ამ ცრემლმა გადაწყვიტა ამ სულის ბედი
ამ ცრემლმა გადაწყვიტა ამ სულის ბედი
ვინმე მართალი მამა ერთი კაცის სიკვდილს შეესწრო. კაცი შეევედრა ღმერთს, განეცხადებინა, რა ბედი ეწია გარდაცვლილის სულს. ღმერთმა განუხვნა თვალნი და მან დაინახა გარდაცვლილის სული, რომელიც სასწორის წინ იდგა. ერთ პინაზე უფლის ანგელოზებმა ამ კაცის კეთილი საქმეები დააწყვეს, მეორეზე კი ყველა მისი ნაავკაცარი. სასწორის პინები გათანასწორდა. უეცრად უფლის ანგელოზმა სიკეთის თეფშზე ერთი წვეთი ცრემლი დადო, საწონი მარჯვნივ გადაიხარა და გარდაცლილის სული სასუფეველში შევიდა. გაოცდა მართალი, ნეტავ რა ცრემლი არის და საიდან მოიტანესო. უფლის ანგელოზმა აუხსნა: "ერთ ადგილას ხიდზე დაუძლურებული და დამწუხრებული ობოლი გლახაკი იდგა. ბევრმა ჩაუარა და ვერავინ შეამჩნია. ამ კაცმა კი, დაინახა თუ არა ეს გატანჯული ადამიანი, შეჩერდა, მოწყალება მისცა და გაამხნევა: "ნუ გეშინია, ძმაო, ქრისტე დაგეხმარებაო!" ამ მოწყალებამ და თანაგრძნობის სიტყვებმა შეუთრთოლა გული გლახაკს და თვალთაგან კენტი ცრემლი ჩამოუგორდა. სწორედ ამ ცრემლმა გადაწყვიტა ამ სულის ბედი.

წმინდა ნიკოლოზ სერბის სწავლებებიდან
ბეჭდვა
1კ1