29 იანვარს დედა ეკლესია წმინდა პეტრე მოციქულის ჯაჭვთა თაყვანისცემის დღესასწაულს აღნიშნავს
29 იანვარს დედა ეკლესია წმინდა პეტრე მოციქულის ჯაჭვთა თაყვანისცემის დღესასწაულს აღნიშნავს

წმინდა პეტრე მოციქულის ჯაჭვთა თაყვანისცემის სახელობის ტაძარი და მასთან არსებული მამათა მონასტერი ავჭალაში მდებარეობს. მთის წვერზე მდებარე მცირე ზომის ერთნავიანი ტაძარი თავზე დაჰყურებს ირგვლივ ყოველივეს. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, 2012 წლიდან აქ მამათა მონასტერია დაფუძნებული. ეს მადლიანი ტაძარი XVIII საუკუნის დასაწყიში მღვდელმონაზონ გაბრიელ ბერიტაშვილის მიერ არის აშენებული.

დღესასწაულთან დაკავშირებით 28 იანვარს, საღამოს 9 საათზე ღამის თევის ლოცვა ჩატარდება, ხოლო 29 იანვარს, დილის 11 საათზე ჩატარდება წმინდა პეტრე მოციქულის პარაკლისი. მონასტრის წინამძღვრის მამა რაფაელის (ბერიტაშვილი) კურთხევითა და თხოვნით მონასტრის ტერიტორიაზე იკრძალება საკლავის დაკვლა, მამლების ჰაერში ფრიალი, ნაგვის დაყრა, სიგარეტის მოწევა,ზედმეტი დალევა და ხმაური.

KARIBCHE KARIBCHE

პატივი ეცით დღესასწაულს რომ ღმერთმა შეისმინოს თქვენი ლოცვა-ვედრება და ეს დღე სასჯელად არ გვექცეს.

შეგგვეწიოს წმინდა პეტრე მოციქულის მადლი!

ბეჭდვა
1კ1