მღვდელსქემმონაზონი თეოდოსი (ერისთავი).
მღვდელსქემმონაზონი თეოდოსი (ერისთავი).
მკითხველს ვთავაზობთ ამონარიდს ათონის მთაზე, წმინდა პანტელეიმონის სახელობის მამათა მონასტერში მოღვაწე ქართველი ბერის, მამა ერმოლაოსის (ჭეჟია) წიგნიდან "XIX-XX საუკუნეებში ათონის მთაზე მოღვაწე მამათა ცხოვრებანი". მამა ერმოლაოსმა ეს წიგნი ერთი წლის წინ ათონზე, წმინდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში გამოსცა. ეს არის პირველი ტომი იმ ოცტომეულისა, რომელიც მომავალში უნდა გამოვიდეს. გამოცემაში შესულია ათონის წმინდა პანტელეიმონის მონასტერში, წმინდა ანდრიასა და ილია წინასწარმეტყველის სკიტებში, დიდ და მცირე რუსულ სენაკებში მოღვაწე სულიერი ცხოვრებითა და მოღვაწეობით გამორჩეული 200-მდე მამის ცხოვრება. მათ შორისაა რამდენიმე ქართველი მამის ცხოვრება. ამჯერად გთავაზობთ მღვდელსქემმონაზონ თეოდორე (ერისთავი) ცხოვრებასა და მოღვაწეობას.
მღვდელსქემმონაზონი თეოდოსი (ერისთავი)
მღვდელსქემმონაზონი თეოდოსი (ერისკაცობაში თევდორე გიორგის ძე ერისთავი) წარმოშობით ქუთაისის გუბერნიიდან იყო, ძველი ქართული არისტოკრატიული ოჯახის შთამომავალი (ერისთავები მხარეთა გამგებლები იყვნენ, ერთ-ერთი ერისთავი, X საუკუნის გამოჩენილი ქართველი მხედართმთავარი თორნიკე ერისთავი გახლდათ ათონის მთის ივერიის ქართული მონასტრის ერთ-ერთი დამაარსებელი). ეჭვგარეშეა, რომ მამა თეოდოსი ერისთავთა დიდებული ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელი იყო, რასაც ადასტურებს წმინდა პანტელეიმონის რუსული მონასტრის უცნობი მემატიანე. ის წერს: "ეს ნათელი პიროვნება, არა მარტო აქ, ჩვენს მიერ წარმოდგენილ მოკლე ბიოგრაფიულ ნარკვევს იმსახურებს, არამედ მთელი ცხოვრების აღწერას. ინებებს უფალი, რომ ადრე თუ გვიან, ასეთი ცხოვრების აღწერა მის მრავალრიცხოვან პატივისმცემელთა ერთ-ერთი წარმომადგენლისაგან დაიწერება და წარედგინება ქვეყანას". ათონის მთის ცნობილი მკვლევარი, პ. ვ. ტროიცკი კი ასე გადმოგვცემს იმავე აზრს: "ღირსეულად დაამშვენა ათონი არა მარტო წარმომავლობით, არამედ თავისი მონაზვნური ცხოვრებით".
თეოდორე დაიბადა რაჭაში, თავადის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. 1858 წელს შევიდა გელათის ღვთისმშობლის შობის მონასტერში, სადაც 1860 წლის 9 აპრილს, თევდორეს სახელით, მანტიით შემოსეს. 1866 წლის 10 აპრილს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) ბერდიაკვნად დაასხა ხელი, იმავე წლის 25 დეკემბერს კი მღვდელმონაზვნად.
1880 წელს მამა თევდორე ათონს გაემგზავრა, მტკიცე გადაწყვეტილებით - იქ სამუდამოდ დარჩენილიყო, მაგრამ ეს არ იყო მისი ათონთან ურთიერთობის პირველი შემთხვევა. ათონთან მის ადრეულ კონტაქტებზე იქ საბოლოოდ გადასახლებამდე გვამცნობს უცნობი რუსი მემატიანე: "ჯერ კიდევ მორჩილმა, შემდეგ კი უკვე მღვდელმონაზონმა, თუმცა ჯერ კიდევ ახალგაზრდამ, ორჯერ იმოგზაურა წმინდა ქალაქ იერუსალიმში, მაცხოვრის ცხოველსმყოფელი საფლავისა და წმინდა მიწის სხვა სიწმინდეების თაყვანსაცემად, და ორივეჯერ შემოიარა ათონის წმინდა მთაზე, რომელსაც ამგვარად, პირადად გაეცნო".
XIX საუკუნის 70-იან წლებში, ათონზე რუსული პანტელეიმონის მონასტრის ღვაწლმოსილმა ბერებმა - მამა იერონიმემ და მამა მაკარიმ დაავალეს ათონის მონასტრის მფლობელობაში მყოფი მოსკოვის სამლოცველოს მღვდელმონაზონ არსენს (მინინი), მოეძებნა კავკასიაში ყოფილი ივერიის, აწ საქართველოს საზღვრებში ადგილი მონასტრის ასაშენებლად, იმ შემთხვევისათვის, თუკი ბერებს ათონის მონასტრის დატოვების აუცილებლობა შეექმნებოდათ. მამა არსენი, სხვა ბერებთან ერთად, გაემგზავრა კავკასიაში, შესაფერისი ადგილი იპოვა, სადაც შემდგომ მონასტრის დაარსებას შეუდგა. ამ საქმესთან დაკავშირებით მამა არსენს ხშირად უწევდა ქუთაისში, ეპისკოპოს გაბრიელთან (ქიქოძე) ჩასვლა, რომლის ეპარქიაშიც შედიოდა მაშინ სოხუმის ოლქი, სადაც ახლა მდებარეობს ახალი ათონის წმიდა სვიმონ კანანელის სახელობის მონასტერი. მამა არსენმა მოილოცა მოწამეთისა და გელათის მონასტრები, სადაც გაიცნო მამა თევდორე, რომელიც არაერთხელ ახლდა მას ეპისკოპოს გაბრიელთან შეხვედრების დროს. ამგვარად, მამა თეოდორე პირადად მონაწილეობდა ახალი ათონის მონასტრის ადგილის შერჩევაში, არქიეპისკოპოსისგან ამ საქმეზე კურთხევის გამოთხოვის საქმეში და უფლის ნებით სწორედ უძველეს, წმინდა მოციქულ სვიმონ ზილოტის, ანუ კანანელის სახელობის ეკლესიასთან მის მოწყობაში. მამა არსენმა ახლოს გაიცნო მამა თევდორე და შესთავაზა კიდეც გადასულიყო საცხოვრებლად მასთან, ახალმოწყობილ მონასტერში, სადაც თითქმის არ იყვნენ მონაზვნები და სიმშვიდე და სიმყუდროვე სუფევდა. თავდაპირველად მამა თევდორეს უარი არ უთქვამს გადასვლაზე, მაგრამ მისი გადასვლა რატომღაც არ შედგა, უფალი მას სხვა მისიისთვის ამზადებდა.
XIX საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს ათონს ეწვია ქართველი აზნაური ვახტანგ ბარკალაია და აქ აღიკვეცა ბერად ბენედიქტეს სახელით. მან ბერძნებისაგან შეიძინა ძველი კელია წმინდა მოციქულისა და მახარებლის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიით. მალე მამა ბენედიქტესთან დაიწყეს საქართველოდან ჩამოსვლა და ცხოვრება მონაზვნობის მსურველმა მისმა თანამემამულე ქართველებმა. მამა ბენედიქტეს ხშირად უხდებოდა საქართველოში, უფრო ხშირად იმერეთში ყოფნა. ყოველთვის, იყო რა გაბრიელ ეპისკოპოსთან, ის არა მარტო სთავაზობდა ეპისკოპოსს ყველა მსურველის მიღებას თავის ახალშენ, ეგრეთწოდებულ ახალივერიულ სავანეში, არამედ სთხოვდა კიდეც მათ გაგზავნას. მისი ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობის დროს, ამგვარი თხოვნის შემდეგ, ეპისკოპოსმა გაბრიელმა მამა თევდო¬რეს შესთავაზა ათონზე გამგზავრება. მამა თეოდორე სიხარულით დათანხმდა. მასთან ერ¬თად გაემგზავრა მღვდელმონაზონი გერასიმე (სქემაში გიორგი), რომელიც წარმომავლობ¬ით აზნაური იყო. 1881 წლის მაისში ჩავიდნენ ათონში და მამა ბენედიქტეს მიერ დაარსებულ ქართულ, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სავანის საძმოს შეუერთდნენ.
მამა თევდორემ ძალიან მალე მოიხვეჭა წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სავანის საძმოს დიდი სიყვარული და პატივისცემა; ასე რომ, ათი წლის შემდეგ, მამა დენასი (იუშკოვი) თავის ჩანაწერებში მასზე, როგორც ამ სავანის სულიერ მოძღვარზე წერდა: - მამა პახომმა (წმინდა იოანე ღვთისმეტყველის კელიის კეთილმოწესე, - ავტ.) მოახსენა ღვაწლმოსილ ბერ თევდორეს ჩემი მისვლის შესახებ და რომ შეიძლებოდა ჩემთან შემოსვლა. ამ დრომდე, თუმცა ბევრი კარგი მსმენოდა მამა თევდორეს შესახებ, პირადად მისი ნახვის პატივი არ მქონდა. რამდენიმე წუთში იღება კარი, შემოდის მაღალი, ფერმკრთალი, გამხდარი ბერი, დიდი, მიმზიდველი თვალებით, მოგრძო, თხელი, შევერცხლილი წვერით. ფიზიონომიის მიხედვით ჩანს, რომ ქართველია, ახალგაზრდობაში ხორციელი სილამაზით შემკული. სწორედ ეს არის მამა თევდორე. სიყვარულით მომიახლოვდა. მცირე მეტანია გავუკეთე, ანუ ნახევრადმიწამდე თაყვანისცემა, მღვდლური კურთხევა ვთხოვე. მაკურთხა, სიტყვებით "ქრისტე აღსდგა!" მონასტრულად, მხარზე მთხვევით მისალმების შემდეგ, მთხოვა, დავმჯდარიყავი მაგიდასთან, თავად ჩემს პირდაპირ სკამზე დაჯდა".
მალე მამა თევდორე სქემაში აღკვეცეს და უწოდეს თეოდოსი. ის თავისი მაღალი სულიერებით, უფლისთვის სათნო ცხოვრებით მალე გახდა ცნობილი მთელი ათონისათვის. აი, ასე აღწერს მას მამა ვლადიმერი (კოლესნიკოვი): "მუყაითი მშრომელი ღვაწლმოსილი ბერი, კარგი ცხოვრების მოძღვარი, ბევრისგან პატივცემული, მაგრამ ამასთან მეტად მორჩილი და თავაზიანი".
მას დიდ პატივს სცემდა აგრეთვე ზემოთ ხსენებული მამა დენასი (იუშკოვი) და ყოველთვის ცდილობდა მისგან სულიერი რჩევების მიღებას, აღწერდა მამა თეოდოსის უდავოდ სულიერ უპირატესობებს. ის აღფრთოვანებით იხსენებს ამ მორჩილი ღვაწლმოსილი ბერის საოცარი სტუმართმოყვარეობის გამოხატვის ერთ შემთხვევას: "ვთხოვე მამა თევდორეს (სქემაში მამა თეოდოსი) ივერიის მონასტრის გზა ესწავლებინა. მამა თევდორემ, ვგონებ, ამ დროს სახარებისეული მცნება გაიხსენა ღმერთკაცისა - "და რომელი წარგიქცევდეს შენ მილიონ ერთ, მივლე მის თანა ორიცა" (მთ. 5,41), "და ჩემი გაძღოლის სურვილი თავად გამოხატა. მხოლოდ მონასტრის კედლებს რომ მივაღწიეთ, იქ დავშორდით ერთმანეთს".
დიდ პატივს სცემდნენ მას ასევე ათონელი მეუდაბნოეები. აი, რას წერდა 1909 წელს, უკვე მამა თეოდოსის გარდაცვალების შემდეგ, დიდი კალიაგრელი (ათონი) განდეგილი, სქემმონაზონი ბენიამინი (მალიშევი) თავის საპასუხო წერილში მამა აღათოდორს (ბუდანოვს) მის შეკითხვაზე მამა ილარიონის (დომრაჩოვი) სულიერი ცხოვრების სიმაღლეზე: "ვიხსენებ ცხონებულ მამა თეოდოსის - ქართველის მდიდარი, მრავალმხრივი განსჯის უნარს, პირველობის პალმას გადავცემ არა მამა ილარიონს, არამედ ცხონებულ მამა თეოდოსის!"
აღსანიშნავია მამა თეოდოსის პოზიცია ე.წ. "ქართულ საქმეში". მის წარდგენამდე, რამდენიმე სიტყვით, თავად ამ საქმეზე მოგითხრობთ. როგორც ითქვა, 1869 წელს ათონზე ჩამოვიდა მღვდელმონაზონი ბენედიქტე (ბარკალაია), ქუთაისის გუბერნიიდან და ივერიის მონასტერს გამოართვა უყურადღებოდ მიტოვებული წმინდა მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის კელია. ქართველი და რუსი საზოგადოებისა და რუსეთის სახელმწიფო დაწესებულებების ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო ამ კელიის აღდგენა. განსაკუთრებულ დახმარებას ამ საქმეში, უწევდნენ ათონის მთის რუსული სავანეები: წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის მონასტერი და წმინდა ანდრია მოციქულის სახელობის სკიტი. ასეთი მხარდაჭერით მამა ბენედიქტემ მოკლე დროში არა მარტო აღადგინა ძველი შენობები, ააშენა ახალი ტაძარი, არამედ შეკრიბა დიდი საძმო (დაახლოებით 40 ბერი). ეს ყოველივე თვალში არ მოუვიდათ ივერთა მონასტრის ღვაწლმოსილ ბერებს და კელიის განვითარების შესაზრუდავად სხვადასხვა აკრძალვის დაწესება დაიწყეს. მაშინ მამა ბენედიქტემ ექსტრემალური ზომების მიღება გადაწყვიტა: რუსეთის საიმპერატორო კარის თანადგომით, ივერთა მონასტერს უჩივლა. ეს სასამართლო პროცესი თითქმის 40 წელს გაგრძელდა და ათონში მცხოვრები ყველა ქართველი ბერისათვის კატასტროფული შედეგით დასრულდა. 1919 წელს თითქმის ყველა მათგანი გამოაძევეს ათონიდან.
სწორედ ამ საქმის მიმართ მამა თეოდოსის განსაკუთრებული პოზიცია ჰქონდა: ის ივერიის მონასტერთან უთანხმოების სამართლებრივი გზით გადაწყვეტის წინააღმდეგი იყო, სთავაზობდა სულიერების გზას, რასაც შეძლებისდაგვარად თავად ახორციელებდა. მამა თეოდოსი ამტკიცებდა, რომ ბერძენი ხალხი კეთილმორწმუნეა და ერთადერთი არგუმენტი, რასაც ისინი პატივს მიაგებენ, რის წინაშეც ქედს იხრიან, სიწმინდეა. ამის მაგალითად მოჰყავდა 1863 წელს გარდაცვლილი მღვდელსქემმონაზონი ილარიონ ქართველის დიდი პატივისცემა ბერძენი ბერებისგან. მამა თეოდოსის აზრით, ქართველ ბერებს ივერთა მონასტერთან სამართლებრივი და ქონებრივი უპირატესობის მოსაპოვებლად კი არ უნდა ებრძოლათ, არამედ უნდა შეექმნათ მაღალსულიერი საძმო, რომლის სიწმინდე, ღვთისმოსაობა და ქრისტიანული ზნეობა ივერიის მონასტრის ბერებს აღუძრავდათ სურვილს, მათ გასაჭირს პატივისცემით მოჰკიდებოდნენ.
მამა თეოდოსი სწორედ ამ ხაზის გატარებას ცდილობდა კელიის მოძღვრობისას. მართალია, ივერონის მონასტრის მაშინდელ მესვეურთა პატივისცემა ვერ დაიმსახურა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანს და ძვირფასს მიაღწია: მისი სამეურვეო ადამიანთა სულები, მის მიერ არჩეული ტაქტიკით, გადაურჩნენ გაბოროტებას და გულგაციებას და უმრავლესობამ ჭეშმარიტად მიაღწია წმინდანობას.
ცნობილ ანდაზას, "ვაშლი ვაშლის ხის მოშორებით არ ცვივა" თუ მივყვებით, კარგად რომ წარმოიდგინოთ, როგორი წესრიგი ჰქონდა მამა თეოდოსის მის დაქვემდებარებაში მყოფ საძმოში, კელიის კეთილმოწესის, მამა პახომის სტუმართმოყვარეობის მაგალითს მოვიყვანთ. "მალე, - წერს კელიის სტუმარი მამა დენასი (იუშკოვი), - ჩემი იქ წვევისათვის მადლიერების გამოსახატად მეახლა საძმოს ღირსეული მოძღვრის, მღვდელმონაზონ მამა თეოდორეს (ერისკაცობაში თავადი თევდორე გიორგის ძე ერისთავი) უპატივცემულესი კეთილმოწესე მამა პახომი, შენიშნა რა, რომ გზაში ფრიად დავიღალე და დავიმტვერე, განსაკუთრებით ფეხებზე დამეტყო ეს, აღასრულა წმინდა მამების რჩევა: მგზავრის ფეხბანვა. ჩემს პატარა ოთახში რამდენიმე წუთში წყლიანი თასით და პირსახოცით მეახლა. თასი უსიტყვოდ დადგა იატაკზე ჩემს გვერდით და ხმაამოუღებლად უნდოდა დაებანა ჩემი დამტვერილი ფეხები.
ჩემთვის ეს ძალიან დიდი პატივი იქნებოდა და უარი ვთქვი თმაჭაღარა, მაგრამ ასაკით ჯერ კიდევ არც ისე ხანდაზმული მამა პახომის ამ მორჩილ მომსახურებაზე. მთხოვა, უარი არ მეთქვა, მაგრამ მე მტკიცედ ვიუარე ასეთი მომსახურება, რისი მსგავსიც, მანამდე, მთელი ჩემი მოგზაურობის დროს წმინდა მთის სავანეებში, არასოდეს მინახავს".
მამა დენასის მიერ აღწერილ მეორე მაგალითშიც ნათლად ჩანს, როგორი ლოცვითი განწყობა სუფევდა მამა თეოდოსის კელიაში: "მომსახურე მღვდელმონაზონი იყო მამა იონა (მღვდელსქემმონაზონი იონა, ერში იონა მერაბის ძე ხოშტარია, ყოფილი აზნაური ქუთაისის გუბერნიიდან. ცხოვრობდა ივერთა მონასტრის წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის კელიაში, იყო კელიის კეთილმოწესე. აღესრულა 1919 წ. 1882-1903 წ.წ. წერილებს სწერდა იღუმენებს: მამა მაკარს და ანდრიას. 1905 წელს მისწერა წერილი სქემმღვდელმონაზონ აგათეოდორეს (ბუდანოვი), - ავტ.), მამა თეოდოსის სულიერი შვილი. ის მწუხრის მსახურებას ასრულებდა. მსახურებისას ერთხელაც არ გაუხედავს საკუთარი ფეხების იქით, ისე იყო თავის თავში ჩაღრმავებული და მსახურებისადმი ყურადღება გამახვილებული. მე ეს ძალიან მომეწონა".
ქართულ კელიაში ამაღლებული ლოცვითი გარემოთი აღფრთოვანებულმა მამა ვლადიმირმა (კოლესნიკოვი) კი თავის დღიურში ასე აღნიშნა: "ქართველები საუკეთესო ბერები არიან ათონზე".
მამა თეოდოსის რეგულარული მიწერ-მოწერა ჰქონდა რუსიკის ღვაწლმოსილ ბერებთან, ეკითხებოდა რჩევას სასულიერო საქმეში, დახმარებას სთხოვდა ცხოვრებისეული და მატერიალური სიძნელეების დასაძლევად.
მამა თეოდოსი 1905 წლის 25 მაისს აღესრულა.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. არპმა. დოკ. №№ 4059, გვ.2,3-5; 309, გვ.140; 1724, გვ.1; 1306; 1359; 1763; 4119, კონ.4.
2. ტროიცკი პ.ვ. ათონური შეხვედრები. მ., 2002, გვ.53.
3. დენასი (იუშკოვი), სქემმონაზონი, რუსი ბერი-ათონელის ჩანაწერები თავისი მოგზაურობის შესახებ წმიდა მთის სავანეებში// სულისთვის სათნო მოსაუბრე, 1895, 1896 წ.წ., გვ. 309, 50, 367.
4. რპმა. დოკ. №№ 1307; 1769: 1764.
ათონის მთა.
წმინდა პანტელეიმონის სახელობის მონასტრის ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია)
ჟურნალი "კარიბჭე". 2013 წ. #15
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat