მოლდავეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა მეუფე კალისტრატეს 25 წმინდა ნაწილი გამოუგზავნა საჩუქრად
მოლდავეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა მეუფე კალისტრატეს 25 წმინდა ნაწილი გამოუგზავნა საჩუქრად
მოლდავეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა სრულიად მოლდავეთისა და კიშინიოვის მიტროპოლიტმა ვლადიმერმა , ოცდახუთი წმიდა ნაწილი (მათ შორის ერთი ცხოველსმყოფელი ჯვრისა და ოცდაოთხი - სხვადასხვა წმიდანისა) საჩუქრად გამოუგზავნა მაღალყოვლადუსამღვდელოეს ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს.

აღნიშნული სანაწილე, დღეს, 22 აპრილს იქნა მობრძანებული ქუთაისის (სიონის) ბაგრატის საკათედრო ტაძარში, სადაც მას შეეგება ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე, ეპარქიის სამღვდელო და სამონაზვნო დასთან ერთად. მღვდელმთავარმა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი შეასრულა.

აღნიშნული წმიდა ნაწილები სამარადჟამოდ დაბრძანდა ბაგრატის საკათედრო ტაძრის წმიდა ტრაპეზზე, ხოლო მრევლს მისი მთხვევის საშუალება მიეცემა ყოველ შაბათს, საღამოს ლოცვიდან, კვირას, საღმრთო ლიტურგიის დასრულებამდე.
ღვთის ნებითა და წყალობით, შეეწიოს ხსენებულ წმიდა ნაწილთა მადლი და მფარველობა ქუთაის-გაენათის უძველეს სამიტროპოლიტო ეპარქიასა და სრულიად საქართველოს.
ბეჭდვა
1კ1