონე ცოლ-შვილს, ეს იქნება შენთვის სასარგებლო და თანაც შენს სიამაყეს მიხედავ". ამ სიზმრის შემდეგ პეტრეს ეს შემაშფოთებელი ფიქრები გაეფანტა და უკვე მშვიდად განაგრძო ოჯახში ცხოვრება.

* მამა ლეონტი კატუნაკელს ამერიკაში დიდი ბიზნესი ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი დაუტევა და თავის მსახურთან ერთად ათონზე დასახლდა. მამა ლეონტი დაბრმავდა, მაგრამ დიდი სიხარულით მიიღო ეს განსაცდელი. ხშირად ამბობდა: "ახლა ყველაფერს უკეთ ვხედავ და უკეთ ვგრძნობ. ღმერთმა უფრო ძლიერი სინათლე მომცა, ვიდრე მაშინ, ჯანმრთელი როცა ვიყავიო". მამათა აზრით, დაბრმავების მერე მან თავისი სულიერი ცხოვრებით მრავალ კატუნაკელს გაასწრო.

* შავ მთაზე მოღვაწე ქართველმა მამამ, წმინდა გიორგი დაყუდებულმა, თავისი სულიერი შვილი გიორგი ძლივს დაარწმუნა, მთაწმინდაზე, ქართველთა სავანეში წასულიყო და საღვთო წიგნების ქართულად თარგმნისთვის მიეყო ხელი. გიორგი თავიდან უარობდა, მაგრამ დაჰყვა მოძღვრის ნებას და მთაწმინდაზე წავიდა, თუმცა ერთი კია, შვიდი წელი დიდ ლავრაში ცხოვრობდა და ძმებს, ყველასგან დაფარულად, სიმდაბლით ემსახურებოდა. ეს რომ წმინდა გიორგიმ გაიგო, შავი მთიდან მას სულიერი შვილი იოანე გაუგზავნა და უსაყვედურა კურთხევის შეუსრულებლობა: "დიდი მდურვაი მოუმცნო არა აღსრულებისათვის ნებისა მისისა". რაღა ექნა გიორგის, მოუდრიკა ქედი უფლის უღელს, ეკურთხა მღვდლად და დაიწყო წიგნების თარგმნა. შემდგომში ღმერთმა მას ეს ჯვარი დაუმძიმა და ქართველთა სავანის წინამძღვრობაც დააკისრა.

* წმინდა ეპიფანემ კვიპროსზე მოინახულა წმინდა ილარიონ დიდი და მერე გემით ქალაქ ასკალონისკენ გაცურა. ამოვარდნილმა ქარმა ხომალდი ქალაქ სალამინში მიიყვანა. ამ დროს აქ ეპისკოპოსები, უხუცესი მღვდელმთავრის, პაპიას ხელმძღვანელობით სალამინის გარდაცვლილი მღვდელმთავრის მაგივრად ახალი ეპისკოპოსის არჩევას აპირებდნენ. ევედრებოდნენ ღმერთს, გამოეჩინა შესაფერისი კანდიდატურა. შემოდგომა იდგა, რთველი იყო გაჩაღებული. წმინდა ეპიფანემ სულიერი შვილები ბაზარში ყურძნის საყიდლად შეიყვანა. ამ დროს მასთან მივიდა მეუფე პაპია და მიმართა, რომ ეკლესიაში გაჰყოლოდა. თურმე მას უფალი გამოსცხადებია და უთქვამს, წასულიყო ბაზარში, სადაც იხილავდა ბერ ეპიფანეს ორ მოწაფესთან ერთად. ეპიფანე, რომელიც ელისე წინასწარმეტყველს ჰგავს, ეპისკოპოსად აკურთხეო. ბევრი იტირა მამა ეპიფანემ, როცა განუცხადეს ღვთის ნება, მაგრამ როგორც უფლის ჭეშმარიტ შვილს შეშვენოდა, დაემორჩილა მას.

* დეკანოზი სერგი უზულთაევი ბრძანებს: სამუშაოზე, ერთ-ერთი ექსპერიმენტისას, იონიზებულმა ჰაერმა ფილტვები დამწვა. სიკვდილი არ მინდოდა და ათასგვარ სუნთქვით ვარჯიშს ვასრულებდი. მოვინათლე, მოძღვარი გავიჩინე. 1984 წელს არქიმანდრიტ იოანესთან (კრესტიანკინი) ვიყავი, დიდხანს მესაუბრა. ბოლოს მითხრა: შენთვის, უბრალო მორწმუნედ რომ დარჩე, საკმარისი არ არის, მღვდლად უნდა ეკურთხოო. ვყოყმანობდი, ვიდრე რეანიმაციაში არ მოვხვდი სულის შეხუთვის გამო. მაშინ კი მივხვდი, რომ ღვთისთვის უნდა მემსახურა. ამ გადაწყვეტილების მიღებიდან ორი დღის მერე გამოვჯანმრთელდი.

* მიყვარს ამ ამბის გამეორება. ერთხელ წმინდა ამბროსი ოპტელთან პეტერბურგიდან ორი და მოვიდა. უმცროსი მხიარული იყო, დანიშნული გახლდათ და დაქორწინებას აპირებდა, უფროსი კი ჩაფიქრებული, სამონაზვნედ გამზადებული. წმინდა ამბროსიმ უმცროს დას სკვნილი მისცა, ხოლო უფროსს უთხრა: "რა მონასტერი, ამა და ამ გუბერნიაში გათხოვდებიო". როცა შინ დაბრუნდნენ, უმცროსმა დამ შეიტყო, რომ სასიძოს ეღალატა მისთვის. ამან ძალზე იმოქმედა მასზე, დაინახა ამა სოფლის ბედნიერების წარმავლობა და მონასტერში წავიდა, ხოლო უფროს დას დეიდამ მოსწერა წერილი იმ ხსენებული შორეული გუბერნიიდან და მეზობლად არსებული დედათა მონასტრის მოლოცვა შესთავაზა. ქალიშვილი ჩავიდა იმ გუბერნიაში, სადაც ერთი მამაკაცი გაიცნო, თავისნაირი ხასიათისა, და ცოლად გაჰყვა.

* მძიმე იყო წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის (ქიქოძე) ჯვარი - მოკლე ხანში ცოლი და ხუთი შვილი დაეხოცა. ძალზე გაუჭირდა სულიერად ახალგაზრდა კაცს, მღვდლობის დატევებაც კი გადაწყვიტა. ეს რომ ეგზარქოსმა ისიდორემ შეიტყო, იხმო და უთხრა: "შენ, როგორც გონიერ კაცს, კარგად უნდა გესმოდეს, თუ რა საკვირველება ქმნა შენზე ღმერთმა. იცი შენ, რომ შენი სამშობლო საქართველო დიდად მოკლებულია კარგ და შეგნებულ მღვდელმთავრებს... რომლისთვისაც, ჩანს, გირჩევს შენ უფალი. ხომ ხედავ, რა გიყო უფალმა? ცოლი მოგაშორა, შვილები მოგაშორა და შერაცხა ანგელოზებად. მათ ნაცვლად გაძლევს ქართველთა ერსა, რათა უწინამძღვრო მათ, ასწავო გზა ჭეშმარიტებისა და მიუძღვნა უფალსა ერი იგი განათლებული და გაწმენდილი ყოვლისა ბოროტებისგან". ეგზარქოსის ნათქვამმა შეუცვალა მას აზრი და იგი შემდგომში მართლაც იქცა ქართველთა მნათობად.

* არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი) ბრძანებს: "საშინელია ქრისტეს ჯვარი. მაგრამ მე მიყვარს იგი - მან შვა ჩემთვის შეუდარებელი სიხარული წმინდა აღდგომისა. მაგრამ მხოლოდ ჩემი ჯვრით შემიძლია ამ სიხარულს მივუახლოვდე. ნებაყოფლობით უნდა ავიღო ჩემი ჯვარი, უნდა შევიყვარო იგი, ვაღიარო, რომ მე სრულიად ღირსი ვარ მისი, რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს მისი ტვირთვა.

აღიღო ჯვარი - ეს ნიშნავს დიდსულოვნად დაითმინო დაცინვა, შეურაცხყოფა, დევნა, მწუხარება, ქრისტეს მორჩილს რომ უშურველად ჩუქნის ცოდვილი სამყარო.

აღიღო ჯვარი - ეს ნიშნავს უდრტვინველად, დიდი წუწუნის გარეშე დაითმინო ყველასგან უხილავი შრომა საკუთარ თავზე, უხილავი დათრგუნვა, წამება სულისა, სახარებისეულ ჭეშმარიტებათა აღსრულების გამო. ესაა ბრძოლა ბოროტ სულებთან, რომლებიც მძვინვარედ წინ აღუდგებიან მათ, ვინც მოისურვებს ჩამოიშოროს ცოდვის უღელი და ქრისტეს დაემორჩილოს.

აღიღო ჯვარი - ეს ნიშნავს, ნებაყოფლობით და გულმოდგინედ დაემორჩილო ღვაწლსა და შეჭირვებას, რომლებიც ლაგამს ამოსდებენ ხორცს. ხორცში მყოფებმა სულისთვის ცხოვრება უნდა ვისწავლოთ.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ თითოეულმა კაცმა ცხოვრებისეულ გზაზე სწორედ თავისი ჯვარი უნდა იტვირთოს. უთვალავი რაოდენობის ჯვარი არსებობს, მაგრამ მხოლოდ ჩემი ჯვარი მიკურნავს წყლულებს, მხოლოდ ის იქნება ჩემი მაცხოვნებელი და მხოლოდ იგი უნდა ვიტვირთო ღვთის შეწევნით, რამეთუ იგი თვით უფლის მიერ მომეცა.

როგორ არ უნდა შევცდეთ, როგორ არ უნდა ავიღოთ ჯვარი საკუთარი ნება-სურვილით, იმ ნება-სურვილით, რომელიც, უპირველესად, უნდა გავაკრათ თავის უარყოფის ჯვარზე?! თვითნებურად აღებული ღვაწლი - თვითნაკეთი ჯვარია, რომელიც დიდი დაცემით მთავრდება.

რას ნიშნავს შენი ჯვარი? ეს ნიშნავს, რომ ცხოვრებაში წახვიდე შენი გზით, რომელიც გამოსახა თითოეულისთვის ღვთის განგებულებამ, და ამ გზაზე იტვირთო მხოლოდ ის განსაცდელები, რომლებიც დაუშვა ღმერთმა...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler