წმინდა იობი ორ წმინდანთან ერთად ლოცვას აღასრულებდა
წმინდა იობი ორ წმინდანთან ერთად ლოცვას აღასრულებდა
იღუმენი იობი 1551 წელს დაიბადა. ნათლობის სახელი იოანე გახლდათ. მონასტერში 10 წლის წავიდა. 12 წლის ასაკში კი მონაზვნად აღიკვეცა და სახელად იობი უწოდეს. მას შემდეგ დაიწყო წმინდანის ცხოვრების ახალი ეტაპი, მრავალი განსაცდელებითა და წინააღმდეგობებით ზიდავდა საკუთარ ჯვარს. მონასტრის აღმშენებლობაშც იღებდა მონაწილეობას. ცხოვრობდა მღვიმეში, სადაც ღამეებს ლოცვაში ათენებდა, დილით კი მსახურობდა და მდუმარებით გამოირჩეოდა. ერთხელ,მასთან კელიაში ქურდები შევიდნენ და რაც უნდოდათ ის წაიღეს. ფულით სავსე საფულე კი დარჩათ. წმინდანმა ეს რომ დაინახა აიღო საფულე, დაედევნა ქურდებს და უთხრა: აიღეთ, კელიაში დაგრჩათ. ქურდები გაოცდნენ წმინდანის ასეთი საქციელით, დააბრუნეს კელიაში მოპარული ნივთები და იძახდნენ: "ეს ადამიანი ნამდვილად ღვთის შვილიაო!".

მონასტერში ცხოვრების დროს წმინდა იობი დაკავებული იყო წიგნების წერით. მის დროს მრავალი წიგნი გამოქვეყნდა.

მიუხედავად მძიმე ცხოვრებისა, წმინდა იობმა 100 წელი იცხოვრა და მშვიდად მიიცვალა, კვირა დღეს, 1651 წლის 28 ოქტომბერს. 1659 წლის 8 აგვისტოს ლავრაში მოღვაწე მამებმა წმინდანის საფლავი გახსნეს. უამრავი ხალხი ესწრებოდა მის გადმოსვენებას. საოცრება იხილეს- სხეული უხრწნელი აღმოჩდა და ლავრის წმინდა სამების ტაძარში დააბრძანეს. ამ დროს წმინდანის სხეულთან მრავალი სასწაული აღესრულა. მრავალი ადამიანი განიკურნა ფიზიკური და სულიერი სნეულებისაგან.
ერთ ამბავს გიამბობთ: ჯვართამაღლების დღესასწაულის წინა დღეს ცოტა ხნით საცხოვრებლად თავადი დომაშევსკაია ჩამოვიდა. მან უეცრად გაიგონა მსახურთა უიშვიათესი გალობა, რომელიც ტაძრიდან გამოდიოდა. ასევე ეკლესიის ფანჯრებიდან გამოდიოდა ცეცხლის მსგავსი სიკაშკაშე. თავიდან იფიქრა, ალბათ რომელიმე მონაზონმა ღამე ლოცვაში გაათენაო, მაგრამ შემდეგ შევიდა ტაძარში და რას ხედავს- წმინდა იობი ორ წმინდანთან ერთად ლოცვას აღასრულებდა. ამის დანახვაზე შიშისაგან გოგონამ გონება დაკარგა, მაგრამ უფლის წმინდანმა უთხრა: " ნუ გეშინია ქალწულო, წადი და დაუძახე იღუმენ-დოსიფეას". ამ დროს იღუმენი ავად იყო და ანამ უპასუხა: "ის წევს, სიკვდილის პირასაა". წმინდა იობმა მისცა ანას აბრეშუმის ნაჭერი და გააგზავნა სნეულ იღუმენთან. ანა წავიდა, კელიის კარებთან დადგა და დაუძახა იღუმენს. სნეულმა გადაისახა პირჯვარი, გამოართვა ანას წმინდა იობის გაგზავნილი აბრეშუმის ნაჭერი, დაიფარა და იგრძნო რომ უკეთ იყო. ადგა და ტაძარში წავიდა. მამების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა როცა სიკვდილის პირას მისული იღუმენი მოსიარულე და განკურნებული იხილეს.

KARIBCHE KARIBCHE

– მამაო, როგორ მოხვედით აქ? -ეკითხებოდნენ იღუმენს.

– ჩვებმა მამა იობმა ილოცა ჩვენთვის და განმკურნა, –უპასუხა იღუმენმა.
1842 წლის 14 სექტემბერს წმინდანის უხრწნელი სხეული მღვიმის ტაძარში გადააბრძანეს, იქ სადაც ის მოღვაწეობდა.
წმინდანის ხსენება აღინიშნება წელიწადში სამჯერ – 19 მაისს-იობ მრავალვნებულის ხსენების დღეს; 10 სექტემბერს- მისი სხეულის გადაბრძანების დღეს და 10 ნოემბერს.

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1