არამეული გალობა ქანდაში
არამეული გალობა ქანდაში
საქართველოს პრეზიდენტი, ხარების წირვას მცხეთის რაიონის სოფელ ქანდაში მდებარე ტაძარში მეუღლესთან ერთად დაესწრო.

გიორგი მარგველაშვილმა ხარების დღესასწაული ხალხს მცხეთის რაიონის სოფელ ქანდაში მდებარე ტაძრიდან მიულოცა. წირვა მამა სერაფიმემ ჩაატარა და არამეულ ენაზე იგალობა.

სოფელ ქანდაში ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტერში მამა სერაფიმე (ბით-ხარიბიმ) აღავლინა, რომელმაც გიორგი მარგველაშვილის ოჯახს მაცხოვრის უძველესი ხატი უსახსოვრა, თავის მხრივ საქართველოს პრეზიდენტმა ტაძარში მრევლთან საუბრისას გაიხსენა ბავშობაში სირიის ქალაქ მალოულაში სტუმრობა, სადაც წმინდა თეკლეს მონასტერში პირველად მოისმინა არამეულ ენაზე შესრულებული მართლმადიდებლური წირვა.

სოფელ ქანდაში ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტერი 1997 წელს ამოქმედდა, 2010 წლიდან კი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა- კურთხევით ქართულ-არამეული ღვთისმსახურება დაწესდა. დღეისათვის მართლმადიდებლურ სამყაროში ქანდის ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტერი ერთადერთია, სადაც მართლმადიდებლური წირვა-ლოცვა ქართულ-არამეულ ენებზე აღევლინება.

ბეჭდვა
1კ1