უკანასკნელი ჟამი დგება. მალე ეკუმენისტური კრება იქნება
უკანასკნელი ჟამი დგება. მალე ეკუმენისტური კრება იქნება
უკრაინის ეკლესიის წმინდანი მამა კუკშა ველიჩკო გვაფრთხილებს:
"უკანასკნელი ჟამი დგება. მალე ეკუმენისტური კრება იქნება, სახელწოდებით "წმიდა", მაგრამ ეს იქნება სწორედ ის "მერვე კრება", რომელიც უღმერთოთა თავყრილობა იქნება. მასზე ყველა "სარწმუნოებები" ერთში შეიკრიბება. შემდეგ გაუქმდება მარხვები, მონაზვნობა მთლიანად განადგურდება, ეპისკოპოსები ცოლიანები შეიქმნებიან. ახალსტილური კალენდარი შემოტანილი იქნება "მსოფლიო ეკლესიაში". იფხიზლეთ! ეცადეთ, იაროთ ღმრთის ტაძრებში, სანამ ჯერ კიდევ ჩვენნი არიან. მალე აქაც აღარ იქნება შესაძლებელი სიარული, ყველაფერი შეიცვლება. მხოლოდ რჩეულნი დაინახავენ ამას. ადამიანებს აიძულებენ ტაძარში სიარულს, მაგრამ ჩვენ იქ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიაროთ. გევედრებით, იდექით მტკიცედ, მართლმადიდებელ სარწმუნოებაში თქვენი ცხოვრების ბოლომდე და გადარჩებით!"

წმინდა კუკშა 1874 წელს დაიბადა და 1964 წლის 24 დეკემბერს გარდაიცვალა. იგი ოდესის პოჩაევოს ლავრაში ცხოვრობდა, შემდეგ კი მიძინების მონასტერში გადაიყვანეს. 1938 წელს ბოლშევიკებმა დააპატიმრეს და 5 წელი მიუსაჯეს, მამა კუკშამ სიცოცხლეშივე მიაღწია დიდ სულიერ სიმაღლეებს, ამიტომ ხელისუფლება საზოგადოებისგან მის სრულ იზოლირებას ცდილობდა. წმინდა კუკშას საფლავზე მრავლად აღესრულება კურნების სასწაულები.

KARIBCHE KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1