ნუთუ მისი ლოცვები შენი მემკვიდრეობა არ არის?
ნუთუ მისი ლოცვები შენი მემკვიდრეობა არ არის?
ღირსი ლევი (ნაგოლკინი). მამა ლეონიდე (იგივე ლევი) უკვე ასაკოვანი მივიდა ოპტის მონასტერში. ტანმაღალი იყო, ღონიერი. გამორჩეული გონება, დაფარულმცოდნეობასთან შეერთებული, აძლევდა შესაძლებლობას, ადამიანთა სულები დაენახა. კაცთა მიმართ უდიდესი სიყვარულით და სიბრალულით იყო ავსებული და ამიტომ მისი მოქმედებები ზოგჯერ ძალზე მკვეთრი და მიზანსწრაფული იყო. მამა ლეონიდეზე ვერ ვიმსჯელებთ, როგორც ჩვეულებრივ ადამიანზე, რამეთუ მან მიაღწია ისეთ სულიერ სიმაღლეს, როცა მოსაგრე ღვთის ხმას ემორჩილება და ისე მოქმედებს. ზოგჯერ ხანგრძლივი შეგონებების ნაცვლად ადამიანს მაშინვე ფეხქვეშ მიწას აცლიდა და კაცს თავის ცოდვიანობას და სიცრუეს შეაგრძნობინებდა. ის თავისი სულიერი სკალპელით გახსნიდა ადამიანის გულში გაქვავებულ ჩირქგროვას. შედეგად კი იფრქვეოდა სინანულის ცრემლები. მოძღვარმა იცოდა, რა ხერხით მიეღწია მიზნისთვის.

ოპტის ახლოს ერთი ბატონი ცხოვრობდა, რომელიც ტრაბახობდა, მამა ლეონიდეს რომ შევხედავ, მაშინვე დავინახავ, შიგნით რაც უდევსო. ეს კაცი მაღალი და სრული იყო. ერთხელ ის მამა ლეონიდესთან მაშინ მოვიდა, როცა ბერთან ბევრი ხალხი შეკრებილიყო. მამა ლეონიდეს ჩვევად ჰქონდა, როცა ვინმეზე შთაბეჭდილება უნდოდა მოეხდინა, მარცხენა ხელით შუბლს მოიჩრდილავდა. ასე მოიქცა ამ ბატონის შემოსვლისას და თქვა: "ხედავთ, რეგვენი მოდის! უნდა, ცოდვილი ლეონიდე განჭვრიტოს მაშინ, როცა თვითონ ჭაობია. ჩვიდმეტი წელია აღსარება არ უთქვამს და არ ზიარებულა". "ბატონი" ფოთოლივით ათრთოლდა, იწყო სინანული და ტირილი. მართლაც, ჩვიდმეტი წელი არ ეთქვა აღსარება...

ვნახოთ სხვა შემთხვევაც. მემამულე პ-მ მამა ლეონიდეს ნახვის შემდეგ გაიფიქრა: - ამბობენ, ჩვეულებრივი ადამიანი არ არისო! ისეთივეა, როგორც სხვები, უჩვეულოს მასში ვერაფერს ვხედავო. უცებ ბერი მიუბრუნდა: - შენ სულ სახლს უნდა აშენებდე: აქეთ ამდენ ფანჯარას გავუკეთებ, იქით ვერანდას ავაშენებო? მართლაც, მამა ლეონიდესთან მიმავალმა მემამულემ ერთი მშვენიერი ადგილი დაინახა და გადაწყვიტა, იქ სახლი აეშენებინა. გულში გეგმაც კი შეადგინა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო და რამდენი სარკმელი უნდა ჰქონოდა. პ-ს მამა ლეონიდემ აღსარებისას დავიწყებული ცოდვა შეახსენა, რომელსაც ცოდვად არ თვლიდა.

ერთმა ბატონმა უთხრა, - თქვენს სანახავად მოვედიო. მამა ლეონიდე წამოდგა და უთხრა: - ინებეთ და შემათვალიერეთო. კაცი წავიდა და წინამძღვართან უჩივლა. მამა მოსემ უთხრა, - ეგ წმინდა კაცია და ტყუილად არაფერს გეტყოდათო. ბატონი მაშინვე მამა ლეონიდესთან დაბრუნდა: - შემინდეთ, მამაო, სათქმელი ვერ აგიხსენითო. მოძღვარი მას ორი საათი ესაუბრა, კაცმა ამის მერე ერთი თვე იცხოვრა ოპტაში. შემდგომში ხშირად დადიოდა მასთან და ამბობდა: - მამა ლეონიდემ სასოწარკვეთილი გამაცოცხლა და მკვდრეთით აღმადგინაო.

მასთან მიდიოდნენ სამამულო ომის სახელგანთქმული მეომრები, რომელთა ნაწილი ოპტის სიახლოვეს იდგა. ბერმა ერთ მათგანს გვარი ჰკითხა.

- კულნევი ვარ, მამა პატარას მომიკვდა, ჩავაბარე სასწავლებელში, ვისწავლე მეცნიერებები და მას მერე ჯარში ვმსახურობ, - მიუგო მან.

- დედათქვენი სად არის?

- არც ვიცი, ცოცხალია თუ არა. ჩემთვის სულ ერთია.

- ასე, ხომ? მაგარი შვილი ყოფილხარ.

- მაშ, რა ვქნა? მან არაფერი დამიტოვა, მთელი ქონება, სახლ-კარი დაარიგა და ამიტომაც არ ვიცი, სად არის.

- ეჰ, გენერალო! რას ჩმახავ - დედამ არაფერი დამიტოვა და ყველაფერი შეჭამაო. იმაზე არ გიფიქრია, რომ მან ძლივს გადაიტანა მამაშენის - თავისი მეუღლის სიკვდილი და მას მერე ღვთის წინაშე დგას, ვითარცა გაუქრობელი სანთელი, როგორც წმინდა მსხვერპლი? მან მთელი ცხოვრება სიგლახაკისა და განსაცდელთა დათმენას მიუძღვნა თავისი ერთადერთი ვაჟის ნიკოლოზის სიკეთისთვის. უკვე ოცდაათი წელია, ამ თავგანწირულ ღვაწლს ეწევა. ნუთუ მისი ლოცვები შენი მემკვიდრეობა არ არის? ბევრი გენერალი თავის შვილებს მდიდრულად აცხოვრებს, შენ კი უფულო ხარ, თანაც გენერალი!

სულის სიღრმემდე შეძრა კულნევი ამ უბრალო, მაგრამ მართალმა სიტყვებმა. მიბრუნდა ხატებისკენ და ატირდა. გენერალმა, ათასი მადლობის თქმის შემდეგ, თავისი დედის მისამართი ჰკითხა მამა ლეონიდეს. მოძებნა მშობელი, დაემხო მის საწოლთან და ხელ-ფეხზე ემთხვია. საცოდავ ქალს სიხარულით კინაღამ გული გაუსკდა.

ძალზე სახასიათოა ერთი ათონელი მონაზვნის, მამა პართენის მონათხრობი, რომელმაც მამა ლეონიდე მოინახულა. ბერი ერისკაცულად იყო შემოსილი, მოძღვარმა კი მას მუხლებზე დადგომა აუკრძალა, ისე, როგორც ერისკაცები იქცეოდნენ ხოლმე. იქ იყო ერთი კაცი, რომელსაც "სულის მარგებელი სწავლანის მიღება" სურდა. ჩუმად აღიარა, - მოძღვარმა სიგარეტისთვის თავის დანებება მიბრძანა და ვერ შევასრულეო. ღირსმა ლეონიდემ ამ კაცის კელიიდან გაგდება ბრძანა. მერე მასთან სამი მტირალი ქალი მოვიდა, თან შეშლილი მოიყვანეს და ავადმყოფისთვის ლოცვა სთხოვეს. მამა ლეონიდემ ოლარი ჩამოიკიდა, სნეულს თავზე ხელი დაადო და ლოცვა წაუკითხა, მერე თავზე სამჯერ ჯვარი გადასახა და მისი სასტუმროში წაყვანა ბრძანა. ეს დამჯდარმა გააკეთა, რადგან სნეულების გამო ფეხზე დგომა უჭირდა. მეორე დღეს მამა ლეონიდესთან მოვიდა გუშინდელი ეშმაკეული, სრულიად ჯანმრთელი, ხოლო გაგდებული კაცი შენდობის სათხოვნელად ეახლა. ბერმა მას აპატია და გაუმეორა ბრძანება, - სიგარეტს თავი დაანებეო. ნანახით შეძრწუნებულმა მამა პართენმა უთხრა მამა ლეონიდეს, - თავს რატომ არ უფრთხილდები, სხვებს რომ კურნავ თავად ავადმყოფიო. მამა ლეონიდემ უთხრა: "ეს ჩემი ხელმწიფებით კი არ შევასრულე, არამედ მოსულის რწმენით, მოქმედებით კი ღვთის სულმა იმოქმედა, რომელიც მე ხელდასხმით მომეცა, მე თვითონ კი ცოდვილი ვარ".

უთვალავი იყო მამა ლეონიდეს აღსრულებული სასწაული. უამრავი ადამიანი ირეოდა მის გარშემო.

ალმაცერად ეპყრობოდა მას ზოგიერთი სულიერი პირი, მათ შორის კალუგის მიტროპოლიტი ნიკოლოზი, რომელმაც ბევრი უსიამოვნება შეამთხვია ოპტის მონასტერს. ამ ეპისკოპოსს მამა ლეონიდეს სოლოვეცკის მონასტერში ჩამწყვდევა უნდოდა. წინა მღვდელმთავარი პატივისცემით ეპყრობოდა მამა ლეონიდეს. ერთხელ შეიტყო, რომ მის წინ იჩოქებდნენ. გამოიძახა მოძღვარი და ჰკითხა, - რა გწამსო? მან კიევურად წაიკითხა რწმენის სიმბოლო. მეუფე მიხვდა, - მის წინაშე უბრალო ბერი არ იდგა და მამა ლეონიდე რამდენიმე დღით თავისთან დაიტოვა.

როგორც უკვე ვთქვით, რუსეთში იმპერატორ პეტრეს ეპოქაში და მას მერე მთელი საუკუნე-ნახევარი მონაზვნობას ხელისუფლება დევნიდა. როცა ღირსი პაისი ველიჩკოვსკის მოწაფეებმა კვლავ დანერგეს მოძღვრობის ინსტიტუტი, წმინდანთა რიცხვი რუსეთში საოცრად გამრავლდა. ბევრი იმდროინდელი მოღვაწის ცხოვრებაშია ლაპარაკი ამ დევნის შესახებ. მამა ლეონიდემ თორმეტი წელი იცხოვრა ოპტის მონასტერში და განუწყვეტლივ დევნას განიცდიდა. როცა მამა ლევი ოპტაში მივიდა, მონასტრის იღუმენმა ძმების ცხოვრება მას ჩააბარა. თვითონ მხოლოდ სამეურნეო საქმიანობას ეწეოდა და მამა ლეონიდეს კურთხევის გარეშე არაფერს მოიმოქმედებდა. ასე იქცეოდა იღუმენის ძმაც, სკიტის ხელმძღვანელი ანტონიც.

თავიდან ვინმე ბასიანე აღუდგა მას. ის მხოლოდ გარეგნულ ღვაწლს აღიარებდა და მოძღვრობის ინსტიტუტს უარყოფდა. პირველი ექვსი წელი ამ დევნას მკვეთრი ხასიათი არ ჰქონია. მერე კი... დაბეზღებების გარდა, კალუგის ეპარქიაში ასევე მიიღეს მოსკოვის საიდუმლო პოლიციის ანგარიში მამა მოსესა და მამა ლეონიდეზე. მამა მოსეს აბრალებდნენ, - სკიტელ მამებს (ოპტის მონასტრიდან ოდნავ მოშორებით მდებარეობდა ოპტის სკიტი) მონასტრის მონაზვნებზე წინ აყენებს და თუ სკიტი არ განადგურდება, მაშინ ძველისძველი მონასტერი დაინგრევაო. წინამძღვარი ახსნა-განმარტებისთვის გამოიძახეს.

მამა ლეონიდე კი სკიტიდან მონასტერში გადაასახლეს. იქ კელიიდან კელიაში გადაჰყავდათ. ღირსი მამა ამ განსაცდელებს დიდსულოვნად, "ღირს არსის" გალობით ხვდებოდა, აიღებდა პაისი ველიჩკოვსკის ნაჩუქარ ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატს და გადააბრძანებდა ახალ კელიაში. ერთხელ იღუმენმა მოსემ მამა ლეონიდეს კელიასთან უამრავი ხალხი ნახა, არადა მას კალუგის ეპისკოპოსისგან აკრძალული ჰქონდა ხალხის მიღება. მამა მოსე მასთან შევიდა და უთხრა: "მამა ლეონიდე! როგორ იღებთ ხალხს? მეუფემ ხომ მათი მიღება აგიკრძალათ?". პასუხის ნაცვლად მამა ლეონიდემ ხალხი კელიიდან გაუშვა და მესენაკეებს ერთი ინვალიდის შემოყვანა უბრძანა. იღუმენი გაოცებული უცქერდა. "აი, შეხედე ამ ადამიანს, - თქვა მამა ლეონიდემ, - ხედავ, მთლიანად პარალიზებულია. უფალმა ის მოუნანიებელი ცოდვის გამო დასაჯა, რადგან ესა და ეს ცოდვა ჩაიდინა. ამ ყველაფრის გამო კი იტანჯება - ცოცხლად ჯოჯოხეთშია. დახმარება უნდა. უფალმა ის გულწრფელი სინანულისთვის მომიყვანა, რათა ვამხილო და დავარიგო. განა შემიძლია არ მივიღო? აბა, ამაზე რას მეტყვი?" იღუმენი შეძრა ინვალიდის მდგომარეობამ. "მეუფე სოლოვკაზე გაგზავნას გიპირებს", - წაიბუტბუტა. "რა ვქნა, გინდა ციმბირში გამგზავნეთ, გინდა ცეცხლში ჩამაყენეთ, მე ისევ ის ლეონიდე ვიქნები! მე არავის ვეძახი. მაგრამ ვინც ჩემთან მოდის, მათი გაგდება არ შემიძლია. განსაკუთრებით უბრალო ხალხი იღუპება უგუნურებისაგან და სულიერი დახმარება სჭირდება. როგორ შეიძლება არაფრად მივიჩნიო სულიერად შეჭირვებულთა ღაღადისი?"

იღუმენმა მოსემ აღარაფერი უთხრა. მამა ლეონიდეს გამოესარჩლნენ მიტროპოლიტი ფილარეტ მოსკოველი და მიტროპოლიტი ფილარეტ კიეველი. მიტროპოლიტმა ფილარეტ მოსკოველმა მისწერა კალუგის ეპისკოპოსს: "მამა ლეონიდეს ერეტიკოსად მიჩნევას მიზეზები არ აქვს".

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე კიდევ ერთხელ დაატყდა თავს დევნა დედათა მონასტრებში მცხოვრები მისი სულიერი შვილების გამო. დედები მონასტრებიდან გააძევეს. მასონობას აბრალებდნენ, ხოლო მონაზვნებისთვის მიცემულ წიგნებს, მამათა სწავლებებს "შავ წიგნებს" ეძახდნენ. მამა ლეონიდეს სიკვდილის წინ მისი სულიერი შვილები გაამართლეს და მანაც შვებით ამოისუნთქა. შემდგომში მისი საუკეთესო მოწაფეები სხვადასხვა დედათა მონასტერს ხელმძღვანელობდნენ.

ხუთკვირიანი საშინელი ტანჯვის მერე მამა ლევი გარდაიცვალა. იდგა 1841 წლის 11 ოქტომბერი.

სასწაულები. სნეულთა და ეშმაკეულთა განკურნება.

წმინდა ლევი სულიერი დარიგების გარდა ადამიანებს ხორციელი სნეულებისგანაც კურნავდა. ხშირად იყენებდა ხალხურ მედიცინას, სამკურნალო მცენარეებს, ე.წ. მწარე წყალს, რომლითაც მრავალი სნეული იკურნებოდა. ღირსი ლევის სიკვდილის მერე ამ წყალმა დაკარგა ის საყოველთაო სამკურნალო ძალა, რაც მის სიცოცხლეში ჰქონდა, თუმცა ზოგიერთ სნეულებას ისევ შველოდა.

ზოგიერთ სნეულს მოსალოცად წმინდა მიტროფანე ვორონეჟელის საფლავთან აგზავნიდა. ყოფილა შემთხვევებიც, ხალხი ასეულობით ვერსს გაივლიდა, გზაში იკურნებოდა და უკან მობრუნებული მადლობას უხდიდა წმინდა ლევს.

ხშირად სნეულებს ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის კანდელიდან სცხებდა ზეთს და მრავალი პოვებდა კურნებას. ხანაც უბრალოდ ჯვრის გარდასახვით კურნავდა.

მამა ლეონიდესთან ბევრი ეშმაკეული მოჰყავდათ. ზეთისცხებითა და ლოცვით ისინიც იკურნებოდნენ.

"1832 წელს, ოპტის მონასტერში რომ მივედი, - ჰყვებოდა იღუმენი პ.ე., - მამა ლეონიდესთან მოიყვანეს ერთი ეშმაკეული გლეხი, რომელიც შეპყრობილებისას უცხო ენებზე საუბრობდა. ამის მოწმე იყო მამა ლეონიდეს მესენაკე მამა პავლე ტამბოველი, რომელმაც რამდენიმე უცხო ენა იცოდა. მამა ლეონიდემ ამ კაცს სამი ლოცვა წაუკითხა, სცხო ზეთი ღვთისმშობლის გაუქრობელი კანდელიდან და დასალევადაც მისცა. მესამე დღეს გამოჯანმრთელდა. მამა პავლემ სთხოვა, უცხო ენებზე ძველებურად ისაუბრეო. გლეხმა უთხრა: "რას ამბობ, მამაო! უცხო ენებზე ლაპარაკი სად შემიძლია? რუსულადაც ძლივს ვახერხებ საუბარს. დიდება ღმრთს, რომ ადრინდელმა ავადმყოფობამ გამიარაო".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler