"სიყვარული გქონდეთო"
"სიყვარული გქონდეთო"
აღნიშნული მოგონება წმინდა ბერ გაბრიელზე ჩვენს მეგობარს, ახალშესვენებულ ნანა ჯანგულაშილს ეკუთვნის. როცა წმინდა მამაზე მოგონებების შეგროვება დავიწყე, ერთ-ერთი ნანა იყო, რომელმაც საკუთარი თვალით ნანახი და გაგონილი გადმომცა. ამჯერად ნანას მოვიგონებთ და მის ნაამბობს შემოგთავაზებთ.
-თბილისის ომის დროს სამთავროს დედათა მონასტერში კანკელის ხატებს მირონი წამოუვიდა. ჩავედით ჩემს ახლობლებთან ერთად მოსალოცად. ეზოში რომ შვედით დავინახე შუა საუკუნეების ბერი იდგა კოშკთან და ჩიტებს საკენკს უყრიდა, ძალიან შთამბეჭდავი სურათი იყო. შევედით ტაძარში წირვა ახალი დამთავრებული იყო, მიტროპოლიტი დანიელი, მაშინ მამა დავითი მსახურობდა სამთავროს მონასტერში და წირვა მან ჩაატარა. საიდან გაჩნდა ის ბერი არ ვიცი, მან ქადაგება დაიწყო, ეს იყო იმპროვიზირებული ქადაგება, იგი ჰყვებოდა ქრისტეს ცხოვრებას მთელი სისავსით, განცდებით, ტირილით, მეგონა ერთი მსახიობის სპექტაკლს ვუყურებდი, კედელთან მიწვა და ტიროდა, შემდეგ წამოდგა მომიახლოვდა და ერთი ხელი მე დამადო თავზე, მეორე კი ჩემს უახლოეს ასაკოვან ქალბატონს, რომელიც მე ძალიან მიყვარდა და შემოგვევედრა: "სიყვარული გქონდეთო".

KARIBCHE
წირვის შემდეგ მე ვკითხე იმ ქალბატონს: "ვინ არის ეს ბერი?" მან მიპასუხა: "ლოთი არისო" . ის ბერი აღმოჩნდა მამა გაბრიელი. მისი სიტყვები მე მოსვენებას არ მაძლევდა "სიყვარული გქონდეთო" ბანალურია თითქოს, მაგრამ მე ვგრძნობდი, რომ ამ სიტყვების მიღმა რაღაცა იდგა და წლების განმავლობაში ვეკითხებოდი ყველას ვინც კი იცნობდა მამა გაბრიელს, რას ნიშნავდა ეს სიტყვები, თუ ეს ჩვენ ორივეს გვეკუთვნოდა, ჩვენ ისედაც ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი...
მაგრამ გავიდა 15 წელი და მე მივხვდი რა გვითხრა მამა გაბრიელმა. ჩემსა და იმ ქალბატონს შორის ისეთმა შავმა კატამ გაირბინა, იგი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ მე მისი სიყვარული არ მქონდა! ეს დაინახა მამა გაბრიელმა 15 წლით ადრე და მე მივხვდი, რომ იგი დიდი წინასწარმეტყველი იყო და ახლა მე მას ვევედრები, რომ ილოცოს, რათა სიყვარული დამიბრუნდეს იმ ქალბატონის მიმართ.
ბეჭდვა
1კ1