მას შემდეგ, რაც სინას მთაზე მოღვაწე ბერებმა წმინდა ეკატერინეს წმინდა ნაწილებს მიაკვლიეს და მონასტერს გადასცეს, მონასტერმა სახელი შეიცვალა და წმინდა ეკატერინეს სახელობის მონასტერი ეწოდა
მას შემდეგ, რაც სინას მთაზე მოღვაწე ბერებმა წმინდა ეკატერინეს წმინდა ნაწილებს მიაკვლიეს და მონასტერს გადასცეს, მონასტერმა სახელი შეიცვალა და წმინდა ეკატერინეს სახელობის მონასტერი ეწოდა
სინას მთაზე მდებარე წმინდა ეკატერინეს სახელობის მონასტერი, რომელიც IV საუკუნით თარიღდება, ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მდებარეობს. მონასტრის განახლება ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანესთან არის დაკავშირებული. თავისი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში მონასტერი არასოდეს ყოფილა განადგურებული.
მონასტერი თავდაპირველად ფერისცვალების სახელობის ყოფილა. მას შემდეგ, რაც სინას მთაზე მოღვაწე ბერებმა წმინდა ეკატერინეს წმინდა ნაწილებს მიაკვლიეს და მონასტერს გადასცეს, მონასტერმა სახელი შეიცვალა და ეწოდა წმინდა ეკატერინეს სახელობის მონასტერი. 2002 წელს სამონასტრო კომპლექსი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს.
III საუკუნეში ბერებმა მთების გარშემო და სამხრეთ სინას მიმდებრე ტერიტორიებზე დაიწყეს დასახლება. პირველი მოღვაწე ბერები გამოქვაბულებში ცხოვრობენ და მხოლოდ დღესასწაულებზე თუ შეიკრიბებოდნენ და ერთობლივად აღასრულებდნენ ღვთისმსახურებას.

KARIBCHE

წმინდა ეკატერინეს წმინდა ნაწილები


სამონასტრო ცხოვრება
მონასტრის იღუმენები სინას მთავარეპისკოპოსები იყვნენ. ხოლო VII საუკუნიდან ხელდასხმას იერუსალიმის პატრიარქი ანხორციელებს. მონასტერი მისი იურისდიქციის ქვეშ 640 წელს გადავიდა. ამ დროს მუსულმანებმა ეგვიპტე დაიპყრეს, ეს კი ხელს უშლიდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მონასტერთან დაკავშირებაში.
ბერები დროის დიდ ნაწილს ლოცვასა და შრომაში ატარებენ. მონასტრული ტიპიკონი ასეთია: დღე დილის 4 საათზე ლოცვითა და საღმრთო ლიტურგიით იწყება, რომელიც 7,30-მდე გრძლედება. საღამოს ლოცვა3 საათზე იწყება და 5 საათამდე გრძელდება. საღამოს ლოცვის შემდეგ ყოველდღე მორწმუნეებისთვის ნებადართულია მიეახლონ წმინდა ეკატერინეს წმინდა ნაწილებს, რის შემდეგაც ბერები მორწმუნეებს სამახსოვროდ ჩუქნიან ვერცხლის ბეჭდებს გულის გამოსახულებით და წარწერით ΑΓΙΑ ΑΙΚΑΤΕΡΙΝΑ (წმინდა ეკატერინე).

KARIBCHE

წმინდა ეკატერინეს მონასტერში ინახება უძველესი ხატები, მათ შორის ენკაუსტიკით შესრულებული მაცხოვრის ეს ცნობილი ხატი

მონასტრის წევრები მწირი, ძირითადად ვეგეტარიანული საკვებით იკვებებიან. საღამოს ლოცვის შემდეგ დღეში ერთხელ, ისინი ერთად ტრაპეზობენ. ტრაპეზის დროს ერთ-ერთი მონასტრის წევრი ხმამაღლა კითხულბს სამონასტრო ცხოვრებისათვის სასარგებლო წიგნებს.
ტაძრის საკურთხეველში ინახება წმინდა ეკატერინეს მარჯვენა ხელი. წმინდა ეკატერინეს ხელის კიდევ ერთი ნაწილი ჩაბრძანებულია წმინდა ეკატერინეს ხატში. სიწმინდეებთან მიახლება ყოველთვის არის შესაძლებელი. მონასტერში რამდენიმე ტაძარია განთავსებული. მათ შორისაა: სულიწმინდის, ღვთისმშობლის მიძინების, წმინდა იოანე მახარებლის, წმინდა გიორგის, წმინდა ანტონის, წმინდა სტეფანეს, იოანე ნათლისმცემლის, ხუთი მოწამის -საბატის, ათი კრიტელი მოწამის, წმინდა სერგის, წმიდა წინასწარმეტყველი მოსესი.
მონასტერს თავის ბაღი აქვს, რომელიც დაკავშირებულია მონასტრის უძველეს მიწისქვეშა გადასასვლელთან. ბაღში სხვადასხვა ხეხილი ხარობს: ვაშლი, მსხალი, ბროწეული, გარგარი, ქლიავი, კომში, თუთა, ნუში, ალუბალი და ყურძენი. ბაღში ასევე იზრდება ბოსტნეული . XX საუკუნის დასაწყისში მონასტრის ბაღი ეგვიპტეში ერთ- ერთი საუკეთესო იყო.

KARIBCHE

წმინდა ეკატერინეს ბეჭედი

მონასტრის ბიბლიოთეკა

მონასტერი დაარსებიდან არასოდეს ყოფილა განადგურებული. დღეს მის მფლობელობაშია ხატებისა და ხელნაწერების უდიდესი კოლექცია.მონასტერში 3304 ხელნაწერი ინახება. ორი მესამედი დაწერილია ბერძნულად, სხვა დანარჩენი არაბულ, სირიულ, ქართულ, სომხურ, კოპტურ, ეთიოპიურ და სლავურ ენებზე. ძვირფასი ხელნაწერების გარდა ასევე თავმოყრიია 5000 წიგნი, ზოგიერთი მათგანი ნაბეჭდი წიგნის გამოცემიდან პირველი ათწლეულით თარიღდება. რელიგიური წიგნების გარდა, მონასტრის ბიბლიოთეკაში დაცულია ისტორიული დოკუმენტები, ბიზანტიის იმპერატორების, პატრიარქების და თურქეთის სულთნების ოქროს და ტყვიის ბეჭედდასმული წერილები.



ბეჭდვა
1კ1