ღვთის სასუფეველში მრავალ უფრო დიდ სასწაულს იხილავთ
ღვთის სასუფეველში მრავალ უფრო დიდ სასწაულს იხილავთ
* განუზომელია წმინდა ექვთიმეს (კერესელიძე) და მაქსიმე შარაძის ღვაწლი ქართული საგალობლების გადარჩენის საქმეში. რომ არა ეს ორი წმინდა კაცი, ჩვენი უდარდელი ხასიათის გამოისობით ალბათ ცოტა რამ თუ შემოგვრჩებოდა. მაქსიმე შარაძემ დააარსა "საღმრთო წიგნთ საკითხავი კაბინეტი" და სტამბა. ამ კაბინეტის მიზანი საღვთისმეტყველო განათლების მიცემა იყო. ამ კაბინეტშივე ასწავლიდნენ ქართულ საგალობლებს. მაქსიმესა და წმინდა ექვთიმეს თაოსნობით ფილიმონ ქორიძემ ნოტებზე გადაიტანა ქართული საგალობლებიც, რომელთა ნაწილი დაიბეჭდა მაქსიმეს სტამბაში. მაქსიმეს გარდაცვალების (1909წ.) შემდეგ წმინდა ექვთიმე მარტო გაუძღვა ამ საქმეს. საგალობლების ნაწილი მღვდელ სვიმონ ხუნდაძესთან მოხვდა. წმინდა ექვთიმემ რიგრიგობით წაიღო გელათის მონასტერში 4 კრებული და გადაწერა. დღედაღამ თავაუღებელ შრომაში იყო. ერთი წელი მოუნდა. წერის დროს შემოდიოდნენ ბერები და მორჩილები და ეუბნებოდნენ: "ვაი, რა ტუტუცი ხარ, დღედაღამ კრუხივით დაყრდნობიხარ მაგიდას და სულ წერ! ნეტავი რა სარგებლობა გაქვს, უფულოდ რად უჭირებ თავსო!" წმინდა ექვთიმე ეტყოდა: "მე მაგაზე არ ვფიქრობ, უფასოდ რადა ვმუშაობო, რადგან ამაში ვპოულობ დიდ სიმდიდრეს, ეს თვითონ უფალია და უძვირფასესი განძია, ეს ოქრო-ვერცხლსა და თვალ-მარგალიტზე უძვირფასესი საუნჯეა... მე ხანდახან გაკვირვებაში მოვდივარ: ვინ მოუშვა ჩემამდე ეს ძვირფასი სიმდიდრე, რომ მე უღირსი იმაში ხელს ვურევო". ბერები, რომელთა სახელიც ისტორიამ არ შემოინახა, პირში ჩალაგამოვლებულები ტოვებდნენ ექვთიმეს. წმინდა ექვთიმე ამ ღვაწლის გამო წმინდანად შეირაცხა. სათანადო დაფასებას ელის მაქსიმე შარაძეც.

* ნეტარ იერონიმე (ეგინელს) მარცხენა ხელი ფაშისტების ყუმბარამ მოაგლიჯა. გავიდა ხანი და მის სულიერ შვილებს ამგვარადაც გამოეცხადა მისი სულიერი სიწმინდე. ერთხელ ორნი მასთან სასაუბროდ მივიდნენ. ჩუმად შეაღეს კარი და შეიხედეს. მამა იერონიმე ლოცულობდა. ხელები (!) ზეცად ჰქონდა აპყრობილი. მარცხენა ნაკლული ხელი ისე ჯანსაღად გამოიყურებოდა, როგორც ახალგაზრდისა. მამა იერონიმე სწრაფად მოვიდა გონს და მათ უთხრა: "დიდ რამედ არ მიიჩნიოთ, ღვთის სასუფეველში მრავალ უფრო დიდ სასწაულს იხილავთ. არავის მოუყვეთო". მამა იერონიმე 1966 წელს გარდაიცვალა და ახლა მის კანონიზაციაზეც არის საუბარი.

* დიმიტრი ბაქრაძეს "ძველისძველი ნაშთების მთხრელ-მჩხრეკელს და საფლავის მთხრელს" უწოდებნენ მისი თანამედროვე უდარდელი ქართველები. მაგრამ მას ეს არაფრად მიაჩნდა, სახელმწიფო სამსახურში ჩამდგარი თავისუფალ დროს საქართველოს ისტორიის შესწავლას ანდომებდა. "დიმიტრი თითქმის მარტოდმარტო შეეჭიდა ამ ორმოცი წლის წინ დიდსა და ბნელ საქმეს ჩვენი წარსულის გამორკვევისა და გამოძიებისა და მარტო ჰზიდა ეს ტვირთიო", - ბრძანა მისი გარდაცვალების შემდეგ წმინდა ილია მართალმა. ერთხელ მოსე ჯანაშვილს უკითხავს: "ბატონო დიმიტრი, ამდენი შრომა არა გღლითო?" - "რა ვქნა, წარსული კაცს ისე აყვარებს თავს, ისტორიაში იმდენი კეთილშობილი, მამულისა და ქვეყნის ერთგულებაში გამობრძმედილი პირნი არიან, ისეთი მტკიცე ხასიათისანი, თავმდაბალნი, უშურველნი და უმწიკვლონი, რომ მათთვის თვალი ვერ მომიშორებია. მათთან ყოფნა, მათთან საუბარი და მათთანა გულის ძგერა მავიწყებს ჩემი ხორცის დაღალვა-ტკივილს, მცირე დროის განმავლობაში მაინც მაშორებს ორპირობითა და ცბიერებით აღსავსე აწმყოს. წარსულის შესწავლა თვალწინ გვიყენებს იმ ხორცით დამიწებულ, მაგრამ სულით აღფრთოვანებულ გმირებს, რომელთაც ხალხის ბედ-უბედობა თავისი მხარბეჭით უტარებიათო". ღმერთმა ახლაც გამოგვიჩინოს ამნაირი მამულიშვილნი, ვისი სიტყვა და საქმეც ერთმანეთს უთანაბრდება.

* დიდი იმპერიის პატრონი იყო წმინდა მეფე თამარი და მიუხედავად იმისა, რომ მუდამ მოგზაურობდა, ლაშქრობა მის გარეშე არ მოხდებოდა, იგი ყოველ ღამე მღვიძარებდა, ლოცულობდა, მუხლთა დრეკით ევედრებოდა ღმერთს, უაღრესად მოწყალე იყო, დღისით რა ფასის საჭმელსაც შეჭამდა, იმ ფასისას თავისი ხელით ნამუშევარს გაყიდდა და გლახაკებს დაურიგებდა. საეკლესიო ლოცვა დაუკლებლად აღესრულებოდა. დარბაზის კარს მყოფი ლოცვას ვერავინ დააკლდებოდა: მწუხრზე, დილით, სამხარზე. წმინდა თამარი გლახაკთმოყვარებაში ერთმა შემთხვევამ განამტკიცა.

წმინდა თამარი ერთხელ სიზმარში უმშვენიერეს ბაღში მოხვდა, სადაც ერთნაირი ზომის ოქრო-ვერცხლით შემკული ტახტრევნები და სკამები ნახა. ცალკე იდგა მაღალი ტახტი, დანარჩენზე დიდებულად შემკული. როცა თამარმა იხილა სკამები, გაიფიქრა: "მეფე ვარ თვითმპყრობელი და ჩემი არის ეს უზენაესი და უპატიოსნესი ტახტი". გაემართა მისკენ და ნათლითშემოსილმა კაცმა გააჩერა, მოაბრუნა და სხვა სკამი დაანახა: "ის არის შენი შესაფერისი. ხოლო ის დიდებული ტახტი არის შენი მოახლის (დიასახლისის), რადგან მისი ხელით მოქსოვილი შესამოსელი აქვს თორმეტ მღვდელს, რაჟამ ისინი წარდგებიან უსისხლო მსხვერპლის შესაწირად. ამიტომ არის შენს სკამზე უკეთესი, თუმცა მეფე ხარ, მაგრამ საკმარისია ის დიდება, რომელიც გაქვს", და უჩვენა სკამი უდარესი და უუნდოესი. როცა გაიღვიძა, თამარმა მოაყვანინა დიასახლისი. მან აღიარა თორმეტი მღვდლისთვის კვართ-ფილონის მოქსოვა. სწორედ ეს გახდა თამარის უზომო გლახაკთმოყვარების საბაბი.

* წმინდა მამებს წესად ჰქონდათ თავიანთი მოღვაწეობის დამალვა. მალავდნენ იმ მადლმოსილებასაც კი, რომელსაც ღმერთი აჩენდა. ხოლო როცა ქრისტიანი ცდილობს, თავი იმად მოაჩვენოს, რაც სინამდვილეში არ არის, ხშირად ხიბლში ვარდება.

ერთხელ მამა დანიელ კატუნაკელმა შეიტყო, რომ პანტელეიმონის მონასტრის კათიზმაში ცხოვრობდა ერთი მეტად მკაცრად მემარხულე ბერი, რომელსაც ყველაზე უხეში სამოსი ეცვა, ზამთარშიც ფეხშიშველი დადიოდა და დადგენილი 300-ის ნაცვლად 3000 მეტანიას ასრულებდა. სხვა მონაზვნებს უკვირდათ. მამა დანიელი თუმცა ასაკით უმცროსი გახლდათ, მაგრამ მაშინვე მიხვდა, რომ უფლისმიერი არ იყო ეს მოღვაწეობა. კათიზმის კარებზე სპეციალურად იყო გაკეთებული ჭუჭრუტანა, რათა სხვებს ეცქირათ ამ მონაზვნისთვის და გაოცებულიყვნენ მისი ასკეტიზმით. მამა დანიელმა იღუმენს გაანდო თავისი აზრი და ისიც გაემგზავრა "სუპერასკეტის" სანახავად. ჯერ ამბავი გამოჰკითხა, მერე კი: რამდენ მეტანიას ასრულებო. სამი ათასსო. მოძღვარმა ის დატუქსა და მხოლოდ 50 მეტანიის გაკეთების ნება მისცა. მოკლედ, წყლული გაიხსნა, ჩირქი გადმოიღვარა. ბერს ახლა უკვე უხეში ტანსაცმლის ნაცვლად მდიდრული სამოსი ეცვა. საჭმელებს იწუნებდა და იმ ორმოცდაათ მეტანიასაც ვერ ასრულებდა.

* წმინდა ამბროსი ოპტელი ამბობდა: "თუ სიკეთეს აკეთებ, ის მხოლოდ ღვთის გულისთვის უნდა გააკეთო. ჯილდოს ამ ქვეყანაზე ნუ ელი, უფალი მას იმ ქვეყანაში მოგცემს".

* მამა იოანემ (კრესტიანკინი) 1949 წელს წესი აუგო ერთი ჩეკისტის ძმას. ტაძარში მაღალი, მკაცრი სახის ხალხმა კუბო შემოასვენა. მამა იოანემ სანთლები დაურიგა მათ. ჯვარი არ გამოუსახავთ, მაგრამ არც სანთლები ჩაუქრიათ. ლოცვის მერე, როცა პროცესია ტაძრიდან გავიდა, მასთან ერთი ჩეკისტი მივიდა და ჩურჩულით, აღელვებულმა თავისი გულისტკივილი ამცნო: "ცოდვები როგორ განვაქარვო, როგორ ჩამოვიხსნა სიმძიმე სულიდან? მე ვანგრევდი და ვხურავდი ტაძრებს". ასევე ჩურჩულითა და მოკლედ უპასუხა მამა იოანემ: "თქვენი გულის სამალავში შეინარჩუნეთ ღვთისადმი და მისი გულმოწყალებისადმი რწმენა და უფალი დაგიფარავთ მომავალში ამგვარი უბედურებისგან". კაცი ისევე უჩუმრად გაქრა, როგორც მოვიდა. არც სახელი უთქვამს. მამა იაონე კი მერე უფლისადმი მისთვის ლოცულობდა: "მოიხსენე, უფალო, იგი, რომლის სახელიც შენ თვითონ იცი".

* გარდაცვალებამდე თხუთმეტი წლით ადრე ღირსმა ბარნაბა გეთსიმანიელმა (+1906) სულიერ შვილს უთხრა: "აი, შვილო, ის კაცია წმინდა, რომელიც აღასრულებს ლიტურგიას, ეზიარება და იმავე საკურთხეველში ღვთის ტრაპეზის წინ მოკვდება". გამოხდა ხანი. ერთხელ, წირვის შემდეგ მამა ბარნაბას აღსარებები უნდა მიეღო. დიდი რიგი გაიმართა. ერთი კაცი რომ მიიღო აღსარებაზე, შემდეგ საკურთხეველში შევიდა. უკან რომ აღარ გამოვიდა, საკურთხეველში შეიხედეს და წმინდა მამა წმინდა ტრაპეზის წინ ნახეს აღსრულებული. მართლაც რომ საქმით გამოჩნდა მისი სიწმინდე.

* წმინდა გენადი პატრიარქი ერთხელ წმინდა ანასტასიას ტაძარში მიდიოდა. წინ მრევლი უძღოდა ანთებული სანთლებით. მათ შორის იყო ერთი მღვდელი, სახელად მარკიანე. გლახაკმა მოწყალება სთხოვა. მამა მარკიანე მოფარებულ ადგილას გავიდა, განიძარცვა სამოსელი და მისცა გლახაკს, თვითონ კი შიშველ სხეულს ფილონიღა უფარავდა. პატრიარქი და მრევლი წმინდა ანასტასიას ტაძარში შევიდნენ და იწყეს საღვთო წირვა. დიაკვანნი, მღვდელნი და თვით პატრიარქი ეკლესიაში მამა მარკიანეს სამეფო ბრწყინვალე სამოსლით მოსილს ხედავდნენ, რომელზეც ფილონი ჰქონდა მოსხმული. ზოგიერთი მათგანი მივიდა გენადი პატრიარქთან და დააბეზღა, პატრიარქმა იხმო მამა მარკიანე და დატუქსა: "რად გიქნია, ძმაო, ეკლესიური სჯულის საწინააღმდეგო საქმე, როგორ შეიძლება, სამეფო სამოსლით მოსილი რომ სწირავო". გაოცდა მღვდელი, - ასეთი სამოსი არასოდეს მცმიაო. შემოხსნეს ფილონი და სამეფო სამოსლის ნაცვლად შიშველი სხეული იხილეს. ამის მერე გამოაშკარავდა მისი უზომო გლახაკთმოწყალების ამბავი.

* მოგვითხრობენ მამები პავლე ეპისკოპოსის შესახებ, რომელმაც დაუტევა მღვდელმთავრობა, ანტიოქიაში მივიდა, ფიზიკური შრომით ირჩენდა თავს და ფრიად ქველ საქმეს იქმოდა. იმ დროს ანტიოქიაში ცხოვრობდა ღვთისმოშიში მთავარი ეფრემი, რომელიც აშენებდა მიწისძვრისგან დაქცეულ ქალაქს. ეფრემმა მრავალგზის იხილა ზეცამდე მიღწეული ნათლის სვეტი, რომელიც ზედ ადგა პავლე ეპისკოპოსს. უკვირდა ეფრემს, რადგან ხედავდა უბრალო და ჭუჭყიანი სამოსით მოსილ მუშას, მარხვისა და შრომისაგან გათანგულს. მოიხმო ეფრემმა და ვინაობა ჰკითხა. პავლემ დამალა თავისი მღვდელმთავრობა. მაშინ ეფრემმა უთხრა: "გწამდეს, ძმაო, თავს არ დაგანებებ, ვიდრე შენს საქმეს არ მაუწყებო". მეუფე პავლე იძულებული შეიქნა, სიმართლე გაემხილა, ოღონდ დააფიცა, არავის უთხრაო. ეფრემის ფიცის მერე ბრძანა: "მე, უნდო, ეპისკოპოსი ვიყავი, ღვთისთვის დავუტევე მღვდელმთავრობა და აქ მოვედი. არავინ მიცნობს. დიდი გაჭირვებით ვმუშაობ, ჩემს ნამუშაკევის მცირე ნაწილს მოვიხმარ, უმეტესს კი გლახაკებს ვურიგებ. იცოდე, მთავარო, ამგვარი სიმდაბლის მსხვერპლი უფრო სათნო არის ღვთისა". მერე კი ეფრემს უწინასწარმეტყველა, მცირე ხანში ღვთის მიერ ეპისკოპოსი იქნები ამ ქალაქისაო. მისი ნათქვამი მალევე ზედმიწევნით აღსრულდა.

* ორი მონაზონი ცხოვრობდა ერთ უდაბნოში და ღმერთს ევედრებოდა, ეუწყებინა, თუ რომელ წმინდანთა დარნი იყვნენ თავიანთი მოღვაწეობით. ეუწყა მათ ღვთისაგან: "ეგვიპტის ერთ სოფელში არის უბრალო ერისკაცი, სახელად ევქარისტი, და ცოლი მისი მარიამი, თქვენ ჯერ არ ხართ მიღწეული მათ საზომსო". წავიდნენ იმ სოფელში. ევქარისტის სახლში ცოლი დახვდათ. "სად არის, დაო, შენი ქმარი?" - ჰკითხეს ბერებმა. "მწყემსია და ცხვარს აძოვებს", - უპასუხა ქალმა. საღამოს ევქარისტმა ბერები რომ დაინახა, თაყვანი სცა მათ, წყალი მოიტანა და სტუმრებს ფეხები დაბანა, მერე კი სუფრა გაუშალა. ბერებმა უთხრეს: "პირს არაფერს დავაკარებთ, თუ შენს კეთილ საქმეებს არ გამოგვიცხადებო". ევქარისტი უარობდა, მწყემსი ვარ და რა სიკეთე შეიძლება გავაკეთოო. მაგრამ ბერებმა აიძულეს და გაამხილა: ცხვარი მყავს მშობლებისგან დანატოვარი. რასაც ღმერთი მათ ნაყოფთაგან მომცემს, სამ ნაწილად ვყოფ. ერთ ნაწილს გლახაკებს ვაძლევ, მეორეს - უცხოთმოყვარებისთვის გავიღებ, მესამეს კი მე მოვიხმარ. მას მერე, რაც მარიამი ცოლად მოვიყვანე, სარეცელი არ გაგვიზიარებია, ქალწულება დაგვიმარხავს და ცალ-ცალკე ვიძინებთ. ღამე ძაძას შევიმოსავთ და ვევედრებით ღმერთს, დღისით კი ნათელ სამოსს ჩავიცვამთ და ეს ყველაფერი კაცთაგან არავის შეუტყვიაო". გაოცდნენ ბერები, ეამბორნენ ევქარისტს ძმურად, წავიდნენ უდაბნოში და ადიდებდნენ ღმერთს.

* ერთხელ ღირსმა პაფნუტი თებაიდელმაც ამგვარადვე ჰკითხა ღმერთს, რომელი წმინდანის დარი ვარო. "მსგავსი ხარ ქალაქელი მესტვირისაო", - მოესმა ხმა. პაფნუტიმ ქალაქში მოძებნა ის მესტვირე და ჰკითხა, როგორია შენი ცხოვრებაო. "ცოდვილი, მემთვრალე ვარ, მამაო, ცოტა ხნის წინ მოვეგე გონს და თავი ვანებე ავაზაკობასო". პაფნუტი არ ეშვებოდა - რა კეთილი საქმე გიქნიაო. "ერთხელ ორი ღვთისმოყვარე შეეპყროთ ავაზაკებს. მე ღამით გავაპარე და სოფლამდე მივაცილე. ერთხელაც უდაბნოში გზააბნეული და მტირალი დედაკაცი ვიხილე, რომელმაც მითხრა; "ვითარცა მხევალი, წამიყვანე, სადაც გინდა. ჩემი ქმარი ორი წელია 300 ოქროს ვალის გულისთვის დაჭერილი ჰყავთ და არ უშვებენ, სამი შვილიც ამ ვალის გამო გავყიდე. მე მათ გამო გამოვიქეცი და გზაარეული სამი დღეა, უდაბნოში დავეხეტებიო". შემეწყალა, წავიყვანე, დავაპურე, წავიყვანე ქალაქში, მივეცი 300 ოქრო და მოვალეთაგან დავუხსენი ქმარ-შვილიო". პაფნუტიმ უთხრა: შვილო, ღვთისგან მეუწყა, რომ დიდებული ხარ და რასაც მე მრავალწლიანი შრომით უდაბნოში მივაღწიე, იმავე საზომის ხარ, უდები ნუ იქნები და შენს სულს ნუ შეაჭირვებო". მესტვირემ მაშინვე გადააგდო სტვირი, გაჰყვა ბერს და სამწლიანი მოღვაწეობის მერე აღესრულა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler