თვალები, რომელთაც ღმერთი იხილეს.
თვალები, რომელთაც ღმერთი იხილეს.
ფაშისტებმაა ვერა და ვერ გატეხეს წმინდა ნიკოლოზ სერბი. 1944 წლის 15 დეკემბერს გერმანელებმა მეუფე ნიკოლოზი პატრიარქ გაბრიელთან ერთად, გერმანიის ტერიტორიაზე, დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. ეს იყო დრო, როგორც წმინდა ნიკოლოზი ამბობდა, "როცა ცოცხლები მკვდრებს შენატროდნენ". წმინდა ნიკოლოზი ადვილად დაითმენდა ყველა სიმძიმესა და გაჭირვებას, უვლიდა და ჰკვებავდა პატრიარქ გაბრიელს, იცავდა ყველანაირად, თუმცა თვითონაც სუსტი იყო ფიზიკურად. ერთხელ როცა მათ ბანაკის ფეხისალაგის დასუფთავებისას არაწმინდების გამოტანა მოუწიათ. მეუფე ნიკოლოზმა ვეღარ გაუძლო და დაეცა, მცველმა მათრახი გადაჰკრა და ამით შეახსენა, რომ უნდა წამომდგარიყო. იქვე იმყოფებოდა ბანაკის კომენდანტი, რომელმაც დაცინვით ჰკითხა პატრიარქს:

-როგორ მოგწონთ აქ ყოფნა?

მეუფე ნიკოლოზმა გადაუთარგმნა პატრიარქს. პატრიარქმა უკმაყოფილად შეჰხედა კომენდანტს და უთხრა:

-უთხარი მას, ბრმაც კი ჰხედავს, რომ მათი აღსასრული გადაწყვეტილია და თავიანთ საქმეების შესაფერის საზღაურს მიიღებენ.

კომენდანტმა რევოლვერზე იკრა ხელი და წმინდა ნიკოლოზს ჰკითხა:

-რაო, რას ყბედავს!

მეუფემ მშვიდად შეჰხედა ქედმაღალ ესესელს და "გადაუთარგმნა":

-მისი უწმინდესობა პატრიარქი გაოცებულია თქვენი ორგანიზაციის სრულყოფილებით და იდეალური წესრიგით, ჩვენ აქ თავს კარგად ვგრძნობთ; მაგრამ ის გთხოვთ, რადგანაც ჩვენ მაინც ეკლესიის წარმომადგენლები ვართ და თანაც უკვე მოხუცებულები, გაგვანთავისუფლეთ ამ სამუშაოსგან.
ესესელმა ვერ გაუძლო მეუფე ნიკოლოზის მზერას, ღირსეულსა და არამიწიერს და იმ დღიდან ორივე ტყვე ყოველგვარ ფიზიკურ სამუშაოსგან გაანთავისუფლეს.

"იყო ხოლმე, -ყვებოდა წმინდა ნიკოლოზი, - ბანაკის რომელიმე კუთხეში განმარტოვდები და იმეორებ: "მტვერი და ნაცარი ვარ უფალო, ამოიღე სული ჩემი!" და უეცრად სული ზეცაში აიწევა და ღმერთს პირისპირ ხედავ. მაგრამ, ვეღარ უძლებ და ევედრები: "ჯერ მზად არ ვარ უფალო. დამაბრუნე უკან". შემდეგ ისევ ზიხარ და საათობით იმეორებ: "მტვერი და ნაცარი ვარ უფალო, ამოიღე სული ჩემი!" და კვლავ აღგიტაცებს უფალი...რომ შესაძლებელი იყვეს, მთელს ჩემს დარჩენილ ცხოვრებას მივცემდი ოღონდ კი ერთი საათით კიდევ მეცხოვრა დაჰაუში".

KARIBCHE

წმინდა ნიკოლოზი ასევე ჰყვებოდა: "ხანდახან ჩემთან მოდიოდნენ ხოლმე ციხის თანამშრომლები და დაცინვით მეკითხებოდნენ:

-შენ გწამს, რომ იესო ქრისტე ღმერთია?

-არა,-ვპასუხობდი.

-ესე იგი უკვე აღარ გწამს?

-არა მწამს, მაგრამ ვიცი,-იყო ჩემი პასუხი და ისინი გაბრაზებულები გამშორდებოდნენ, მაგრამ შემდგომში ისევ დაუბრუნდნენ საუბარს:

-მართალია, რომ შენი იესო ერთი ურიას შვილი იყო?

-არა, - ვუპასუხე.

-მაშინ აბა ვისი შვილი იყო?

-ძე იყო კაცისა,- ვუპასუხე და მათ აღარ იცოდნენ კიდევ რა ეთქვათ".

ერთხელ ერთმა ახალგაზრდა გერმანელმა ოფიცერმა ხედავდა რა მეუფე ნიკოლოზის არაჩვეულებრივ გონებას და განათლებას, მასთან სერიოზულად გასაუბრება გადაწყვიტა:

-ნუთუ თქვენ მართლა გწამთ ღმერთის?

-არა არ მწამს.

-მიხარია კულტურული ადამიანის დანახვა, როცა ბავშვი ვიყავი მწამდა, რადგან ასე მასწავლიდნენ, მაგრამ ეხლა საერთოდ არ მწამს.

-ჩემს შემთხვევაში სხვანაირადაა, -თქვა მეუფემ,-როცა ბავშვი ვიყავი, მწამდა. ეხლა კი რწმენა არაფერში მჭირდება, რამეთუ ვიცი, რომ ღმერთი არსებობს. ჩემი რწმენა განსაცდელის მიერ ცოდნად იქცა. ეხლა ვიცი, რომ ღმერთი არსებობს.

1945 წლის ბოლოს მღვდელმთავრები ვენაში გადაიყვანეს, რათა რომელიღაც გერმანულ გეგმაში მიეღოთ, მაგრამ მათ ამაზე უარი განუცხადეს. საბოლოოდ ტყვე მღვდელმთავრები 1945 წლის 8 მაისს მოკავშირეებმა გაანთავისუფლეს.
ბეჭდვა
1კ1