მამა ვიტალის მთელი ყურადღება სიყვარულზე ჰქონდა გადატანილი და თავადაც ყველა ადამიანს დიდი სიყვარულით ეგებებოდა
მამა ვიტალის მთელი ყურადღება სიყვარულზე ჰქონდა გადატანილი და თავადაც ყველა ადამიანს დიდი სიყვარულით ეგებებოდა
ათენის წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარში მოღვაწე არქიმანდრიტი აბიბოსი (ტარიადისი) მამა ვიტალი სიდორენკოს სულიერი შვილი გახლდათ.
მამა ვიტალის დამოძღვრას ამგვარად იხსენებს მამა აბიბოსი:

-მამა ვიტალის მთელი ყურადღება სიყვარულზე ჰქონდა გადატანილი და თავადაც ყველა ადამიანს დიდი სიყვარულით ეგებებოდა. წმინდა სერაფიმე საროველს ბაძავდა. როცა მამა ვიტალის ვკითხე, _ როგორ ხედავთ ადამიანს-მეთქი, მიპასუხა, როგორც ღვთის ანგელოზსო. როცა ადამიანს მიიჩნევ ღვთის ანგელოზად, მაშინ, რა თქმა უნდა, მეტანიასაც გაუკეთებ და ფეხებსაც დაბან.


ალბათ, რწმენის მიხედვით არჩევდა მამა ვიტალი სულიერ შვილებს. დუდებეში, სადაც ცხოვრობდა, მარტო მიდიოდა ის, ვისაც ლოცვა-კურთხევა ჰქონდა. როცა მამა ვიტალისთან მომიწია მისვლა, ჩემს წამოსაყვანად თავისი მონაზონი გამოგზავნა, - აკაკი მომიყვანეო. ვკითხე, როგორ უნდა მოვიდე ხოლმე ხშირად თქვენს სანახავად-მეთქი. მარტო თავმდაბლობითო. ვიცოდი, მასთან მისვლამდე მთელი გზა სინანულით უნდა გამევლო, რადგან მამა ვიტალი ყველაფერს კარგად ხედავდა და გრძნობდა. ქვეცნობიერად მეშინოდა, რომ ჩემს გულისნადებს ნათლად დაინახავდა. 

რა შემძინა მამა ვიტალისთან ურთიერთობამ? მაგაზე არ მიფიქრია. ის იმდენად მიუწვდომელი იყო, რომ მის დონემდე მისვლა შეუძლებელია.
ხშირად მიწევდა მამა ვიტალისთან ყოფნა ავადმყოფობის დროსაც. გრძნობდა თავის აღსასრულს. თავიდან არ მესმოდა მისი საუბრის არსი. მერე რომ წავიკითხე სქემოსნების ცხოვრება, ჩემთვის ნათელი გახდა თუ რას ამბობდა მამა ვიტალი. როცა მასთან მისული ადამიანი საუბარს დაიწყებდა, ის პასუხობდა, თან მაგალითებით ელაპარაკებოდა. ერთმა ჰკითხა, - როგორ შეიძლება კაცმა ილოცოს, თან სხვა საქმე აკეთოსო. მან ამგვარად აუხსნა, - დილით რომ გაიღვიძებ, ადგები, ჩაიცმევ, თან შენს გვერდით მყოფს ხომ ესაუბრები? ეს კიდევ ნიშნავს, რომ ერთი საქმე მეორეს ხელს არ უშლისო. მამა ვიტალიმ წინასწარ იცოდა, მოძღვარი რომ გავხდებოდი. მისთვის ჩემი სურვილის გაცხადება მოულოდნელი არ ყოფილა.

ბეჭდვა
1კ1