ათონელ ქართველთა გამოცხადება.
ათონელ ქართველთა გამოცხადება.
ამ ამბავს მოგვითხრობს თანამედროვე მთაწმინდელი მამა ბერი ვლასი თავის მშვენიერ წიგნში "ათონური ლიმონარი".
მეუდაბნოე მამა დანიელი. ღირსი პეტრე ათონელის კელიაში, ჩვენი საუკუნის (XX ს. - კ.კ.) დასაწყისში დაყუდებული იყო მეუდაბნოე მამა დანიელი.
მამა ისიდორეს თქმით, რომელიც ამ კელიაში ახლა მოღვაწეობს, ერთხელ ეს წმინდა მეუდაბნოე მღვდელმონაზონი თავისი კელიის ტაძარში წმინდა ლიტურიგიის ჩასატარებლად ემზადებოდა. ეს პატარა ეკვდერი ღირსი პეტრე ათონელის სახელზე არის ნაკურთხი. მღვდელმა, საღმრთო კანონების მიხედვით, წირვა მარტომ არ უნდა ჩაატაროს - საჭიროა ერთი მგალობელი მაინც, ამიტომ ქვემოთ მოღვაწე მეზობელს სთხოვა, მეორე დღეს ლიტურგიაზე მოსულიყო.
მეორე დღეს მამა დანიელი ჩვეულებისამებრ შეიმოსა სამღვდელმთავრო სამოსით, ცისკრის ლოცვები წაიკითხა და იწყო ლოდინი, როდის ამოვიდოდა მონაზონი. დიდხანს უცადა, აღელდა, დაიწყო ფიქრი, რა გაეკეთებინა. მეზობელი მონაზონი კი ავად გამხდარიყო...
უეცრად ეკლესიაში სამი უცნობი მონაზონი მოვიდა. მიესალმა მათ ბერი და გალობა შესთავაზა. ერთი მარცხენა კლიროსზე გალობდა, მეორე - მარჯვენაზე, მესამე კი მნათეობდა.
წირვის დასასრულს ჰკითხა, სადაურები ხართ, რა გქვიათო. ივერთა მონასტრიდან ვართ, ექვთიმე, იოანე და გიორგიო. მღვდელმონაზონმა მიიღო წმინდა ძღვენი და საკურთხევლიდან სტუმრებისთვის გასამასპინძლებლად გამოვიდა. ისინი უჩინო იქმნენ.
მიხვდა მამა დანიელი, რომ ისინი ივერიის მონასტრის მაშენებლები - ღირსი ექვთიმე, იოანე და გიორგი მთაწმინდელები იყვნენ.
ბეჭდვა
1კ1